სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისელების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხში ცვლილებები შევიდა
თბილისელების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხში ცვლილებები შევიდა

თბი­ლი­სის მე­რი­ის ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, გელა ჩი­ვი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სე­ლე­ბის 1000 ლა­რამ­დე სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას გამ­გე­ო­ბე­ბი, ხოლო 1000 ლარს ზე­მოთ, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია და­ა­ფი­ნან­სებს.

ამის შე­სა­ხებ ჩი­ვი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

ჩი­ვი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მი­დან ოპე­რა­ცი­ებ­სა და მე­დი­კა­მენ­ტებს და­ფი­ნან­სე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი, წელს, 25 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, გამ­გე­ო­ბე­ბი აფი­ნან­სე­ბენ ე.წ. სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მი­დან ოპე­რა­ცი­ებ­სა და მე­დი­კა­მენ­ტებს. წესი დღეს დამ­ტკიც­და, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს ასე­თი სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. კერ­ძოდ, გა­მო­ი­ყო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი. ამ ჯგუ­ფებ­ში შე­დი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი, შშმ პი­რე­ბი, ვე­ტე­რა­ნე­ბი, მარ­ჩე­ნალ­და­კარ­გუ­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე კა­ტე­გო­რი­ე­ბი. მათი და­ფი­ნან­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად. გამ­გე­ო­ბებს ექ­ნე­ბათ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. გარ­და ამ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი­სა, და­ფი­ნან­სე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა ყვე­ლა იმ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც არ შე­დი­ო­და პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში, მაგ­რამ მათ სჭირ­დე­ბო­დათ. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეს­წავ­ლა მოხ­დე­ბა უშუ­ა­ლოდ გამ­გე­ო­ბე­ბის მიერ და ამ შეს­წავ­ლის შე­დე­გე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა.

და­ფი­ნან­სე­ბა­ში გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ სხვა­დას­ხვა პრო­ცენ­ტე­ბით მოხ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა სა­ყო­ველ­თა­ოს ტა­რი­ფე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აქამ­დე ერთი და იგი­ვე პი­როვ­ნე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა ხდე­ბო­და რო­გორც მე­რი­ის, ასე­ვე გამ­გე­ო­ბის ბი­უ­ჯე­ტი­დან, ახლა უკვე ეს გა­ი­ყო, გამ­გე­ო­ბა და­ა­ფი­ნან­სებს 1000 ლა­რამ­დე სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს, ხოლო 1000 ლა­რის ზე­მოთ და­ფი­ნან­სე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს თბი­ლი­სის მე­რი­ის ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი. ეს ბი­უ­ჯე­ტი არ შეც­ვლი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა კო­რუფ­ცი­ის რის­კებს, აქ იგუ­ლის­ხმე­ბო­და, რომ აქამ­დე და­ფი­ნან­სე­ბა ხდე­ბო­და, რო­გორც სა­ყო­ველ­თა­ოს ტა­რი­ფით, ასე­ვე კო­მერ­ცი­უ­ლი ტა­რი­ფი­თაც, რო­დე­საც სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კე­ბი ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ან­გა­რიშფაქ­ტუ­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნას. ვი­ნა­ი­დან არის გან­სხვა­ვე­ბა სა­ყო­ველ­თა­ოს ტა­რი­ფის და კლი­ნი­კე­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ ან­გა­რიშფაქ­ტუ­რე­ბის ტა­რი­ფებს შო­რის, უკვე სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის ტა­რი­ფის მი­ხედ­ვით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გელა ჩი­ვი­აშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ მთლი­ა­ნად ე.წ. სხვა სო­ცი­ა­ლუ­რის ბი­უ­ჯე­ტი 25 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თბილისელების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხში ცვლილებები შევიდა

თბილისელების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხში ცვლილებები შევიდა

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისელების 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარს ზემოთ, დედაქალაქის მერია დააფინანსებს.

ამის შესახებ ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ჩივიაშვილის ინფორმაციით, ე.წ. სხვა სოციალური პროგრამიდან ოპერაციებსა და მედიკამენტებს დაფინანსებისთვის ბიუჯეტი, წელს, 25 მილიონი ლარით განისაზღვრა.

"როგორც ცნობილია, გამგეობები აფინანსებენ ე.წ. სხვა სოციალური პროგრამიდან ოპერაციებსა და მედიკამენტებს. წესი დღეს დამტკიცდა, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი სამედიცინო მანიპულაციების დაფინანსება. კერძოდ, გამოიყო პრიორიტეტული ჯგუფები. ამ ჯგუფებში შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, შშმ პირები, ვეტერანები, მარჩენალდაკარგულები და სხვადასხვა საჭიროების მქონე კატეგორიები. მათი დაფინანსება განხორციელდება პრიორიტეტულად. გამგეობებს ექნებათ კონკრეტული პროცედურა ამ მიმართულებით. გარდა ამ პრიორიტეტებისა, დაფინანსება გაგრძელდება ყველა იმ საჭიროებაზე, რომელიც არ შედიოდა პრიორიტეტულ მიმართულებებში, მაგრამ მათ სჭირდებოდათ. ასეთი შემთხვევების ინდივიდუალური შესწავლა მოხდება უშუალოდ გამგეობების მიერ და ამ შესწავლის შედეგებით განხორციელდება დაფინანსება.

დაფინანსებაში განსაზღვრულია, რომ სხვადასხვა პროცენტებით მოხდება სხვადასხვა მანიპულაციების დაფინანსება საყოველთაოს ტარიფების გათვალისწინებით. აქამდე ერთი და იგივე პიროვნების დაფინანსება ხდებოდა როგორც მერიის, ასევე გამგეობის ბიუჯეტიდან, ახლა უკვე ეს გაიყო, გამგეობა დააფინანსებს 1000 ლარამდე სამედიცინო მანიპულაციებს, ხოლო 1000 ლარის ზემოთ დაფინანსებას განახორციელებს თბილისის მერიის ჩვენი სამსახური. ეს ბიუჯეტი არ შეცვლილა. რაც შეეხება კორუფციის რისკებს, აქ იგულისხმებოდა, რომ აქამდე დაფინანსება ხდებოდა, როგორც საყოველთაოს ტარიფით, ასევე კომერციული ტარიფითაც, როდესაც სამედიცინო კლინიკები ახორციელებდნენ ანგარიშფაქტურების წარმოდგენას. ვინაიდან არის განსხვავება საყოველთაოს ტარიფის და კლინიკების მიერ წარმოდგენილ ანგარიშფაქტურების ტარიფებს შორის, უკვე საყოველთაო დაზღვევის ტარიფის მიხედვით განხორციელდება მომსახურების დაფინანსება", - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა და დასძინა, რომ მთლიანად ე.წ. სხვა სოციალურის ბიუჯეტი 25 მილიონი ლარია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი