Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომალოს მკვიდრი - პანკისში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ცოლ-შვილი კანადაში ჰყავს, თვითონ კი ავსტრიიდან ორი კვირის წინ დაბრუნდა
ომალოს მკვიდრი - პანკისში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ცოლ-შვილი კანადაში ჰყავს, თვითონ კი ავსტრიიდან ორი კვირის წინ დაბრუნდა

პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ ომა­ლო­ში, ცოტა ხნის წინ ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ად­გი­ლობ­რივ­მა ცარო ბე­ქა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, 24 წლის ახალ­გაზ­რდას ტე­რო­რის­ტებ­თან კავ­ში­რი არ აქვს და აჰ­მედ ჩა­ტა­ე­ვის დახ­მა­რე­ბის ბრალ­დე­ბით მისი და­კა­ვე­ბა არა­სა­მარ­თლი­ა­ნია.

"ეს ბიჭი თუ­შია, მაგ­რამ დედა აქა­უ­რი ჰყავს. ალ­ბათ ორი კვი­რაა, რაც ხე­ო­ბა­ში დაბ­რუნ­და ავ­სტრი­ი­დან. რო­გორც ვიცი, იქ ბი­ძას­თან იყო სტუმ­რად. ცოლ-შვი­ლი კა­ნა­და­ში ჰყავს და რამ­დე­ნი­მე დღე­ში იქ აპი­რებ­და წას­ვლას. დღეს კი, და­კა­ვე­ბამ­დე მა­მას­თან ერ­თად თბი­ლის­ში მი­დი­ო­და, რა დრო­საც ის ახ­მე­ტა­ში და­ა­კა­ვეს. მა­მას გი­ორ­გი ჰქვია. ის მო­იყ­ვა­ნეს სო­ფელ­ში და სახ­ლი გა­ჩხრი­კეს. კომ­პი­უ­ტე­რი წა­ი­ღე­სო, ასე თქვეს. გვე­ში­ნია უკვე, ყო­ველ­დღე ვე­ლო­დე­ბით, რომ ხან იქ მივ­ლენ, ხან იქ. ასე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?!", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ად­გი­ლობ­რივ­მა ცარო ბე­ქა­ურ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დღეს ახ­მე­ტა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ზუ­რაბ იდო­ი­ძე და­ა­კა­ვა. სო­ფელ ომა­ლო­ში მის კუთ­ვნილ სახ­ლში ჩხრე­კა ჩა­ტარ­და. რო­გორც სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ზუ­რაბ იდო­ი­ძე, ზუ­რაბ გორ­ნა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ჩა­ვი­და თურ­ქე­თის ქა­ლაქ ხო­ფა­ში ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვის და მისი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. და­კა­ვე­ბულ­მა, ზუ­რაბ გორ­ნა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი და მისი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი ხო­ფა­ში, მათი დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან მან­ქა­ნით მი­იყ­ვა­ნა თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­თან, კირ­ნა­თი-მა­რა­დი­დის მწვა­ნე ზო­ლის მო­ნაკ­ვე­თამ­დე.

"გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 331-ე პრი­მა მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რიზ­მის და­ფი­ნან­სე­ბას, ტე­რო­რის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის სხვაგ­ვარ მა­ტე­რი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას ან რე­სურ­სე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია. სას­ჯე­ლის ზო­მად 17-დან 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ომალოს მკვიდრი - პანკისში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ცოლ-შვილი კანადაში ჰყავს, თვითონ კი ავსტრიიდან ორი კვირის წინ დაბრუნდა

ომალოს მკვიდრი - პანკისში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ცოლ-შვილი კანადაში ჰყავს, თვითონ კი ავსტრიიდან ორი კვირის წინ დაბრუნდა

პანკისის ხეობის სოფელ ომალოში, ცოტა ხნის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციას ადგილობრივები გამოეხმაურნენ. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ადგილობრივმა ცარო ბექაურმა განაცხადა, 24 წლის ახალგაზრდას ტერორისტებთან კავშირი არ აქვს და აჰმედ ჩატაევის დახმარების ბრალდებით მისი დაკავება არასამართლიანია.

"ეს ბიჭი თუშია, მაგრამ დედა აქაური ჰყავს. ალბათ ორი კვირაა, რაც ხეობაში დაბრუნდა ავსტრიიდან. როგორც ვიცი, იქ ბიძასთან იყო სტუმრად. ცოლ-შვილი კანადაში ჰყავს და რამდენიმე დღეში იქ აპირებდა წასვლას. დღეს კი, დაკავებამდე მამასთან ერთად თბილისში მიდიოდა, რა დროსაც ის ახმეტაში დააკავეს. მამას გიორგი ჰქვია. ის მოიყვანეს სოფელში და სახლი გაჩხრიკეს. კომპიუტერი წაიღესო, ასე თქვეს. გვეშინია უკვე, ყოველდღე ველოდებით, რომ ხან იქ მივლენ, ხან იქ. ასე როგორ შეიძლება?!", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა ცარო ბექაურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს ახმეტაში საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავა. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

"გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.

"თამარ ბაჩალიაშვილის ეზოში რეიდები ტარდება, უღებენ სურათებს და მთელი რიგი დარღვევებია" - ადვოკატი

"ჩავატარებთ ექსპერიმენტს, რომელიც მიეძღვნება "ფერად სახლთან“ განვითარებულ მოვლენებს, ბატონ ამირხანაშვილს" - რას გეგმავენ  ბრალდებული მორაგბის ადვოკატები

"საეჭვო "ტოიოტა ქამრი" ბაჩალიაშვილის სახლთან, მის გაუჩინარებამდე მორიგეობდა" - რა ინფორმაცია მიაწოდეს პროგრამისტის ახლობლებმა პროკურატურას