საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ნიკოლეიშვილი - მაჩალიკაშვილის სხეულში აღმოჩენილია უცხო სხეული, რომელიც დამატებით გამოკვლევაზე გაიგზავნება
 მაია ნიკოლეიშვილი - მაჩალიკაშვილის სხეულში აღმოჩენილია უცხო სხეული, რომელიც დამატებით გამოკვლევაზე გაიგზავნება

ექ­სპერ­ტი­ზის ვა­დე­ბი იქ­ნე­ბა ხან­გრძლი­ვი, რად­გან ბევ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, - ამის შე­სა­ხებ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის მიერ აყ­ვა­ნილ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტმა მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს შე­ნო­ბას­თან თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დას­კვნა იქ­ნე­ბა ერ­თობ­ლი­ვი და ის ცალ­კე და­მო­უ­კი­დებ­ლად ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას არ და­წერს.

მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა ისა­უბ­რა თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის სხე­ულ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი უცხო სხე­უ­ლის შე­სა­ხე­ბაც და აღ­ნიშ­ნა, რომ ის გა­მოკ­ვლე­ვე­ბის­თვის უკვე გა­და­იგ­ზავ­ნა.

"გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ტარ­და რაც შე­იძ­ლე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად. საკ­მა­ოდ დიდი დრო დას­ჭირ­და ერთ-ერთ რენტგე­ნო­კონ­ტრას­ტუ­ლი უცხო სხე­უ­ლის ძებ­ნას, მაგ­რამ ამო­ვი­ღეთ და და­მა­ტე­ბი­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვის­თვის გა­იგ­ზავ­ნე­ბა. ეს არის უცხო სხე­უ­ლი, ასე წე­რია კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ებ­ზეც. არის მო­ყა­ვის­ფრო და ძა­ლი­ან მცი­რე ზო­მის, მაგ­რამ ეს არის მე­ტა­ლი თუ სხვა რამ, უფრო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში უნდა გა­მო­იკ­ვლი­ონ", - გა­ნა­ცხა­და მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, წი­ნას­წა­რი დას­კვნე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია. ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან სრუ­ლად მო­ახ­დი­ნა ექ­სპერ­ტი­ზის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ფო­ტო­გა­და­ღე­ბა. ასე­ვე, სრუ­ლად მოხ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ექ­სპერ­ტო მა­სა­ლე­ბის და­ლუქ­ვა.

მაია ნიკოლეიშვილი - მაჩალიკაშვილის სხეულში აღმოჩენილია უცხო სხეული, რომელიც დამატებით გამოკვლევაზე გაიგზავნება

 მაია ნიკოლეიშვილი - მაჩალიკაშვილის სხეულში აღმოჩენილია უცხო სხეული, რომელიც დამატებით გამოკვლევაზე გაიგზავნება

ექსპერტიზის ვადები იქნება ხანგრძლივი, რადგან ბევრი ლაბორატორიული კვლევაა ჩასატარებელი, - ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახის მიერ აყვანილმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შენობასთან თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მაია ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, დასკვნა იქნება ერთობლივი და ის ცალკე დამოუკიდებლად ექსპერტიზის დასკვნას არ დაწერს.

მაია ნიკოლეიშვილმა ისაუბრა თემირლან მაჩალიკაშვილის სხეულში აღმოჩენილი უცხო სხეულის შესახებაც და აღნიშნა, რომ ის გამოკვლევებისთვის უკვე გადაიგზავნა.

"გამოკვლევა ჩატარდა რაც შეიძლება საფუძვლიანად. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ერთ-ერთ რენტგენოკონტრასტული უცხო სხეულის ძებნას, მაგრამ ამოვიღეთ და დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევისთვის გაიგზავნება. ეს არის უცხო სხეული, ასე წერია კომპიუტერულ ტომოგრაფიებზეც. არის მოყავისფრო და ძალიან მცირე ზომის, მაგრამ ეს არის მეტალი თუ სხვა რამ, უფრო ლაბორატორიაში უნდა გამოიკვლიონ", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, წინასწარი დასკვნების შესახებ საუბარი ნაადრევია. ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, მან სრულად მოახდინა ექსპერტიზის მიმდინარეობის ფოტოგადაღება. ასევე, სრულად მოხდა ჩატარებული საექსპერტო მასალების დალუქვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ