პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქია რეგიონებში - დატბორილი ქუჩები ხაშურში, მოგლეჯილი ხეები და გადახდილი სახურავები კახეთში
სტიქია რეგიონებში - დატბორილი ქუჩები ხაშურში, მოგლეჯილი ხეები და გადახდილი სახურავები კახეთში

ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ეზო­ე­ბი და სარ­და­ფე­ბი და­იტ­ბო­რა. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, სტი­ქი­ას ებ­რძოდ­ნენ ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ინ­ტენ­სი­უ­რი წვი­მის შე­დე­გად, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ი­მა­ტა მდი­ნა­რე სუ­რა­მუ­ლას წყლის დო­ნემ, თუმ­ცა, კა­ლა­პო­ტი­დან არ გად­მო­სუ­ლა, ზა­რა­ლი მთი­დან წა­მო­სულ­მა ნი­აღ­ვრებ­მა გა­მო­იწ­ვია. ნი­აღ­ვარ­მა და ჩა­მო­ტა­ნილ­მა ქვა-ღორღმა რამ­დე­ნი­მე ქუჩა და სუ­რამ­თან ახ­ლოს, იტ­რი­ა­ში მცხოვ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ე­ბი და სარ­და­ფე­ბი დატ­ბო­რა.

მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი მუ­შა­ობ­დნენ და დატ­ბო­რი­ლი ეზო­ე­ბი­დან და სარ­და­ფე­ბი­დან წყალს ტუმ­ბავ­დნენ. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ხა­შუ­რის მერი და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

უხვი ნა­ლე­ქის გარ­და, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ძლი­ერ­მა ქარ­მაც და­ა­ზა­რა­ლა. და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ზა­რა­ლის შე­სა­ხებ ცოტა ხან­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ძლი­ე­რი ქარი შიდა ქარ­თლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ წუ­თებ­შიც ფიქ­სირ­დე­ბა.

ძლი­ერ­მა ქარ­მა კა­ხე­თის რამ­დე­ნი­მე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტიც და­ა­ზა­რა­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ვი­თა­რე­ბაა თე­ლავ­ში. ქა­რის შე­დე­გად ათამ­დე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს სა­ხუ­რა­ვი აქვს გა­დახ­დი­ლი. ასე­ვე მოგ­ლე­ჯი­ლია ხე­ე­ბი. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბას ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თე­ლა­ვის მერ­მა შოთა ნა­რეკ­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი მუ­შა­ობ­დნენ.

მი­სი­ვე თქმით, ზა­რა­ლი საკ­მა­ოდ დი­დია და ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს დათ­ვლა. ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად ასე­ვე წაქ­ცე­უ­ლია ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე.

ძლი­ერ­მა ქა­რიშ­ხალ­მა გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტიც და­ა­ზა­რა­ლა. ახ­ტა­ლის მიმ­დე­ბა­რედ წაქ­ცე­უ­ლია მრა­ვალ­წლო­ვა­ნი ნაძ­ვი. სა­ხუ­რა­ვი აქვს ახ­დი­ლი რამ­დე­ნი­მე ობი­ექტს და სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს. ქარ­მა და­ა­ზი­ა­ნა ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი, რის შე­დე­გა­დაც კა­ხე­თის რამ­დე­ნი­მე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ელექტრო­ე­ნერ­გია ამ დრომ­დე არ მი­ე­წო­დე­ბა. გურ­ჯა­ა­ნის მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლებ­ზე დი­ლი­დან მუ­შა­ო­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

სტიქია რეგიონებში - დატბორილი ქუჩები ხაშურში, მოგლეჯილი ხეები და გადახდილი სახურავები კახეთში

სტიქია რეგიონებში - დატბორილი ქუჩები ხაშურში, მოგლეჯილი ხეები და გადახდილი სახურავები კახეთში

ხაშურის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები დაიტბორა. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, სტიქიას ებრძოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტში. ინტენსიური წვიმის შედეგად, მნიშვნელოვნად მოიმატა მდინარე სურამულას წყლის დონემ, თუმცა, კალაპოტიდან არ გადმოსულა, ზარალი მთიდან წამოსულმა ნიაღვრებმა გამოიწვია. ნიაღვარმა და ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა რამდენიმე ქუჩა და სურამთან ახლოს, იტრიაში მცხოვრები რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოები და სარდაფები დატბორა.

მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ და დატბორილი ეზოებიდან და სარდაფებიდან წყალს ტუმბავდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ხაშურის მერი და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

უხვი ნალექის გარდა, ხაშურის მუნიციპალიტეტი ძლიერმა ქარმაც დააზარალა. დაზუსტებული ინფორმაცია ზარალის შესახებ ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

ძლიერი ქარი შიდა ქართლის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც ფიქსირდება.

ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტიც დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა თელავში. ქარის შედეგად ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. ასევე მოგლეჯილია ხეები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განუცხადა, მთელი ღამის განმავლობაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

მისივე თქმით, ზარალი საკმაოდ დიდია და ამ წუთებში მიმდინარეობს დათვლა. ძლიერი ქარის შედეგად ასევე წაქცეულია ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე.

ძლიერმა ქარიშხალმა გურჯაანის მუნიციპალიტიც დააზარალა. ახტალის მიმდებარედ წაქცეულია მრავალწლოვანი ნაძვი. სახურავი აქვს ახდილი რამდენიმე ობიექტს და საცხოვრებელ სახლს. ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილებზე დილიდან მუშაობენ.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა