პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ნიკოლეიშვილი - არსებობს ფოტოები, რამაც შესაძლოა მთლიანად თავდაყირა დააყენოს სუს-ის ვერსია
მაია ნიკოლეიშვილი - არსებობს ფოტოები, რამაც შესაძლოა მთლიანად თავდაყირა დააყენოს სუს-ის ვერსია

არ­სე­ბობს ფო­ტო­ე­ბი, რა­მაც შე­საძ­ლოა მთლი­ა­ნად თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნოს სუს-ის ვერ­სია, - ამის შე­სა­ხებ და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტმა, მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ოთახ­ში ნახა სხვა­დას­ხვა პი­რის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა, რო­მელ­ზეც გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებ­ში გან­სხვა­ვე­ბაა და რომ­ლის გა­მოც ად­გი­ლის ხე­ლა­ხა­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დად­გა. ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს, თუმ­ცა, იმე­დოვ­ნებს, რომ შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი მას­თან ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ და გარ­კვე­ულ მა­სა­ლებს გა­დას­ცე­მენ, რათა მოხ­დეს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ღა­მის დე­ტა­ლუ­რი აღ­დგე­ნა.

"აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­მოწ­მდეს ფო­ტო­ე­ბი. ფოტო, რო­მე­ლიც ჩემს ხელთ არის, რო­მე­ლიც აქვს გა­მო­ძი­ე­ბას და გა­და­ი­ღეს სხვა პი­რებ­მაც, არის გარ­კვე­უ­ლი სხვა­ო­ბა. არ­სე­ბობს რა­ღაც დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ჩანს და იკი­თხე­ბა. ად­ვო­კატ­თან შევ­თან­ხმდე­ბი და თვი­დან მოგ­ვი­წევს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. თუ გა­მო­ძი­ე­ბის მხრი­დან იქ­ნე­ბა კე­თი­ლი ნება, თუ მი­ვი­ღებთ გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ჩვე­ნი სუ­რა­თი იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ ზუს­ტი. შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ დე­ტალ­მა მთლი­ა­ნად თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნოს სუს-ის ვერ­სია და აი ამ გან­სხვა­ვე­ბულ ფო­ტო­ებ­ში მე­ში­ნია, რომ არ იყოს ხე­ლოვ­ნუ­რი გან­სხვა­ვე­ბა. აქ უკვე სულ სხვა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა ამის წა­კი­თხვა.

გა­მო­ძი­ე­ბას რა აქვს ხელთ, მე არ მი­ნა­ხავს. მე ვნა­ხე რამ­დე­ნი­მე ფოტო, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბი­ან და ვერ ვხსნი ამას. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ამან გაგ­ვი­ჩი­ნა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, თა­ვი­დან ვნა­ხოთ ად­გი­ლი. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი წა­მოვ­ლენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მაია ნიკოლეიშვილი - არსებობს ფოტოები, რამაც შესაძლოა მთლიანად თავდაყირა დააყენოს სუს-ის ვერსია

მაია ნიკოლეიშვილი - არსებობს ფოტოები, რამაც შესაძლოა მთლიანად თავდაყირა დააყენოს სუს-ის ვერსია

არსებობს ფოტოები, რამაც შესაძლოა მთლიანად თავდაყირა დააყენოს სუს-ის ვერსია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ნახა სხვადასხვა პირის მიერ გადაღებული ფოტომასალა, რომელზეც გარკვეულ დეტალებში განსხვავებაა და რომლის გამოც ადგილის ხელახალი დათვალიერების აუცილებლობა დადგა. ნიკოლეიშვილი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, იმედოვნებს, რომ შესაბამისი ორგანოები მასთან ითანამშრომლებენ და გარკვეულ მასალებს გადასცემენ, რათა მოხდეს სპეცოპერაციის ღამის დეტალური აღდგენა.

"აუცილებლად უნდა გადამოწმდეს ფოტოები. ფოტო, რომელიც ჩემს ხელთ არის, რომელიც აქვს გამოძიებას და გადაიღეს სხვა პირებმაც, არის გარკვეული სხვაობა. არსებობს რაღაც დეტალი, რომელიც განსხვავებულად ჩანს და იკითხება. ადვოკატთან შევთანხმდები და თვიდან მოგვიწევს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. თუ გამოძიების მხრიდან იქნება კეთილი ნება, თუ მივიღებთ გარკვეულ ინფორმაციას, ჩვენი სურათი იქნება საკმაოდ ზუსტი. შესაძლებელია ამ დეტალმა მთლიანად თავდაყირა დააყენოს სუს-ის ვერსია და აი ამ განსხვავებულ ფოტოებში მეშინია, რომ არ იყოს ხელოვნური განსხვავება. აქ უკვე სულ სხვანაირად შეიძლება ამის წაკითხვა.

გამოძიებას რა აქვს ხელთ, მე არ მინახავს. მე ვნახე რამდენიმე ფოტო, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ვერ ვხსნი ამას. ძალიან მნიშვნელოვანია და ამან გაგვიჩინა ვალდებულება, თავიდან ვნახოთ ადგილი. ძალიან კარგი იქნება, თუ შესაბამისი ორგანოები წამოვლენ თანამშრომლობაზე", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

"საქართველოს ბანკის" დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს

სუს-მა ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორი და კიდევ 3 პირი დააკავა - რას ედავებიან დაკავებულებს?

"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბრალდებას აინტერესებდა, რამდენად კარგად ვიცი, სად მდებარეობს დავით გარეჯი" - რა კითხვები დაუსვეს ნინო კალანდაძეს?