პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს ორი თანამშრომელი დააკავეს
რუსთავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს ორი თანამშრომელი დააკავეს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ძა­ლა­დო­ბით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე შსს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბის უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ი.დ. და ბ.ბ. და­ა­კა­ვეს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლის 12 ნო­ემ­ბერს სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში რ.ღ. მე­გობ­რებ­თან ერ­თად რუს­თავ­ში მა­ი­ა­კოვ­სკის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც მათ­თან მი­ვიდ­ნენ შსს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბის უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ი.დ. და ბ.ბ. და ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვეს, სა­უბ­რი­სას რ.ღ.-ს მიერ მო­თხოვ­ნილ გან­მარ­ტე­ბას, თუ რა მი­ზე­ზით უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ტე­რი­ტო­რია, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან მოჰ­ყვა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, რა დრო­საც მათ ამ უკა­ნას­კნელს მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და მოს­თხო­ვეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ყო­ლა. შე­ში­ნე­ბუ­ლი რ.ღ. გა­იქ­ცა, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და­ე­დევ­ნენ, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა ბ.ბ.-მ მო­ახ­დი­ნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სამ­ჯერ გას­რო­ლა, შემ­დეგ კი მათ წაქ­ცე­ულ რ.ღ.-ს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ხუ­თი­დან რვა წლამ­დე, ასე­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას სამ წლამ­დე ვა­დით ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რა კო­მენ­ტარს აკე­თე­ბენ შსს-ში უწყე­ბის ორი თა­ნამ­შრომ­ლის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტზე

რუსთავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს ორი თანამშრომელი დააკავეს

რუსთავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს ორი თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. დააკავეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს საღამოს საათებში რ.ღ. მეგობრებთან ერთად რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდნენ შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, საუბრისას რ.ღ.-ს მიერ მოთხოვნილ განმარტებას, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა ტერიტორია, პოლიციელების მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება, რა დროსაც მათ ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. შეშინებული რ.ღ. გაიქცა, რომელსაც პოლიციელები დაედევნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ბ.ბ.-მ მოახდინა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გასროლა, შემდეგ კი მათ წაქცეულ რ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ: რა კომენტარს აკეთებენ შსს-ში უწყების ორი თანამშრომლის დაკავების ფაქტზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ