საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამნაშავე რომ ყოფილიყო, ამდენი ხალხი გვერდში არ დაუდგებოდა..." - რა ხდება დუისში, სადაც დღეს თემირლან მაჩალიკაშვილს დაკრძალავენ
 "დამნაშავე რომ ყოფილიყო, ამდენი ხალხი გვერდში არ დაუდგებოდა..." - რა ხდება დუისში, სადაც დღეს თემირლან მაჩალიკაშვილს დაკრძალავენ

სო­ფელ დუ­ის­ში, თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ოჯახს დი­ლი­დან უსამ­ძიმ­რე­ბენ დუ­ი­სის მცხოვ­რებ­ლე­ბი. ისი­ნი მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის სახ­ლის ეზო­ში არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი.

"ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ გა­ა­ნად­გუ­რეს ოჯა­ხი. ეგ რომ დამ­ნა­შა­ვე ყო­ფი­ლი­ყო, ყო­ველ­დღე აქ ხართ და ხე­დავთ, ამ­დე­ნი ხალ­ხი გვერ­დში არ და­უდ­გე­ბო­და" - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სო­ფელ დუ­ი­სის მცხოვ­რებ­მა ან­ზორ ქავ­თა­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ მო­თხოვ­ნე­ბი რაც არ უნდა ჰქონ­დეთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმას გა­ა­კე­თებს, რაც თა­ვად მო­ე­სურ­ვე­ბა".

დუ­ი­სის მცხოვ­რებ­მა მუ­რად ალ­და­მოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ პან­კი­სის ხე­ო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მო­ძი­ე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ოპ­ტი­მის­ტუ­რად არ არის გან­წყო­ბი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ: მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ

"გა­მო­ძი­ე­ბა არა მგო­ნია სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ტარ­დეს. ჩვენ უკვე გვქონ­და ამის პრაქ­ტი­კა ლა­ფან­ყურ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სა­დაც იძი­ეს, იძი­ეს, თუმ­ცა ბო­ლომ­დე არ მი­უყ­ვა­ნი­ათ გა­მო­ძი­ე­ბა და საქ­მეს გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო და­ა­დეს". ახ­ლაც ნაკ­ლე­ბად ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვართ გან­წყო­ბი­ლე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბა და მთე­ლი ხე­ო­ბა აღელ­ვე­ბუ­ლია და ყვე­ლა იმას ითხოვს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­დეს სრულ­ყო­ფი­ლად", - გა­ნა­ცხა­და ალ­და­მოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მთა­ვა­რი კი­თხვა არის თუ რა­ტომ მოხ­და სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ასე­თი ფორ­მით ჩა­ტა­რე­ბა. "მთა­ვა­რი კი­თხვა გვაქვს თუ რა­ტომ მოხ­და ასე­თი ფორ­მით სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა. არა­ნა­ი­რი სპეც­რაზ­მის სა­ჭი­რო­ე­ბა და ასე­თი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ჭი­რო არ ყო­ფი­ლა",- აღ­ნიშ­ნა ალ­და­მოვ­მა.

თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ცხე­და­რი გუ­შინ, გვი­ან სა­ღა­მოს პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ დუ­ის­ში ჩა­ას­ვე­ნეს. გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­დარს თბი­ლის­ში, სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გუ­შინ ექ­სპერ­ტი­ზა 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უტარ­დე­ბო­და.

19 წლის თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი 2017 წლის 26 დე­კემ­ბერს, სუს-ის მიერ პან­კის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას თა­ვის არე­ში და­იჭ­რა. იგი თბი­ლის­ში წმინ­და მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის მრა­ვალპრო­ფი­ლი­ან კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და. მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი გუ­შინ დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"დამნაშავე რომ ყოფილიყო, ამდენი ხალხი გვერდში არ დაუდგებოდა..." - რა ხდება დუისში, სადაც დღეს თემირლან მაჩალიკაშვილს დაკრძალავენ

 "დამნაშავე რომ ყოფილიყო, ამდენი ხალხი გვერდში არ დაუდგებოდა..." - რა ხდება დუისში, სადაც დღეს თემირლან მაჩალიკაშვილს დაკრძალავენ

სოფელ დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს დილიდან უსამძიმრებენ დუისის მცხოვრებლები. ისინი მაჩალიკაშვილის სახლის ეზოში არიან შეკრებილები.

"ტყუილუბრალოდ გაანადგურეს ოჯახი. ეგ რომ დამნაშავე ყოფილიყო, ყოველდღე აქ ხართ და ხედავთ, ამდენი ხალხი გვერდში არ დაუდგებოდა" - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფელ დუისის მცხოვრებმა ანზორ ქავთარაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, "ხელისუფლების მიმართ მოთხოვნები რაც არ უნდა ჰქონდეთ, ხელისუფლება იმას გააკეთებს, რაც თავად მოესურვება".

დუისის მცხოვრებმა მურად ალდამოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობა გამოძიებასთან მიმართებაში ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.

წაიკითხეთ: მალხაზ მაჩალიკაშვილის პირველი კომენტარი შვილის გარდაცვალების შემდეგ

"გამოძიება არა მგონია სამართლიანად ჩატარდეს. ჩვენ უკვე გვქონდა ამის პრაქტიკა ლაფანყურთან მიმართებაში, სადაც იძიეს, იძიეს, თუმცა ბოლომდე არ მიუყვანიათ გამოძიება და საქმეს გრიფი "საიდუმლო დაადეს". ახლაც ნაკლებად ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. მოსახლეობა და მთელი ხეობა აღელვებულია და ყველა იმას ითხოვს, რომ გამოძიება ჩატარდეს სრულყოფილად", - განაცხადა ალდამოვმა.

მისივე თქმით, მთავარი კითხვა არის თუ რატომ მოხდა სპეცოპერაციის ასეთი ფორმით ჩატარება. "მთავარი კითხვა გვაქვს თუ რატომ მოხდა ასეთი ფორმით სპეცოპერაციის ჩატარება. არანაირი სპეცრაზმის საჭიროება და ასეთი ძალის გამოყენება საჭირო არ ყოფილა",- აღნიშნა ალდამოვმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი გუშინ, გვიან საღამოს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩაასვენეს. გარდაცვლილის ცხედარს თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გუშინ ექსპერტიზა 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი თბილისში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მაჩალიკაშვილი გუშინ დილით გარდაიცვალა.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა