კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპერაციიდან 15 წელში იმპლანტი უნდა შეიცვალოს" - გია გვარამიას პასუხები ყველაფერზე, რაც პლასტიკურ ქირურგიაზე გაინტერესებთ
"ოპერაციიდან 15 წელში იმპლანტი უნდა შეიცვალოს" - გია გვარამიას პასუხები ყველაფერზე, რაც პლასტიკურ ქირურგიაზე გაინტერესებთ

მკერ­დის გა­დი­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რა გახ­ლავთ. მრა­ვა­ლი ქა­ლი­სათ­ვის მკერ­დის ზო­მის შეც­ვლა არა მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბის ცვლი­ლე­ბის, არა­მედ მეტი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა.

რა უნდა იცო­დეთ, სა­ნამ მკერ­დის გა­დი­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებთ და რო­გორ შე­იც­ვა­ლა დრო­თა გან­მა­ლო­ბა­ში მიდ­გო­მა პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი­სად­მი - ამა­ზე პრო­ფე­სო­რი, ქი­რურ­გი გია გვა­რა­მია გვე­სა­უბ­რე­ბა.

- სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის გა­დი­დე­ბის პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია 1996 წელს ჩა­ვა­ტა­რე. მა­შინ წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი ოპე­რა­ცია ტარ­დე­ბო­და, 2000 წლი­დან კი, მკერ­დის გა­დი­დე­ბა­ზე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და და ეს ტენ­დენ­ცია ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია. ამ­ჟა­მად კვი­რა­ში 2-3 ოპე­რა­ცი­ას ვა­კე­თებთ. ადრე მკერ­დის გა­დი­დე­ბა­ზე დიდი მო­თხოვ­ნა რომ არ იყო, ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი პა­ცი­ენ­ტე­ბის არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა გახ­ლდათ. 

- ალ­ბათ, მკერ­დის გა­დი­დე­ბის ოპე­რა­ცი­ებ­ზე მო­თხოვ­ნის ზრდა მო­დას­თა­ნაც არის კავ­შირ­ში.

- რა თქმა უნდა, მო­დას­თა­ნაც კავ­შირ­შია. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ტენ­დენ­ცი­ე­ბი იც­ვლე­ბა, მაგ­რამ მუდ­მი­ვად რჩე­ბა ის, რომ მკერ­დის ზომა არ უნდა იყოს პა­ტა­რა. დღეს აღარ არის "მო­და­ში", რომ მკერ­დი ძა­ლი­ან დიდი უნდა იყოს, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს შევ­სე­ბუ­ლი.

- ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი რა ზო­მის მკერ­დია?

- ყვე­ლა­ზე დიდი მო­თხოვ­ნა 2-3 ზო­მის მკერ­დზეა, თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად, ისიც ხდე­ბა, რომ უფრო დიდი ზო­მი­საც სურთ... ასე­ვე, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა - წინა სა­უ­კუ­ნე­ში უფრო "სავ­სე" ქალ­ბა­ტო­ნე­ბი იყ­ვნენ, ვიდ­რე ახ­ლან­დე­ლი გო­გო­ნე­ბი და ეს მკერ­დის ზო­მა­ზეც აი­სა­ხე­ბო­და.

- ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბი თუ აქვს ოპე­რა­ცი­ას?

- 18 წლამ­დე მკერ­დის გა­დი­დე­ბის ოპე­რა­ცია არ კეთ­დე­ბა, ზედა ზღვა­რი კი არ არ­სე­ბობს. 60 წლის პა­ცი­ენ­ტიც გვყო­ლია. თუმ­ცა, ერთი რამ მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს - ადრე იმპლან­ტი 5 წე­ლი­წად­ში ერთხელ უნდა გა­მოც­ვლი­ლი­ყო, დღეს მას მუდ­მი­ვო­ბის გა­რან­ტია აქვს, მაგ­რამ ოპე­რა­ცი­ი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის შემ­დეგ ეს­თე­ტი­კურ ეფექტს კარ­გავს. კერ­ძოდ, იმპლან­ტის ირ­გვლივ წარ­მო­იქ­მნე­ბა ე.წ. კაფ­სუ­ლა, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სქელ­დე­ბა. ეს პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბას არა­ნა­ირ საფრ­თხეს არ უქ­მნის, მაგ­რამ ე.წ. კაფ­სუ­ლა ხე­ლით შე­ხე­ბი­სას ბურ­თის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს და არა­ბუ­ნებ­რი­ვია. ამი­ტომ ოპე­რა­ცი­ი­დან 15-20 წლის შემ­დეგ იმპლან­ტი უნდა შე­იც­ვა­ლოს.

- ოპე­რა­ცი­ი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა?

- გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სი­ლი­კო­ნი და არა ტექ­ნი­კუ­რი. იმპლან­ტის გარ­სი შედ­გე­ბა მყა­რი სი­ლი­კო­ნის­გან, შიგ­ნით კი ას­ხია სი­ლი­კო­ნის შე­დე­დე­ბუ­ლი სქე­ლი ჟელე, რო­მე­ლიც უფრო რბი­ლია. ამ ჟე­ლეს გა­აჩ­ნია უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბა - ე.წ. კო­ჰე­ზი­უ­რო­ბა, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მის "ფორ­მის მახ­სოვ­რო­ბას". იმპლან­ტი რომც გა­იჭ­რას ან გა­ი­ხეს, სი­ლი­კო­ნის ჟელე არ იღ­ვრე­ბა გა­რეთ და არ შე­დის კონ­ტაქ­ტში პა­ცი­ენ­ტის რბილ ქსო­ვი­ლებ­თან. ამი­ტომ ის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, მკერ­დის და­პა­ტა­რა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ებ­ზე თუ არის მო­თხოვ­ნა?

- მკერ­დის და­პა­ტა­რა­ვე­ბის ანუ აწე­ვის ოპე­რა­ცია უფრო რთუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით სამ სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბა და უფრო ხან­გრძლი­ვი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა. მკერ­დის გა­დი­დე­ბის ოპე­რა­ცია შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვია, ქალ­ბა­ტონს შე­უძ­ლია 2-3 დღე­ში სამ­სა­ხურ­ში გა­ვი­დეს, მთა­ვა­რია მძი­მე­ე­ბი არ ას­წი­ოს. ასე­ვე, მკერ­დის გა­დი­დე­ბა გუ­ლის­ხმობს პა­ცი­ენ­ტის მენ­ტა­ლურ გა­ჯან­სა­ღე­ბას, და­პა­ტა­რა­ვე­ბა კი ფი­ზი­კურ შვე­ბას. პა­ცი­ენტს დიდი ზო­მის მკერ­დის გარ­და, აწუ­ხებს ხერ­ხე­მა­ლი, ზურ­გი, ლა­ვი­წებ­თან ბი­უს­ტჰალ­ტე­რის კვა­ლი და სიმ­ძი­მე.

თვე­ში სამი-ოთხი პა­ცი­ენ­ტი გვა­კი­თხავს მკერ­დის და­პა­ტა­რა­ვე­ბის სურ­ვი­ლით, თუმ­ცა უფრო ხში­რია მკერ­დის აწე­ვის და იმპლან­ტით გა­დი­დე­ბის ერ­თდრო­უ­ლი, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია - ასეთ პრო­ცე­დუ­რებს ის პა­ცი­ენ­ტე­ბი მი­მარ­თა­ვენ, რო­მელ­თა მკერ­დიც დაშ­ვე­ბუ­ლია და ფორ­მა და­კარ­გუ­ლი აქვს.

- რა ღირს მკერ­დის გა­დი­დე­ბა და ფასი თუ შე­იც­ვა­ლა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში?

- მკერ­დის გა­დი­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის ფასი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა ტი­პის და რო­მე­ლი კომ­პა­ნი­ის იმპლან­ტებს ვი­ყე­ნებთ. ოპე­რა­ცია შე­იძ­ლე­ბა ღირ­დეს 6 500-დან 8 500 ლა­რამ­დე. 90-იან წლებ­ში მკერ­დის გა­დი­დე­ბა ღირ­და 3 000 დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ლა­რებ­ში და დღე­ვან­დე­ლი კურ­სით რომ ვი­ან­გა­რი­შოთ, ფასი მკვეთ­რად არ გაზ­რდი­ლა. ფა­სის გარ­კვე­უ­ლი ზრდა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ლა­რის ინფლა­ცი­ას­თა­ნაც - ჩვენ მა­სა­ლებს დო­ლარ­ში ვყი­დუ­ლობთ და რო­დე­საც ლა­რის კურ­სი იც­ვლე­ბა, იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბით, ფასი გავ­ზარ­დოთ.

ნინო წი­ფუ­რია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"ოპერაციიდან 15 წელში იმპლანტი უნდა შეიცვალოს" - გია გვარამიას პასუხები ყველაფერზე, რაც პლასტიკურ ქირურგიაზე გაინტერესებთ

"ოპერაციიდან 15 წელში იმპლანტი უნდა შეიცვალოს" - გია გვარამიას პასუხები ყველაფერზე, რაც პლასტიკურ ქირურგიაზე გაინტერესებთ

მკერდის გადიდება მსოფლიოში და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქირურგიული პროცედურა გახლავთ. მრავალი ქალისათვის მკერდის ზომის შეცვლა არა მხოლოდ გარეგნობის ცვლილების, არამედ მეტი თავდაჯერებულობის საშუალებაა.

რა უნდა იცოდეთ, სანამ მკერდის გადიდების გადაწყვეტილებას მიიღებთ და როგორ შეიცვალა დროთა განმალობაში მიდგომა პლასტიკური ოპერაციებისადმი - ამაზე პროფესორი, ქირურგი გია გვარამია გვესაუბრება.

- სარძევე ჯირკვლის გადიდების პირველი ოპერაცია 1996 წელს ჩავატარე. მაშინ წელიწადში დაახლოებით ოთხი ოპერაცია ტარდებოდა, 2000 წლიდან კი, მკერდის გადიდებაზე მოთხოვნა გაიზარდა და ეს ტენდენცია ამ ხნის განმავლობაში შენარჩუნებულია. ამჟამად კვირაში 2-3 ოპერაციას ვაკეთებთ. ადრე მკერდის გადიდებაზე დიდი მოთხოვნა რომ არ იყო, ამის ერთ-ერთი მიზეზი პაციენტების არაინფორმირებულობა გახლდათ. 

- ალბათ, მკერდის გადიდების ოპერაციებზე მოთხოვნის ზრდა მოდასთანაც არის კავშირში.

- რა თქმა უნდა, მოდასთანაც კავშირშია. დროთა განმავლობაში ტენდენციები იცვლება, მაგრამ მუდმივად რჩება ის, რომ მკერდის ზომა არ უნდა იყოს პატარა. დღეს აღარ არის "მოდაში", რომ მკერდი ძალიან დიდი უნდა იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს შევსებული.

- ყველაზე მოთხოვნადი რა ზომის მკერდია?

- ყველაზე დიდი მოთხოვნა 2-3 ზომის მკერდზეა, თუმცა იშვიათად, ისიც ხდება, რომ უფრო დიდი ზომისაც სურთ... ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ანთროპოლოგიური მონაცემები მუდმივად იცვლება - წინა საუკუნეში უფრო "სავსე" ქალბატონები იყვნენ, ვიდრე ახლანდელი გოგონები და ეს მკერდის ზომაზეც აისახებოდა.

- ასაკობრივი შეზღუდვები თუ აქვს ოპერაციას?

- 18 წლამდე მკერდის გადიდების ოპერაცია არ კეთდება, ზედა ზღვარი კი არ არსებობს. 60 წლის პაციენტიც გვყოლია. თუმცა, ერთი რამ მინდა ყველამ იცოდეს - ადრე იმპლანტი 5 წელიწადში ერთხელ უნდა გამოცვლილიყო, დღეს მას მუდმივობის გარანტია აქვს, მაგრამ ოპერაციიდან დაახლოებით 15 წლის შემდეგ ესთეტიკურ ეფექტს კარგავს. კერძოდ, იმპლანტის ირგვლივ წარმოიქმნება ე.წ. კაფსულა, რომელიც დროთა განმავლობაში სქელდება. ეს პაციენტის ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ე.წ. კაფსულა ხელით შეხებისას ბურთის შთაბეჭდილებას ტოვებს და არაბუნებრივია. ამიტომ ოპერაციიდან 15-20 წლის შემდეგ იმპლანტი უნდა შეიცვალოს.

- ოპერაციისას გამოყენებული მასალა რამდენად უსაფრთხოა?

- გამოიყენება სამედიცინო სილიკონი და არა ტექნიკური. იმპლანტის გარსი შედგება მყარი სილიკონისგან, შიგნით კი ასხია სილიკონის შედედებული სქელი ჟელე, რომელიც უფრო რბილია. ამ ჟელეს გააჩნია უნიკალური თვისება - ე.წ. კოჰეზიურობა, რაც უზრუნველყოფს მის "ფორმის მახსოვრობას". იმპლანტი რომც გაიჭრას ან გაიხეს, სილიკონის ჟელე არ იღვრება გარეთ და არ შედის კონტაქტში პაციენტის რბილ ქსოვილებთან. ამიტომ ის სრულიად უსაფრთხოა.

- საინტერესოა, მკერდის დაპატარავების ოპერაციებზე თუ არის მოთხოვნა?

- მკერდის დაპატარავების ანუ აწევის ოპერაცია უფრო რთულია, დაახლოებით სამ საათამდე გრძელდება და უფრო ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი სჭირდება. მკერდის გადიდების ოპერაცია შედარებით მარტივია, ქალბატონს შეუძლია 2-3 დღეში სამსახურში გავიდეს, მთავარია მძიმეები არ ასწიოს. ასევე, მკერდის გადიდება გულისხმობს პაციენტის მენტალურ გაჯანსაღებას, დაპატარავება კი ფიზიკურ შვებას. პაციენტს დიდი ზომის მკერდის გარდა, აწუხებს ხერხემალი, ზურგი, ლავიწებთან ბიუსტჰალტერის კვალი და სიმძიმე.

თვეში სამი-ოთხი პაციენტი გვაკითხავს მკერდის დაპატარავების სურვილით, თუმცა უფრო ხშირია მკერდის აწევის და იმპლანტით გადიდების ერთდროული, კომბინირებული ოპერაცია - ასეთ პროცედურებს ის პაციენტები მიმართავენ, რომელთა მკერდიც დაშვებულია და ფორმა დაკარგული აქვს.

- რა ღირს მკერდის გადიდება და ფასი თუ შეიცვალა დროთა განმავლობაში?

- მკერდის გადიდების ოპერაციის ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის და რომელი კომპანიის იმპლანტებს ვიყენებთ. ოპერაცია შეიძლება ღირდეს 6 500-დან 8 500 ლარამდე. 90-იან წლებში მკერდის გადიდება ღირდა 3 000 დოლარის ექვივალენტი ლარებში და დღევანდელი კურსით რომ ვიანგარიშოთ, ფასი მკვეთრად არ გაზრდილა. ფასის გარკვეული ზრდა დაკავშირებულია ლარის ინფლაციასთანაც - ჩვენ მასალებს დოლარში ვყიდულობთ და როდესაც ლარის კურსი იცვლება, იძულებული ვხდებით, ფასი გავზარდოთ.

ნინო წიფურია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი