კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა დედის წარმატებული სამეცნიერო კარიერა - გაიცანით გერმანიაში მოღვაწე ანა ტრაპაიძე
ახალგაზრდა დედის წარმატებული სამეცნიერო კარიერა - გაიცანით გერმანიაში მოღვაწე ანა ტრაპაიძე

"ბავ­შვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და და მინ­დო­და მეტი გა­მე­გო სამ­ყა­როს, ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნე­ბის, სი­ცო­ცხლის შე­სა­ხებ... ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბა­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია დე­და­ჩე­მის ქი­მი­კო­სო­ბამ - ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და მის სამ­სა­ხურ­ში, ქი­მი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში სტუმ­რო­ბა, სა­დაც შე­მეძ­ლო "ჯა­დოს­ნურ" ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბის, წიგ­ნე­ბის და და­ნად­გა­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა...

დე­დის გავ­ლე­ნით­ვე შე­მიყ­ვარ­და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კა და მთე­ლი გუ­ლით ვოც­ნე­ბობ­დი, მეც გავმხდა­რი­ყა­ვი მეც­ნი­ერ-გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი და სნე­უ­ლე­ბა­თა გან­კურ­ნე­ბის ჯა­დოს­ნუ­რი მან­ქა­ნა შე­მექ­მნა..." - სწო­რედ ასე, ბავ­შვო­ბა­ში ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი 30 წლის ანა ტრა­პა­ი­ძის წარ­მა­ტე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო კა­რი­ე­რას, რო­მე­ლიც ახლა გერ­მა­ნი­ა­ში სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობს.

ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მკი­თხველს თა­ვად უამ­ბობს:

- სა­ზღვარ­გა­რეთ საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბამ­დე, თბი­ლის­ში რას საქ­მი­ა­ნობ­დით? რა გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღეთ?

- ჩემი ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად ლო­გი­კუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბო­და სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა, სა­დაც ფი­ზი­კის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ცოდ­ნის გა­რე­შე მოხ­ვედ­რა იმ დროს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ამი­ტომ ე.წ "კო­მა­რო­ვის" ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კურ სკო­ლა­ში სწავ­ლა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ოც­ნე­ბის ახ­დე­ნი­სა­კენ. მას­წავ­ლებ­ლის, ბა­ტონ რა­მინ ჭე­ლი­ძის წყა­ლო­ბით ფი­ზი­კა ჩემი საყ­ვა­რე­ლი სა­გა­ნი გახ­და და ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე გან­ვაგ­რძე სწავ­ლა იმ იმე­დით, რომ თუკი სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბო­და, ყო­ველ­თვის შე­მეძ­ლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­სურ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის არ­ჩე­ვა. თა­ვი­დან კოს­მო­ლო­გი­ამ გა­მი­ტა­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ისევ სი­ცო­ცხლის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბამ და ექ­სპე­რი­მე­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სიყ­ვა­რულ­მა გა­დას­ძა­ლა და ბი­ო­ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით წას­ვლა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა.

- სად და რა პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობთ ამ­ჟა­მად? ამ კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტამ­დე რას საქ­მი­ა­ნობ­დით?

- ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლე­ბის და კვლე­ვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არ­ჩე­ვა­ნი გერ­მა­ნი­ა­ში, ბრე­მე­ნის ჯა­კობ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ლე­კუ­ლუ­რი სი­ცო­ცხლის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე შე­ვა­ჩე­რე, სა­დაც 2-წლი­ა­ნი სწავ­ლი­სათ­ვის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სტი­პენ­დია მი­ვი­ღე. ეს ჩემს კა­რი­ე­რა­ში გარ­დამ­ტე­ხი მნიშ­ვნე­ლო­ბის მოვ­ლე­ნა იყო, რად­გან მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გვერ­დით თე­ო­რი­ულ­თან ერ­თად მრა­ვალ­მხრი­ვი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­მე­ღო გე­ნე­ტი­კის, ეპი­გე­ნე­ტი­კის, ბი­ო­ფი­ზი­კის და ბი­ო­ინ­ფორ­მა­ტი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში. მას შემ­დეგ მო­ლე­კუ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თა­მოც­ნო­ბი­სა და ურ­თი­ერთქმე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და საყ­ვა­რე­ლი სა­კი­თხი გახ­და.

სა­მა­გის­ტრო ნაშ­რომ­ზე საფ­რან­გეთ­ში, ტუ­ლუ­ზის კო­ორ­ნი­ნა­ცი­უ­ლი ქი­მი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც შე­ვის­წავ­ლი­დი თუ რო­გორ გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ სი­ცო­ცხლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ტა­ლე­ბი, თუ­თია და სპი­ლენ­ძი ტვი­ნის დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, კერ­ძოდ კი, ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა წარ­მო­ად­გენს შე­ძე­ნი­ლი ჭკუ­ა­სუს­ტო­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ფორ­მას, რო­მე­ლიც ხან­დაზ­მუ­ლებ­ში წამ­ყვა­ნი პრობ­ლე­მაა და მისი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი მი­ზე­ზე­ბის და მე­ქა­ნიზ­მე­ბის შეს­წავ­ლა, რა თქმა უნდა, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია მისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბის, დრო­უ­ლი დი­აგ­ნო­ზი­სა და ავად­მყო­ფის სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

მა­გის­ტრა­ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აკა­დე­მი­უ­რი წარ­ჩი­ნე­ბი­სათ­ვის, საფ­რან­გე­თის გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ სტი­პენ­დია მო­მა­ნი­ჭა, რათა სა­დოქ­ტო­რო პრო­ექ­ტი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრის (LAAS-CNRS) ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­მე­კე­თე­ბი­ნა. პრო­ექ­ტი შე­ე­ხე­ბო­და ბი­ო­სენ­სო­რის შექ­მნას, რო­მე­ლიც ინ­სულ­ტი­ან, ინ­ფარ­ქტი­ან და ზო­გად ქი­რურ­გი­ულ პა­ცი­ენ­ტებ­ში ცილა თრომ­ბი­ნის გან­სა­ზღვრას შეძ­ლებ­და. ცილა თრომ­ბი­ნი სის­ხლის შე­დე­დე­ბის მთა­ვა­რი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ცი­ლაა და მისი რა­ო­დე­ნო­ბა გან­სა­ზღვრავს სის­ხლის უკონ­ტრო­ლო შე­დე­დე­ბი­სა (თრომ­ბო­ზის) თუ გა­თხე­ლე­ბის (ჰე­მო­რა­გი­ის) რისკს. ამ ცი­ლის რა­ო­დე­ნო­ბის მყი­სი­ე­რი დად­გე­ნა ექი­მებს და­ეხ­მა­რე­ბა დრო­უ­ლად მი­ი­ღონ კრი­ტი­კუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და პა­ცი­ენტს შე­სა­ფე­რი­სი მკურ­ნა­ლო­ბა რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბით და­უ­ნიშ­ნონ.

ეს პრო­ექ­ტი მა­ღა­ლი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა მრა­ვა­ლი ტი­პის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტთან და მე­თო­დებ­თან მქო­ნო­და აქ­ტი­უ­რი შე­ხე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით ჩემი სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და წლის ბო­ლოს სა­დოქ­ტო­რო სკო­ლის წლის სა­უ­კე­თე­სო ნაშ­რო­მებს შო­რის იყო.

დოქ­ტო­რან­ტუ­რის შემ­დეგ ძა­ლი­ან და­მინ­ტე­რე­სა ბი­ო­მა­სა­ლე­ბის სფე­რომ - თუ რა გა­სა­ო­ცა­რი მა­სა­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა ცო­ცხა­ლი სამ­ყა­რო და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ბუ­ნე­ბის მი­ბაძ­ვით უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ახა­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი მა­სა­ლა შე­იქ­მნას. ჩემი პოსტ დოქ­ტო­რან­ტუ­ლი კვლე­ვა, პოც­და­მის კო­ლო­ი­დე­ბის და ზე­და­პი­რე­ბის კვლე­ვის მაქს პლან­კის ინ­ტი­ტუ­ტში (MPIKG), ბი­ო­მა­სა­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პრო­ფე­სორ პი­ტერ ფრაცლ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მთა­ვარ სა­წყის კომ­პო­ნენ­ტად ვი­ყე­ნებ ცი­ლე­ბის მიმ­დევ­რო­ბას, გა­მო­ყო­ფილს ზღვის მი­დი­ე­ბის ძა­ფე­ბის­გან, რომ­ლე­ბი­თაც მი­დია სხვა­დას­ხვა ზე­და­პირ­ზე და­სა­მაგ­რებ­ლად იყე­ნებს. ცი­ლის ამ სა­ო­ცარ მიმ­დევ­რო­ბას შე­უძ­ლია გა­რე­მოს ზე­მოქ­მე­დე­ბით შე­სა­ტყვი­სად გა­და­ე­წყოს მო­წეს­რი­გე­ბულ სტრუქ­ტუ­რად, რო­მელ­საც თვი­თაღ­დგე­ნა­დი მე­ქა­ნი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი გა­აჩ­ნია.

სწო­რედ ამ მიმ­დევ­რო­ბას და ბიო-შე­თავ­სე­ბად პო­ლი­მე­რულ ბლო­კებს ვი­ყე­ნებთ, რომ შევ­ქმნათ ისე­თი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ პი­რო­ბებ­ში სი­თხეა, მაგ­რამ პა­ტა­რა ქი­მი­უ­რი ბიძ­გით მყარ ჟე­ლედ გა­და­იქ­ცე­ვა, სა­დაც უჯრე­დე­ბის და­ნერგვა და სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის უჯრე­დუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის გაზ­რდა შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხრტი­ლის, ძვლის აღ­დგე­ნა, ან­დაც 3-გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ბიო-ბეჭდ­ვა.

- მეც­ნი­ე­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, რითი ხართ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი? რო­გო­რია თქვენ ცხოვ­რე­ბის სტი­ლი?

- მე, რო­გორც დედა, მე­უღ­ლე, მე­გო­ბა­რი, ჩემს პრო­ფე­სი­ა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ადა­მი­ა­ნი მრა­ვა­ლი ინ­ტე­რე­სით, ვცდი­ლობ ოპ­ტი­მა­ლუ­რად გა­ვა­ნა­წი­ლო დრო ჩემი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის­თვის, რომ ჰარ­მო­ნი­უ­ლად მო­ვა­ხერ­ხო ყვე­ლა მო­ვა­ლე­ო­ბის და ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი და პი­რა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ზრუნ­ვა და ამას­თან დავ­ტკბე სი­ცო­ცხლით "აქ და ახლა". თა­ვი­სუ­ფალ დროს მიყ­ვარს ცეკ­ვა, ცურ­ვა, და ბუ­ნე­ბა­ში ხე­ტი­ა­ლი. დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა, ცოდ­ნის და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, არ მე­ნა­ნე­ბა დრო­ის გა­ნა­წი­ლე­ბა კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ცხოვ­რე­ბის სტილს, მკვლე­ვა­რო­ბა ჩემ­თვის მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა არ არის, ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებს ბო­ლომ­დე გა­ვერ­კვიო და გა­მო­ვიკ­ვლიო სა­კი­თხი, იქ­ნე­ბა ეს ახა­ლი რე­ცეპ­ტი, ხელ­საქ­მე, თა­მა­ში თუ მოგ­ზა­უ­რო­ბის გეგ­მა. ჩემი პრინ­ცი­პი და მი­ზა­ნია, ვიყო გულ­წრფე­ლი. სიყ­ვა­რუ­ლით მო­ვე­კი­დო საქ­მეს, რა­საც მოვ­კი­დებ ხელს, არ შევ­წყვი­ტო პერ­სო­ნა­ლუ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა.

- რა მი­გაჩ­ნი­ათ თქვენს ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად?

- მგო­ნია, რომ დიდი მიღ­წე­ვე­ბი ჯერ კი­დევ წინ მაქვს. ჩემ­თვის მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია ოჯა­ხის და კა­რი­ე­რის ჰარ­მო­ნი­უ­ლად შე­თავ­სე­ბა, მუდ­მი­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი და პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ მიზ­ნით მხვდა პა­ტი­ვი გავმხდა­რი­ყა­ვი ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატ კრის­ტი­ან ნუს­ლა­ინ-ვოლ­ჰარ­დის ფონ­დის სტი­პენ­დი­ან­ტი. ნო­ბე­ლი­ან­ტი ქალ­ბა­ტო­ნი ლო­რე­ა­ლის ფონდთან ერ­თად ყო­ველ წელს გერ­მა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე 10-მდე ახალ­გაზ­რდა წარ­ჩი­ნე­ბულ მეც­ნი­ერ დე­დას აფი­ნან­სებს, რათა მათ რთულ სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა­ში ოჯა­ხურ­მა საქ­მე­ებ­მა ხელი არ შე­უ­შა­ლოს. სტი­პენ­დია სა­შუ­ა­ლე­ბის იძ­ლე­ვა სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, რომ მეც­ნი­ერ­მა ქალ­ბა­ტო­ნებ­მა დრო და ენერ­გია უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და კა­რი­ე­ულ წარ­მა­ტე­ბას მო­ახ­მა­რონ.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი? უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ის სა­ქარ­თვე­ლოს?

- ჩემი გეგ­მე­ბი მჭიდ­როდ უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს. მე­ტიც, ჩემი უა­ხა­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი კონ­კრე­ტუ­ლად უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს სწავ­ლე­ბის კუ­თხით. მინ­და, ჩემი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო ახალ თა­ო­ბას. მგო­ნია, სა­ქარ­თვე­ლო არის უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ქვე­ყა­ნა, ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნოს.

- თქვე­ნი აზ­რით, რო­გო­რი უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რე­ბი­სად­მი მიდ­გო­მა?

- მეც­ნი­ე­რე­ბა ინო­ვა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია, ინო­ვა­ცი­ე­ბი კი ცოდ­ნის და გა­მოც­დი­ლე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი ვა­ლუ­ტაა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ვი­სურ­ვებ­დი, რომ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მეც­ნი­ე­რე­ბი უფრო მე­ტად და­ფა­სე­ბულ­ნი იყ­ვე­ნენ და ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რებს თა­ვის გა­მო­ჩე­ნის მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­აჩ­ნდეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ახალგაზრდა დედის წარმატებული სამეცნიერო კარიერა - გაიცანით გერმანიაში მოღვაწე ანა ტრაპაიძე

ახალგაზრდა დედის წარმატებული სამეცნიერო კარიერა - გაიცანით გერმანიაში მოღვაწე ანა ტრაპაიძე

"ბავშვობიდან მაინტერესებდა და მინდოდა მეტი გამეგო სამყაროს, ბუნების კანონების, სიცოცხლის შესახებ... ინტერესის გაღვივებაზე გავლენა იქონია დედაჩემის ქიმიკოსობამ - ძალიან მიყვარდა მის სამსახურში, ქიმიურ ლაბორატორიაში სტუმრობა, სადაც შემეძლო "ჯადოსნურ" ექსპერიმენტებზე დაკვირვება, თვალსაჩინოებების, წიგნების და დანადგარების დათვალიერება...

დედის გავლენითვე შემიყვარდა სამეცნიერო ფანტასტიკა და მთელი გულით ვოცნებობდი, მეც გავმხდარიყავი მეცნიერ-გამომგონებელი და სნეულებათა განკურნების ჯადოსნური მანქანა შემექმნა..." - სწორედ ასე, ბავშვობაში ჩაეყარა საფუძველი 30 წლის ანა ტრაპაიძის წარმატებულ სამეცნიერო კარიერას, რომელიც ახლა გერმანიაში სამეცნიერო პროექტებზე მუშაობს.

ახალგაზრდა მეცნიერი წარმატების შესახებ AMBEBI.GE-ს მკითხველს თავად უამბობს:

- საზღვარგარეთ საქმიანობის დაწყებამდე, თბილისში რას საქმიანობდით? რა განათლება მიიღეთ?

- ჩემი ოცნების ასასრულებლად ლოგიკურად მეჩვენებოდა სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარება, სადაც ფიზიკის საფუძვლიანი ცოდნის გარეშე მოხვედრა იმ დროს წარმოუდგენელი იყო. ამიტომ ე.წ "კომაროვის" ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლა პირველი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ოცნების ახდენისაკენ. მასწავლებლის, ბატონ რამინ ჭელიძის წყალობით ფიზიკა ჩემი საყვარელი საგანი გახდა და ჯავახიშვილში ფიზიკის ფაკულტეტზე განვაგრძე სწავლა იმ იმედით, რომ თუკი სურვილი მექნებოდა, ყოველთვის შემეძლო მოგვიანებით სასურველი სპეციალიზაციის არჩევა. თავიდან კოსმოლოგიამ გამიტაცა, მოგვიანებით კი ისევ სიცოცხლის მეცნიერებებით დაინტერესებამ და ექსპერიმეტების ჩატარების სიყვარულმა გადასძალა და ბიოფიზიკის მიმართულებით წასვლა გადამაწყვეტინა.

- სად და რა პროექტზე მუშაობთ ამჟამად? ამ კონკრეტულ პროექტამდე რას საქმიანობდით?

- ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, სწავლების და კვლევის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით არჩევანი გერმანიაში, ბრემენის ჯაკობსის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოლეკულური სიცოცხლის მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე შევაჩერე, სადაც 2-წლიანი სწავლისათვის სრული დაფინანსება და საცხოვრებელი სტიპენდია მივიღე. ეს ჩემს კარიერაში გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან მომეცა საშუალება, სხვადასხვა მიმართულების წამყვანი სპეციალისტების გვერდით თეორიულთან ერთად მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილებაც მიმეღო გენეტიკის, ეპიგენეტიკის, ბიოფიზიკის და ბიოინფორმატიკის ლაბორატორიებში. მას შემდეგ მოლეკულების ურთიერთამოცნობისა და ურთიერთქმედების მექანიზმების გამოკვლევა ჩემთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი საკითხი გახდა.

სამაგისტრო ნაშრომზე საფრანგეთში, ტულუზის კოორნინაციული ქიმიის ლაბორატორიაში ვმუშაობდი, სადაც შევისწავლიდი თუ როგორ გავლენას ახდენენ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მეტალები, თუთია და სპილენძი ტვინის დეგენერაციული დაავადებების, კერძოდ კი, ალცჰაიმერის დაავადების ჩამოყალიბებაში. ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს შეძენილი ჭკუასუსტობის ყველაზე გავრცელებულ ფორმას, რომელიც ხანდაზმულებში წამყვანი პრობლემაა და მისი განვითარების ხელშემწყობი მიზეზების და მექანიზმების შესწავლა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია მისი თავიდან აცილების, დროული დიაგნოზისა და ავადმყოფის სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მაგისტრატურის დასრულების შემდეგ აკადემიური წარჩინებისათვის, საფრანგეთის განათლების და მეცნიერების სამინისტრომ სტიპენდია მომანიჭა, რათა სადოქტორო პროექტი სამეცნიერო კვლევის ნაციონალური ცენტრის (LAAS-CNRS) ლაბორატორიაში გამეკეთებინა. პროექტი შეეხებოდა ბიოსენსორის შექმნას, რომელიც ინსულტიან, ინფარქტიან და ზოგად ქირურგიულ პაციენტებში ცილა თრომბინის განსაზღვრას შეძლებდა. ცილა თრომბინი სისხლის შედედების მთავარი მარეგულირებელი ცილაა და მისი რაოდენობა განსაზღვრავს სისხლის უკონტროლო შედედებისა (თრომბოზის) თუ გათხელების (ჰემორაგიის) რისკს. ამ ცილის რაოდენობის მყისიერი დადგენა ექიმებს დაეხმარება დროულად მიიღონ კრიტიკული გადაწყვეტილება და პაციენტს შესაფერისი მკურნალობა რისკების შემცირებით დაუნიშნონ.

ეს პროექტი მაღალი ინტერდისციპლინარულობით გამოირჩეოდა, რამაც საშუალება მომცა მრავალი ტიპის ლაბორატორიაში სხვადასხვა მიმართულების ინსტრუმენტთან და მეთოდებთან მქონოდა აქტიური შეხება. მიღებული შედეგებით ჩემი სადოქტორო ნაშრომი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და წლის ბოლოს სადოქტორო სკოლის წლის საუკეთესო ნაშრომებს შორის იყო.

დოქტორანტურის შემდეგ ძალიან დამინტერესა ბიომასალების სფერომ - თუ რა გასაოცარი მასალებისგან შედგება ცოცხალი სამყარო და როგორ შეიძლება ბუნების მიბაძვით უნიკალური თვისებების მქონე ახალი ხელოვნური მასალა შეიქმნას. ჩემი პოსტ დოქტორანტული კვლევა, პოცდამის კოლოიდების და ზედაპირების კვლევის მაქს პლანკის ინტიტუტში (MPIKG), ბიომასალების განყოფილებაში პროფესორ პიტერ ფრაცლთან მიმდინარეობს.

მთავარ საწყის კომპონენტად ვიყენებ ცილების მიმდევრობას, გამოყოფილს ზღვის მიდიების ძაფებისგან, რომლებითაც მიდია სხვადასხვა ზედაპირზე დასამაგრებლად იყენებს. ცილის ამ საოცარ მიმდევრობას შეუძლია გარემოს ზემოქმედებით შესატყვისად გადაეწყოს მოწესრიგებულ სტრუქტურად, რომელსაც თვითაღდგენადი მექანიკური თვისებები გააჩნია.

სწორედ ამ მიმდევრობას და ბიო-შეთავსებად პოლიმერულ ბლოკებს ვიყენებთ, რომ შევქმნათ ისეთი მასალა, რომელიც გარკვეულ პირობებში სითხეა, მაგრამ პატარა ქიმიური ბიძგით მყარ ჟელედ გადაიქცევა, სადაც უჯრედების დანერგვა და სხვადასხვა დანიშნულების უჯრედული ქსოვილების გაზრდა შეიძლება, მაგალითად დაზიანებული ხრტილის, ძვლის აღდგენა, ანდაც 3-განზომილებიანი ბიო-ბეჭდვა.

- მეცნიერების პარალელურად, რითი ხართ დაინტერესებული? როგორია თქვენ ცხოვრების სტილი?

- მე, როგორც დედა, მეუღლე, მეგობარი, ჩემს პროფესიაზე შეყვარებული და ადამიანი მრავალი ინტერესით, ვცდილობ ოპტიმალურად გავანაწილო დრო ჩემი პრიორიტეტებისთვის, რომ ჰარმონიულად მოვახერხო ყველა მოვალეობის და ფუნქციის შესრულება, პროფესიული და პირადი განვითარებისათვის ზრუნვა და ამასთან დავტკბე სიცოცხლით "აქ და ახლა". თავისუფალ დროს მიყვარს ცეკვა, ცურვა, და ბუნებაში ხეტიალი. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ადამიანების დახმარება, ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, არ მენანება დროის განაწილება კეთილი საქმეებისთვის.

რაც შეეხება ცხოვრების სტილს, მკვლევარობა ჩემთვის მხოლოდ პროფესიული საქმიანობა არ არის, ყოველთვის მაინტერესებს ბოლომდე გავერკვიო და გამოვიკვლიო საკითხი, იქნება ეს ახალი რეცეპტი, ხელსაქმე, თამაში თუ მოგზაურობის გეგმა. ჩემი პრინციპი და მიზანია, ვიყო გულწრფელი. სიყვარულით მოვეკიდო საქმეს, რასაც მოვკიდებ ხელს, არ შევწყვიტო პერსონალური და პროფესიული ზრდა.

- რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?

- მგონია, რომ დიდი მიღწევები ჯერ კიდევ წინ მაქვს. ჩემთვის მნიშველოვანია ოჯახის და კარიერის ჰარმონიულად შეთავსება, მუდმივი პროფესიული და პიროვნული განვითარება. საბედნიეროდ, სპეციალურად ამ მიზნით მხვდა პატივი გავმხდარიყავი ნობელის პრემიის ლაურეატ კრისტიან ნუსლაინ-ვოლჰარდის ფონდის სტიპენდიანტი. ნობელიანტი ქალბატონი ლორეალის ფონდთან ერთად ყოველ წელს გერმანიაში მოღვაწე 10-მდე ახალგაზრდა წარჩინებულ მეცნიერ დედას აფინანსებს, რათა მათ რთულ სამეცნიერო მუშაობაში ოჯახურმა საქმეებმა ხელი არ შეუშალოს. სტიპენდია საშუალების იძლევა საჭირო დახმარების ორგანიზებაში, რომ მეცნიერმა ქალბატონებმა დრო და ენერგია უფრო მნიშვნელოვან ოჯახურ ურთიერთობებსა და კარიეულ წარმატებას მოახმარონ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? უკავშირდება თუ არა ის საქართველოს?

- ჩემი გეგმები მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს. მეტიც, ჩემი უახალოესი გეგმები კონკრეტულად უკავშირდება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს სწავლების კუთხით. მინდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო ახალ თაობას. მგონია, საქართველო არის უდიდესი პოტენციალის და შესაძლებლობების ქვეყანა, ნოყიერი ნიადაგი, რომ საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება წარმატებული შედეგი მოიტანოს.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს საქართველოში მეცნიერებისადმი მიდგომა?

- მეცნიერება ინოვაციების საფუძველია, ინოვაციები კი ცოდნის და გამოცდილების უნივერსალური ვალუტაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ვისურვებდი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მეცნიერები უფრო მეტად დაფასებულნი იყვენენ და ახალგაზრდა მეცნიერებს თავის გამოჩენის მეტი საშუალება გააჩნდეთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი