მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს
მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს

ის­ტო­რი­კო­სი მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში ძმის, გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს.

მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დი სი­ო­ნის ტა­ძარ­ში გა­და­ი­ხა­დეს. ის­ტო­რი­კო­სის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. პა­ნაშ­ვიდ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის აუ­დი­ტო­რია შე­იქ­მნე­ბა, ასე­ვე და­წეს­დე­ბა სტი­პენ­დია, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი მი­ი­ღებს, - ამის შე­სა­ხებ თსუ-ს რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ აღ­ნიშ­ნა, მა­რი­კა ლორ­ქი­ფა­ნი­ძის პა­ტივ­სა­ცე­მად ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მიც და­არ­სდე­ბა.

"ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ხე­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ის იყო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და ბო­ლომ­დე იყო ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი, ძა­ლი­ან სწო­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, იყო ასე­ვე ის­ტო­რი­კო­სე­ბის მთე­ლი პლე­ა­დის აღ­მზრდე­ლი, აქვს 200-ზე მეტი მო­ნოგ­რა­ფია და სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცია. მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ღვაწ­ლი ალ­ბათ შე­სა­ბა­მი­სად და­ფას­დე­ბა. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­იქ­მნე­ბა მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის აუ­დი­ტო­რია, ასე­ვე შე­მო­ვი­ღებთ სტი­პენ­დი­ას, რო­მელ­საც მი­ი­ღებს ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი და ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მი და­არ­სდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის წევ­რი მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე 8 იან­ვარს 95 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. 1947 წლი­დან მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტში უმ­ცროს მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლად, 1956 წლი­დან უფ­როს მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლად, 1966 წლი­დან წამ­ყვან მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლად, 1972-78 წლებ­ში მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის კა­თედ­რის გამ­გედ. არის ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი. 2000 წელს და­ა­ჯილ­დო­ეს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს 100 სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი, მათ შო­რის 10 წიგ­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს

მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს.

მარიკა ლორთქიფანიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში გადაიხადეს. ისტორიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია შეიქმნება, ასევე დაწესდება სტიპენდია, რომელსაც ყველაზე გამორჩეული ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი მიიღებს, - ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, მარიკა ლორქიფანიძის პატივსაცემად ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმიც დაარსდება.

"ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის სახელი დაკავშირებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 70 წლის განმავლობაში. ის იყო უნივერსიტეტის პროფესორი და ბოლომდე იყო ყველაზე აქტიური, ძალიან სწორი და სამართლიანი სამოქალაქო პოზიციით გამოირჩეოდა, იყო ასევე ისტორიკოსების მთელი პლეადის აღმზრდელი, აქვს 200-ზე მეტი მონოგრაფია და სამეცნიერო პუბლიკაცია. მარიკა ლორთქიფანიძის ღვაწლი ალბათ შესაბამისად დაფასდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნება მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია, ასევე შემოვიღებთ სტიპენდიას, რომელსაც მიიღებს ყველაზე გამორჩეული ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი და ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი დაარსდება", - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი მარიკა ლორთქიფანიძე 8 იანვარს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარიკა ლორთქიფანიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1956 წლიდან უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1966 წლიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, 1972-78 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 2000 წელს დააჯილდოეს ღირსების ორდენით. გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი