საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია გარდაიცვალა. ჭანტურია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას მისი დაარსების დღიდან 2004 წლის სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა. იგი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს და მათ განხორციელებას კურირებდა.
გიორგი ჭანტურიამ 1982 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1989 წლამდე მუშაობდა სახელისუფლებო სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში; 1994-1996 წლებში იყო საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 1996 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (სნსკ) პრეზიდენტი.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.