პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი კომპანია იზრუნებს ბავშვების კვებაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ საბავშვო ბაღებში
რომელი კომპანია იზრუნებს ბავშვების კვებაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ საბავშვო ბაღებში

თბი­ლი­სის მე­რია სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის კვე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ერ­თთვი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს აფორ­მებს. რო­გორც თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ, ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, კვე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შპს "ნილ­თან" გა­ფორმ­დე­ბა.

ბენ­დე­ლი­ა­ნის თქმით, სხვა პრე­ტენ­დენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შპს "ნი­ლის" შე­თა­ვა­ზე­ბა მე­რი­ის­თვის მი­სა­ღე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გამო გახ­და.

"რო­გორც იცით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ას ბა­ღე­ბის კვე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტენ­დე­რი ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რა ორ ნა­წი­ლად იყო გა­ყო­ფი­ლი, მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის­თვის. ერთ ნა­წილ­ში, მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე არ­სე­ბულ ბა­ღებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ტენ­დე­რი დას­რულ­და უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გით. სამი პრე­ტენ­დენ­ტი იყო და ვერც ერ­თმა ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ტენ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ნა­წილ­ში შე­ვარ­ჩი­ეთ, იმ პრე­ტენ­დენ­ტე­ბი­დან ერთ-ერთი, ვი­საც უმ­ცი­რე­სი ფასი ჰქონ­და წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს არის კომ­პა­ნია "ნილი" და მას­თან მოხ­დე­ბა ერ­თთვი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე არ­სე­ბულ სა­ბავ­შვო ბა­ღებს ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს შერ­ჩე­ვა-შე­ფა­სე­ბის ეტა­პი. აქ არ არის შე­წყვე­ტი­ლი ტენ­დე­რი, მაგ­რამ იმის გამო, რომ სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში სწავ­ლა უნდა და­ი­წყოს 15 იან­ვარს, ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლეთ იგი­ვე პრინ­ცი­პით. ამ ტენ­დერ­შიც შპს "ნი­ლის" ფასი იყო შე­და­რე­ბით და­ბა­ლი, ამი­ტომ მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გან­თავ­სე­ბულ სა­ბავ­შვო ბა­ღებ­საც ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შპს "ნილი" მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, ბავ­შვე­ბის კვე­ბას რომ რა­ი­მე საფრ­თხე არ შე­ექ­მნას. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია შე­ვარ­ჩი­ეთ იმის გამო, რომ მას კვე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ეს ინ­ფორ­მა­ცია ატ­ვირ­თუ­ლიც არის ერ­თი­ან ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში. ამა­ვე დროს, ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი კრი­ტე­რი­უ­მის გა­მოც - და­ბა­ლი ფა­სის­თვის.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ერ­თთვი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, კომ­პა­ნია "ნი­ლის" მომ­სა­ხუ­რე­ბა 4,5 მი­ლი­ო­ნი ლარს შე­ად­გენს. "ნილი" ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 171 ბაღს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა მთე­ლი დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით", - აღ­ნიშ­ნა ბენ­დე­ლი­ან­მა.

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე ადას­ტუ­რებს, რომ შპს "ნილს" ასე­ვე მო­გე­ბუ­ლი აქვს უფა­სო სა­სა­დი­ლო­ე­ბის კვე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის ტენ­დე­რიც, თუმ­ცა, ბენ­დე­ლი­ა­ნი გან­მარ­ტავს, ამ ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მხო­ლოდ შპს "ნილი" არ არის.

"და­ვა­ზუს­ტებ, რომ მხო­ლოდ "ნილი" არ არის თბი­ლი­სის 10-ვე რა­ი­ო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სა­სა­დი­ლო­ე­ბის კვე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, არი­ან სხვა კომ­პა­ნი­ე­ბიც. ყველ­გან "ნილი" რომ არ არის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ეს შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ა­მოწ­მოთ. ამას­თა­ნა­ვე, ტენ­დერე­ბი არის მაქ­სი­მა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლე", - გა­ნა­ცხა­და ბენ­დე­ლი­ან­მა.

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ კომ­პა­ნია "ნილ­თან" და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში საქ­მის წარ­მო­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, 2017 წელს, პრო­კუ­რა­ტუ­რას გი­ორ­გი ვა­შა­ძემ მი­მარ­თა უფა­სო სა­სა­დი­ლო­ებ­ში კვე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სას­წავ­ლად, თუმ­ცა, ეს არ ეხე­ბო­და კომ­პა­ნია "ნილს".

"ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მის წარ­მო­ე­ბა სა­სა­დი­ლო­ე­ბის კვე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ჯერ­ჯე­რო­ბით შე­დე­გე­ბი არ არის. მაგ­რამ ეს საქ­მის წარ­მო­ე­ბა არ არის კონ­კრე­ტუ­ლად "ნილ­თან" და­კავ­ში­რე­ბით. ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დად­გე­ბა, ან დად­გე­ბა თუ არა ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ერ­თოდ, ეს უკვე გა­მო­ძი­ე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა.

რომელი კომპანია იზრუნებს ბავშვების კვებაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ საბავშვო ბაღებში

რომელი კომპანია იზრუნებს ბავშვების კვებაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ საბავშვო ბაღებში

თბილისის მერია საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებისთვის ერთთვიან ხელშეკრულებებს აფორმებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კვებითი მომსახურებისთვის ხელშეკრულება შპს "ნილთან" გაფორმდება.

ბენდელიანის თქმით, სხვა პრეტენდენტებისგან განსხვავებით, შპს "ნილის" შეთავაზება მერიისთვის მისაღები მომსახურების დაბალი ღირებულების გამო გახდა.

"როგორც იცით, დედაქალაქის მერიას ბაღების კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. შესყიდვის პროცედურა ორ ნაწილად იყო გაყოფილი, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე არსებული საბავშვო ბაღებისთვის. ერთ ნაწილში, მარცხენა სანაპიროზე არსებულ ბაღებთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით. სამი პრეტენდენტი იყო და ვერც ერთმა ვერ დააკმაყოფილა ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისად, ამ ნაწილში შევარჩიეთ, იმ პრეტენდენტებიდან ერთ-ერთი, ვისაც უმცირესი ფასი ჰქონდა წარმოდგენილი. ეს არის კომპანია "ნილი" და მასთან მოხდება ერთთვიანი ხელშეკრულების გაფორმება. რაც შეეხება მარჯვენა სანაპიროზე არსებულ საბავშვო ბაღებს ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების ეტაპი. აქ არ არის შეწყვეტილი ტენდერი, მაგრამ იმის გამო, რომ საბავშვო ბაღებში სწავლა უნდა დაიწყოს 15 იანვარს, ვიხელმძღვანელეთ იგივე პრინციპით. ამ ტენდერშიც შპს "ნილის" ფასი იყო შედარებით დაბალი, ამიტომ მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ საბავშვო ბაღებსაც ერთი თვის განმავლობაში შპს "ნილი" მოემსახურება, ბავშვების კვებას რომ რაიმე საფრთხე არ შეექმნას. აღნიშნული კომპანია შევარჩიეთ იმის გამო, რომ მას კვებით მომსახურების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ეს ინფორმაცია ატვირთულიც არის ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ამავე დროს, ჩვენი უმთავრესი კრიტერიუმის გამოც - დაბალი ფასისთვის.

დღეის მდგომარეობით გაფორმებული ერთთვიანი ხელშეკრულებების მიხედვით, კომპანია "ნილის" მომსახურება 4,5 მილიონი ლარს შეადგენს. "ნილი" ერთი თვის განმავლობაში 171 ბაღს მოემსახურება მთელი დედაქალაქის მასშტაბით", - აღნიშნა ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილე ადასტურებს, რომ შპს "ნილს" ასევე მოგებული აქვს უფასო სასადილოების კვებით მომსახურების ტენდერიც, თუმცა, ბენდელიანი განმარტავს, ამ ტენდერში გამარჯვებული მხოლოდ შპს "ნილი" არ არის.

"დავაზუსტებ, რომ მხოლოდ "ნილი" არ არის თბილისის 10-ვე რაიონის მუნიციპალური სასადილოების კვებით მომსახურების ტენდერში გამარჯვებული, არიან სხვა კომპანიებიც. ყველგან "ნილი" რომ არ არის გამარჯვებული, ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ამასთანავე, ტენდერები არის მაქსიმალურად გამჭვირვალე", - განაცხადა ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილე უარყოფს ინფორმაციას, რომ კომპანია "ნილთან" დაკავშირებით პროკურატურაში საქმის წარმოება მიმდინარეობს. როგორც ის აღნიშნავს, 2017 წელს, პროკურატურას გიორგი ვაშაძემ მიმართა უფასო სასადილოებში კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესასწავლად, თუმცა, ეს არ ეხებოდა კომპანია "ნილს".

"ჩემი ინფორმაციით, პროკურატურაში მიმდინარეობს საქმის წარმოება სასადილოების კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით შედეგები არ არის. მაგრამ ეს საქმის წარმოება არ არის კონკრეტულად "ნილთან" დაკავშირებით. ვისი პასუხისმგებლობა დადგება, ან დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა საერთოდ, ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი