საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი - საქმეში ორი გარდაცვლილი არასრულწლოვნის გარდა, სხვა დაჭრილი პირები ფიგურირებენ
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი - საქმეში ორი გარდაცვლილი არასრულწლოვნის გარდა, სხვა დაჭრილი პირები ფიგურირებენ

სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დას­ტურ­დე­ბა ის ფაქ­ტი, რომ გარ­დაც­ვლილს მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს იმა­ზე მეტი ჭრი­ლო­ბა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ზო­მის, ვიდ­რე ეს საქ­მე­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, - ამის შე­სა­ხებ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წო­ვა­ნის ად­ვო­კატ­მა ეკა მა­ჭა­რაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად ლო­გი­კუ­რია, რომ საქ­მე­ში იმა­ზე მეტი დანა ფი­გუ­რი­რებს, ვიდ­რე ამას გა­მო­ძი­ე­ბა ამ­ტკი­ცებს.

"დაც­ვის მხა­რის ვა­რა­უ­დით, იმა­ზე მეტი დანა ფი­გუ­რი­რებს საქ­მე­ში, ვიდ­რე გა­მო­ძი­ე­ბას აქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დას­ტურ­დე­ბა ის ფაქ­ტი, რომ გარ­დაც­ვლილს მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს იმა­ზე მეტი ჭრი­ლო­ბა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ზო­მის, ვიდ­რე ეს საქ­მე­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ჩვენ ვა­დას­ტუ­რებთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არ არის ეფექ­ტუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვე­ბი გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და ეკა მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის ზვი­ად ფხა­კა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, საქ­მე­ში ორი გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლოვ­ნის გარ­და, სხვა დაჭ­რი­ლი პი­რე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ.

პრო­კუ­რორს არ და­უ­ზუს­ტე­ბია, თუ რამ­დე­ნი პი­რია ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე დაჭ­რი­ლი, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა.

"დღეს გან­ვი­ხი­ლავთ ორი პი­რის ბრალ­დე­ბის საქ­მეს, რომ მათი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად დად­გა ორი არას­რულ­წოვ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლებს, დაჭ­რი­ლებს, და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა და დგინ­დე­ბა თუ რა გა­რე­მო­ე­ბებ­ში მი­ი­ღეს ეს ჭრი­ლო­ბე­ბი" , - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კი­თხვა­ზე, შე­იძ­ლე­ბა თუ არა საქ­მე­ში ბრალ­დე­ბულ პირ­თა წრე გა­ი­ზარ­დოს, ზვი­ად ფხა­კა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ საქ­მი­დან გა­მო­ყო­ფი­ლია სხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 5 პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას ეხე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ცე­მუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ბრალ­დე­ბულ­თა წრე გა­ფარ­თოვ­დეს. ამას­თან, პრო­კუ­რო­რი უარ­ყოფს დაც­ვის პო­ზი­ცი­ას თით­ქოს საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ობს სხვა ცივი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბა­ში არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ერთი მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე კი, 2 დე­კემ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 2 დე­კემ­ბერსვე ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი და­აკ­ვა და ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით წა­უ­ყე­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძებ­ნა გა­მო­ცხად­და კი­დევ ერთ არას­რულ­წლო­ვან­ზე, რო­მელ­საც ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა. სა­სა­მარ­თლომ ორი­ვე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ძებ­ნა­ში მყო­ფი არას­რულ­წლო­ვა­ნი, გ.ჯ. პო­ლი­ცი­ას 4 დე­კემ­ბერს ჩა­ბარ­და.

გარ­და ამი­სა, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში 5 პი­რიც მის­ცა, რო­მელ­თა შო­რის ორი მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი და შსს-ს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია. პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი პი­რე­ბი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მხო­ლოდ სამი და­ა­კა­ვეს, ვი­ნა­ი­დან 5 პი­რი­დან ორზე არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი ვრცელ­დე­ბა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სამ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, ერთს - გი­რაო, ხოლო ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი გა­და­ე­ცა მშობ­ლის - დე­დის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი - საქმეში ორი გარდაცვლილი არასრულწლოვნის გარდა, სხვა დაჭრილი პირები ფიგურირებენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი - საქმეში ორი გარდაცვლილი არასრულწლოვნის გარდა, სხვა დაჭრილი პირები ფიგურირებენ

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის ფაქტი, რომ გარდაცვლილს მიყენებული აქვს იმაზე მეტი ჭრილობა და განსხვავებული ზომის, ვიდრე ეს საქმეშია წარმოდგენილი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწოვანის ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

ადვოკატის განცხადებით, შესაბამისად ლოგიკურია, რომ საქმეში იმაზე მეტი დანა ფიგურირებს, ვიდრე ამას გამოძიება ამტკიცებს.

"დაცვის მხარის ვარაუდით, იმაზე მეტი დანა ფიგურირებს საქმეში, ვიდრე გამოძიებას აქვს წარმოდგენილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის ფაქტი, რომ გარდაცვლილს მიყენებული აქვს იმაზე მეტი ჭრილობა და განსხვავებული ზომის, ვიდრე ეს საქმეშია წარმოდგენილი. ჩვენ ვადასტურებთ, რომ გამოძიება არ არის ეფექტურად ჩატარებული და ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს", - განაცხადა ეკა მაჭარაშვილმა.

საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით კი, საქმეში ორი გარდაცვლილი არასრულწლოვნის გარდა, სხვა დაჭრილი პირები ფიგურირებენ.

პროკურორს არ დაუზუსტებია, თუ რამდენი პირია ხორავას ქუჩაზე დაჭრილი, თუმცა აღნიშნა, რომ დანიშნულია ექსპერტიზა.

"დღეს განვიხილავთ ორი პირის ბრალდების საქმეს, რომ მათი მოქმედების შედეგად დადგა ორი არასრულწოვნის გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დაზიანებულებს, დაჭრილებს, დანიშნულია ექსპერტიზა და დგინდება თუ რა გარემოებებში მიიღეს ეს ჭრილობები" , - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქმეში ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს, ზვიად ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქმიდან გამოყოფილია სხვა სისხლის სამართლის საქმე 5 პირის წინააღმდეგ, რომელიც დანაშაულის დაფარვას ეხება. შესაბამისად, მოცემული გამოძიების პროცესში, პროკურორის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ამასთან, პროკურორი უარყოფს დაცვის პოზიციას თითქოს საქმეში მონაწილეობს სხვა ცივი იარაღი, რომელიც გამოძიებაში არ არის დაფიქსირებული.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ