მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუშვიცელი ტატუს ოსტატის სიყვარულის დაუჯერებელი ამბავი
აუშვიცელი ტატუს ოსტატის სიყვარულის დაუჯერებელი ამბავი

ლელი სო­კო­ლო­ვი, რომ­ლის რე­ა­ლუ­რი სა­ხე­ლი ლუდ­ვიგ აი­ზენ­ბერ­გი იყო, ებ­რა­ე­ლე­ბის ოჯახ­ში, სლო­ვა­კეთ­ში 1916 წელს და­ი­ბა­და. 1942 წელს კი აუშ­ვი­ცის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში მოხ­ვდა.

მან ნა­ცის­ტებს ოჯა­ხის წევ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ სა­კუ­თა­რი თავი შეს­თა­ვა­ზა.

ლელი, რო­მე­ლიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო რო­გორც პა­ტი­მა­რი ნო­მე­რი 32407, იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, მძი­მე ფი­ზი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, ვიდ­რე ტი­ფით არ და­ა­ვად­და.

ვიდ­რე ლე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე იყო, მას ფრან­გი მეც­ნი­ე­რი, პე­პა­ნი უვ­ლი­და. პე­პა­ნი პა­ტიმ­რე­ბის ხელ­ზე ნომ­რებს ას­ვი­რინ­გებ­და, მან საქ­მე ლე­ლი­საც ას­წავ­ლა და მალე სო­კო­ლო­ვი ფრან­გი მეც­ნი­ე­რის თა­ნა­შემ­წე გახ­და.

ერთ დღე­საც პე­პა­ნი გა­უ­ჩი­ნარ­და, ლელი კი აუშ­ვი­ცის მთა­ვა­რი ტა­ტუს ოს­ტა­ტი გახ­და.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სო­კო­ლო­ვი ჯერ კი­დევ პა­ტი­მა­რი იყო, სა­კუ­თა­რი სტა­ტუ­სის გამო პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი­თაც სარ­გებ­ლობ­და - ჰქონ­და სა­კუ­თა­რი ოთა­ხი, საჭ­მლის მეტი პორ­ცი­ე­ბი... თუმ­ცა, ლე­ლიმ იცო­და, რომ ნე­ბის­მი­ერ დღეს შე­იძ­ლე­ბო­და, მო­ეკ­ლათ.

1942 წლის ივ­ლის­ში ლე­ლის­თან ნომ­რის ამო­სას­ვი­რინ­გებ­ლად მი­იყ­ვა­ნეს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც პა­ტი­მა­რი 34902.

ათწლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ სო­კო­ლო­ვი იტყვის, რომ გო­გო­ნას ნო­მე­რი მან "სა­კუ­თარ გულ­ში ამო­ას­ვი­რინ­გა".

ბირ­კე­ნა­უს ბა­ნა­კის პა­ტი­მა­რი ქა­ლის სა­ხე­ლი გიტა ფურ­მა­ნო­ვა იყო. ლელი ახერ­ხებ­და გი­ტას­თვის წე­რი­ლე­ბი გა­ეგ­ზავ­ნა და მე­გობ­რებ­თან ერ­თად საჭ­მლის და­მა­ტე­ბი­თი პორ­ცი­ე­ბით გა­მას­პინ­ძლე­ბო­და.

სო­კო­ლო­ვი სა­კუ­თარ უპი­რა­ტე­სო­ბას ხში­რად იყე­ნებ­და სხვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

1945 წელს, რო­დე­საც ნა­ცის­ტებ­მა აუშ­ვი­ცი­დან პა­ტიმ­რე­ბის გაყ­ვა­ნა და­ი­წყეს, გიტა უკ­ვა­ლოდ გა­უ­ჩი­ნარ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ლე­ლის ყო­ველ­თვის სჯე­რო­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად იპო­ვი­და საყ­ვა­რელ ქალს.

სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სო­კო­ლო­ვი ოჯახ­ში დაბ­რუნ­და, მალე კი ბრა­ტის­ლა­ვა­ში ჩა­ვი­და, სა­დაც ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად.

ლელი ქუ­ჩებ­ში ძა­ლი­ან დიდ ხანს და­დი­ო­და, ერთხე­ლაც - შუა ქუ­ჩა­ში, მის წინ ნაც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდა ქალი გა­ჩერ­და. სო­კო­ლოვ­მა და ფურ­მა­ნო­ვამ ერ­თმა­ნე­თი იპო­ვეს და 1945 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ქორ­წინ­დნენ.

წყვი­ლი სა­ცხოვ­რებ­ლად ავ­სტრა­ლი­ა­ში, მელ­ბურნ­ში გა­და­ვი­და. 1961 წელს მათ შვი­ლი, გერი შე­ე­ძი­ნათ.

რო­გორ და­ი­წყო ლე­ლი­სა და გი­ტას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, რამ­დე­ნი­მე მე­გობ­რის გარ­და, გი­ტას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე არა­ვინ იცო­და. ქალი 2003 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. სამი წლის შემ­დეგ და­ი­ღუ­პა ლე­ლიც, მა­ნამ­დე კი სა­კუ­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ბევრ ადა­მი­ანს უამ­ბო.

წყა­რო .independent.co.uk

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

აუშვიცელი ტატუს ოსტატის სიყვარულის დაუჯერებელი ამბავი

აუშვიცელი ტატუს ოსტატის სიყვარულის დაუჯერებელი ამბავი

ლელი სოკოლოვი, რომლის რეალური სახელი ლუდვიგ აიზენბერგი იყო, ებრაელების ოჯახში, სლოვაკეთში 1916 წელს დაიბადა. 1942 წელს კი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა.

მან ნაცისტებს ოჯახის წევრების ხელშეუხებლობის სანაცვლოდ საკუთარი თავი შესთავაზა.  

ლელი, რომელიც იდენტიფიცირებული იყო როგორც პატიმარი ნომერი 32407, იძულებული იყო, მძიმე ფიზიკური სამუშაოები შეესრულებინა, ვიდრე ტიფით არ დაავადდა.

ვიდრე ლელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მას ფრანგი მეცნიერი, პეპანი უვლიდა. პეპანი პატიმრების ხელზე ნომრებს ასვირინგებდა, მან საქმე ლელისაც ასწავლა და მალე სოკოლოვი ფრანგი მეცნიერის თანაშემწე გახდა.

ერთ დღესაც პეპანი გაუჩინარდა, ლელი კი აუშვიცის მთავარი ტატუს ოსტატი გახდა.

იმის მიუხედავად, რომ სოკოლოვი ჯერ კიდევ პატიმარი იყო, საკუთარი სტატუსის გამო პრივილეგიებითაც სარგებლობდა - ჰქონდა საკუთარი ოთახი, საჭმლის მეტი პორციები... თუმცა, ლელიმ იცოდა, რომ ნებისმიერ დღეს შეიძლებოდა, მოეკლათ.

1942 წლის ივლისში ლელისთან ნომრის ამოსასვირინგებლად მიიყვანეს ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ცნობილი იყო, როგორც პატიმარი 34902.

ათწლეულების შემდეგ სოკოლოვი იტყვის, რომ გოგონას ნომერი მან "საკუთარ გულში ამოასვირინგა".

ბირკენაუს ბანაკის პატიმარი ქალის სახელი გიტა ფურმანოვა იყო. ლელი ახერხებდა გიტასთვის წერილები გაეგზავნა და მეგობრებთან ერთად საჭმლის დამატებითი პორციებით გამასპინძლებოდა.

სოკოლოვი საკუთარ უპირატესობას ხშირად იყენებდა სხვების დასახმარებლად.

1945 წელს, როდესაც ნაცისტებმა აუშვიციდან პატიმრების გაყვანა დაიწყეს, გიტა უკვალოდ გაუჩინარდა. ამის მიუხედავად, ლელის ყოველთვის სჯეროდა, რომ აუცილებლად იპოვიდა საყვარელ ქალს.

საკონცენტრაციო ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ სოკოლოვი ოჯახში დაბრუნდა, მალე კი ბრატისლავაში ჩავიდა, სადაც ყოფილი პატიმრები იკრიბებოდნენ ჩეხოსლოვაკიაში გასამგზავრებლად.

ლელი ქუჩებში ძალიან დიდ ხანს დადიოდა, ერთხელაც - შუა ქუჩაში, მის წინ ნაცნობი ახალგაზრდა ქალი გაჩერდა. სოკოლოვმა და ფურმანოვამ ერთმანეთი იპოვეს და 1945 წლის ოქტომბერში დაქორწინდნენ.

წყვილი საცხოვრებლად ავსტრალიაში, მელბურნში გადავიდა. 1961 წელს მათ შვილი, გერი შეეძინათ.

როგორ დაიწყო ლელისა და გიტას სიყვარულის ისტორია, რამდენიმე მეგობრის გარდა, გიტას გარდაცვალებამდე არავინ იცოდა. ქალი 2003 წელს გარდაიცვალა. სამი წლის შემდეგ დაიღუპა ლელიც, მანამდე კი საკუთარი სიყვარულის ისტორია ბევრ ადამიანს უამბო.

წყარო .independent.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს