კოსმოსი სახიფათო ადგილია, რომელიც შეცდომებს არ გვპატიობს. დიდი ხნის განმავლობაში ნულოვანი გრავიტაციის პირობებში ყოფნა, ადამიანის ჯანმრთელობაზე და, ზოგადად, მის სხეულზე აისახება, რასაც ასტრონავტები, ძირითად შემთხვევაში, დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ხვდებიან.
მაგრამ კონკრეტულად ჯანმრთელობის რა რისკებთანაა დაკავშირებული კოსმოსში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოფნა?
მიმდინარე კვირას გავრცელდა ინფორმაცია იაპონელ ასტრონავტზე, რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყოფნის სულ რაღაც 3 კვირის განმავლობაში სიმაღლეში 9 სანტიმეტრი მოიმატა. შემდგომში ასტრონავტმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, სადაც განმარტა, რომ არასწორად დთვალა და სინამდვილეში მხოლოდ 2 სანტიმეტრით მოიმატა. როგორც ცნობილია, სიმაღლესთან დაკავშირებული ცვლილებები ნორმალურია იმ ადამიანების შემთხვევაში, ვინც კოსმოსში
დიდ დროს ატარებს.
დედამიწაზე არსებული ძლიერი გრავიტაციის გარეშე ადამიანის ხერხემლის მალებს შორის არსებული სივრცე ფართოვდება, რაც სიმაღლის ცვლილებებს იწვევს, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, ასტრონავტის სიმაღლე ნორმას უბრუნდება.
რა იცვლება კოსმოსში ერთი წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ?
როგორც წესი, ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 6 თვის განმავლობაში რჩებიან და შემდეგ დედამიწაზე ბრუნდებიან, თუმცა ამერიკელმა სკოტ კელიმ მსოფლიოს თავი იმით დაამახსოვრა, რომ 2016 წელს კოსმოსში 340 სრული დღე რუს ასტრონავტთან, მიხეილ კორნიენკოსთან ერთად გაატარა.
მისიის მთავარი მიზანი იმის დადგენა იყო, რა გავლენას ახდენს ადამიანის სხეულზე უწონობა, რადიაცია და იზოლაციის პირობებში ხანგრძლივი ყოფნა.
მაშინ როდესაც სკოტ კელი კოსმოსურ სადგურზე იყო და ცდის განხორციელებას უწყობდა ხელს, მისი ტყუპისცალი დედამიწაზე რჩებოდა, რათა კელის დაბრუნების შემდეგ მათი ორგანიზმები შეედარებინათ... განაგრძეთ კითხვა