მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლა საკმაოდ ძვირად ღირებული ფუფუნებაა. ასეთ უნივერსიტეტებში სწავლის ყოვეწლიური გადასახადი ათობით ათას დოლარს აღწევს. გთავაზობთ 2017-2018 სასწავლო წლის ყველაზე ძვირად ღირებული უნივერსიტეტების ათეულს.
10. ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სინგაპური
საბაკალავრო პროგრამა (წლიური) - 17,450 - 72,100 დოლარი
ასპირანტურა (წლიური) - 16,700 დოლარი
ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 1991 წელს დაარსდა. მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის სიაში ის მე-19 ადგილს იკავებს. უნივერსიტეტში ისწავლება: ელექტრონული ინჟინერია, ქიმია, ქიმიური ინჟინერია, ასევე ფინანსები და ბიზნესი. სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლის ღირებულებაც განსხვავებულია.
9. ოქსფორდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
საბაკალავრო პროგრამა (წლიური): 23,105 - 30,540 გირვანქა სტერლინგი
ასპირანტურა (წლიური): 9,391 - 22,356 გირვანქა სტერლინგი
ოქსფორდი ინგლისურენოვან ქვეყნებში უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც 1096 წლით თარიღდება. ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა ბრიტანეთის 27-მა პრემიერ-მინისტრმა, აშშ-ს ერთმა პრეზიდენტმა, მინიმუმ 30-მა მსოფლიო ლიდერმა, ასევე 52-მა ნობელის პრემიის ლაურეატმა და 167-მა ოლიმპიურმა ოქროსმედალოსანმა.
8.ლონდონის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
საბაკალავრო პროგრამა (წლიური): 17,710 - 23,710 გირვაქნა სტერლინგი
ასპირანტურა (წლიური): 20,540 - 24,610 გირვაქნა სტერლინგი
ლონდონის უნივერსიტეტი 1826 წელს დაარსდა, იგი იყო პირველი უნივერსიტეტი, რომელიც ლონდონში შეიქმნა. ლონდონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის იყვნენ მაჰათმა განდი, ტელეფონის გამომგონებელი ალექსანდრე
ბელი, დნმ-ის სტრუქტურის თანაორგანიზატორი ფრენსის კრიკი და მომღერალი კრის მარტინი.
7. იმპერიული კოლეჯი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
საბაკალავრო პროგრამა (წლიური): 27,750 გირვანქა სტერლინგი
ასპირანტურა (წლიური): 28,200 - 29,000 გირვანქა სტერლინგი
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი პრინც ალბერტმა 1907 წელს დააარსა. უნივერსიტეტში წარმოდგენილია შემდეგი ფაკულტეტები: ბიზნესის, საინჟინრო, მედიცინისა და მეცნიერების მიმართულებით, ასევე განვითარებადი ტექნოლოგიები. უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი მესამეა მსოფლიოში, სადაც ყოველწლიურად 2000 განაცხადი შედის და აქედან მხოლოდ 20 პროცენტს იღებენ. თანამშრომლებსა და კურსდამთავრებულებს შორისაა - 15 ნობელის პრემიის ლაურეატი, საინჟინრო სამეცნიერო აკადემიის 82 წევრი და სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის 78 წევრი.
6. კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
საბაკალავრო პროგრამა (წლიური): 19,197 - 29,217 გირვანქა სტერლინგი
ასპირანტურა (წლიური):: 21,600 - 29,769 გირვანქა სტერლინგი
კემბრიჯის უნივერსიტეტი მსოფლიოში მეორე უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც 1209 წელს დაფუძნდა. კემბრიჯი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტია, სადაც ყოველწლიურად 16,795 განაცხადი შედის, მაგრამ მათგან მხოლოდ 33.8 პროცენტს იღებენ. ეს უნივერსიტეტი დაამთავრეს: ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინსმა, ჩარლზ დარვინმა, ასევე კურსდამთავრებულებს შორის არიან 15 ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი და 9 მონარქი, მათ შორის პრინცი ჩარლზი, უელსის პრინცესა და დანიის დედოფალი.