მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია
შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია

შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე 4-ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი ფიქ­სირ­დე­ბა. მე­ტე­ო­რო­ლო­გის კობა ფარ­ტე­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზღვა­ში საშ­ტორ­მო მდგო­მა­რე­ო­ბა დღის ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

"დღის მან­ძილ­ზე ტალ­ღის სი­მაღ­ლე აღარ მო­ი­მა­ტებს. ქა­რის სიჩ­ქა­რე და­იკ­ლებს. დღის ბო­ლოს გა­მო­ი­და­რებს და ხვალ უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი", - აცხა­დებს კობა ფარ­ტე­ნა­ძე.

ამას­თან, მცხე­თა-სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გუ­და­უ­რი (ფოს­ტა)-კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე, ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის, ქარ­ბუ­ქი­სა და შე­ზღუ­დუ­ლი ხილ­ვა­დო­ბის გამო, ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აიკ­რძა­ლა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, ჯვრის უღელ­ტე­ხილ­ზე მყო­ფი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად კო­ბის მხრი­დან ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­ვი­და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ეკი­პა­ჟი, გუ­და­უ­რის მხრი­დან კი გზის გა­საწ­მენ­დად შე­ვი­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის გრე­ი­დე­რი.

"ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა მგზავ­რი გად­მოყ­ვა­ნი­ლია გუ­და­უ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მათ საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ. სპე­ცტექ­ნი­კას­თან ერ­თად ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 20-მდე მაშ­ვე­ლი", - აცხა­დე­ბენ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ამ ეტაპ­ზე ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა არ არის, თუმ­ცა და­წე­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მე­ბი ძა­ლა­ში რჩე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია

შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. მეტეოროლოგის კობა ფარტენაძის ინფორმაციით, ზღვაში საშტორმო მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება.

"დღის მანძილზე ტალღის სიმაღლე აღარ მოიმატებს. ქარის სიჩქარე დაიკლებს. დღის ბოლოს გამოიდარებს და ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი", - აცხადებს კობა ფარტენაძე.

ამასთან, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ჯვრის უღელტეხილზე მყოფი ავტომანქანების დასახმარებლად კობის მხრიდან ოპერატიულად მივიდა მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ეკიპაჟი, გუდაურის მხრიდან კი გზის გასაწმენდად შევიდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის გრეიდერი.

"ამ დროისთვის ყველა მგზავრი გადმოყვანილია გუდაურის მიმართულებით და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. სპეცტექნიკასთან ერთად ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20-მდე მაშველი", - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე ზვავსაშიშროება არ არის, თუმცა დაწესებული რეჟიმები ძალაში რჩება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი