პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - თუ დაკავებულებს ჩატაევთან კავშირი აქვთ, მე და ჩემ შვილს რა დანაშაული მიგვიძღვის? ჩვენ მათ სხვა სახელებით ვიცნობდით
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - თუ დაკავებულებს ჩატაევთან კავშირი აქვთ, მე და ჩემ შვილს რა დანაშაული მიგვიძღვის? ჩვენ მათ სხვა სახელებით ვიცნობდით

თუ და­კა­ვე­ბუ­ლებს ახ­მედ ჩა­ტა­ევ­თან კავ­ში­რი აქვთ, მე და ჩემ შვილს რა და­ნა­შა­უ­ლი მიგ­ვი­ძღვის, ჩვენ მათ სხვა სა­ხე­ლე­ბით ვიც­ნობ­დით, - ამის შე­სა­ხებ პან­კის­ში დაჭ­რი­ლი 19 წლის თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის დე­დამ, აიზა მარ­გოშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

აიზა მარ­გოშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მის სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ხელ­მწი­ფო ტე­რო­რიზ­მთან კავ­შირს ედა­ვე­ბა, ხე­ო­ბა­ში ნა­ნა­ხი ჰყავს, თვი­თონ კი სხვა სა­ხე­ლე­ბით და გვა­რე­ბით იც­ნობ­და. აიზა მარ­გოშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფოს კი­თხვით მი­მარ­თავს, რომ თუ და­კა­ვე­ბულ პი­რებს ტე­რო­რიზ­მთან კავ­ში­რი ჰქონ­დათ, რა­ტომ გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ თა­ვი­სუფ­ლად თბი­ლის­სა და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში.

"იმ მო­მენ­ტში თე­მირ­ლანს მო­ბი­ლუ­რი ჰქონ­და ხელ­ში. თა­ვის მე­გო­ბარს, თა­ნაკ­ლა­სელს და ჩემს ძმიშ­ვილს ელა­პა­რა­კე­ბო­და. მე­სი­ჯებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ ერ­თმა­ნეთს და ასე­ვე რა­ღაც კლი­პებს. ხოლო ხელ­ყუმ­ბა­რა­ზე ჩემ შვილს წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს. მო­ბი­ლუ­რი ძვე­ლი შე­ძე­ნი­ლი ჰქონ­და... გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი ორი წლის წი­ნან­დე­ლია. იმ ბი­ჭებს მეც ვიც­ნობ­დი, მა­შინ ჩემ­თვი­საც გა­ეხვრი­ტათ შუბ­ლი. მე მთავ­რო­ბის­გან ვი­თხოვ იმას, რომ თუ ასე­თი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან, მთე­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ტომ და­ი­ა­რე­ბი­ან თბი­ლის­სა და ხე­ო­ბა­ში. ამა­ზე ვი­თხოვ პა­სუხს. ჩეჩ­ნე­ბი თბი­ლის­სა და ხე­ო­ბა­შიც არი­ან, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ე­ბი, შე­მო­პა­ტი­ჟე­ბა ვი­ცით. თუ ეს და­ნა­შა­უ­ლია, მე ვარ პირ­ველ რიგ­ში დამ­ნა­შა­ვე. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ხე­ო­ბა­ში მყავს ნა­ნა­ხი, ფეხ­ბურ­თსაც თა­მა­შობ­დნენ, მე­ჩეთ­შიც და­დი­ოდ­ნენ. რამ­დე­ნი ხა­ნია ესე­ნი აქ არი­ან. თუ მათ ჩა­ტა­ევ­თან კავ­ში­რი აქვთ, მე და ჩემ შვილს რა და­ნა­შა­უ­ლი მიგ­ვი­ძღვის? რა შუ­ა­ში ვართ ჩვენ? ჩვენ მათ სხვა სა­ხე­ლე­ბი­თა და გვა­რე­ბით ვიც­ნობ­დით. როცა ის კად­რე­ბი ვნა­ხეთ, მივხდით რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი არი­ან და სა­ხე­ლე­ბიც მა­შინ გა­ვი­გეთ. ჩვენ მათ სე­ი­ფუ­ლა და აბ­დუ­ლა­თი ვიც­ნობ­დით", - გა­ნა­ცხა­და აიზა მარ­გოშ­ვილ­მა.

წმინ­და მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის მრა­ვალპრო­ფი­ლი­ა­ნი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რის ზაზა ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ შერ­ჩე­ულ თურ­ქულ კლი­ნი­კა­ზე მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა უარი გა­ნა­ცხა­და, არ­ჩე­ვა­ნი კი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით მო­ძი­ე­ბულ კლი­ნი­კა­ზე "კოჩი" შე­ა­ჩე­რეს. ექი­მის გან­მარ­ტე­ბით, დაჭ­რი­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რო­ბა უც­ვლე­ლია და კვლავ მძი­მე რჩე­ბა.

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა ამ დრომ­დე არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა კლი­ნი­კის შერ­ჩე­ვას, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ შერ­ჩე­უ­ლი კლი­ნი­კა ოჯა­ხის­თვი არ არის მი­სა­ღე­ბი და არ­ჩე­ვა­ნი თვი­თონ შე­ა­ჩე­რეს იმ კლი­ნი­კა­ზე, რომ­ლის მე­ნე­ჯე­რიც ცოტა ხნის წინ იყო ჩა­მო­სუ­ლი და რო­მელ­საც ამ პა­ცი­ენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და ჯერ კი­დევ 29 დე­კემ­ბერს ოჯა­ხის მხრი­დან მი­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბით. ეს არის "კო­ჩის"კლი­ნი­კა", - გა­ნა­ცხა­და ლურ­სმა­ნაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვა­ზე, თუკი არ­სე­ბობს ოჯა­ხის თან­ხმო­ბა, იმა­ზე რომ თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა მოხ­დეს "კო­ჩის"კლი­ნი­კა­ში, რა­ტომ არ ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის გა­დაყ­ვა­ნა, ექი­მის თქმით, გარ­კვე­უ­ლი ეტა­პე­ბია გა­სავ­ლე­ლი, რა­საც დრო სჭირ­დე­ბა.

"ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,ოჯახ­მა თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და ცოტა ხნის წინ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო პრო­ცე­დუ­რე­ბი, გარ­კვე­უ­ლი ეტა­პე­ბია გა­სავ­ლე­ლი და ამას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა. მო­მენ­ტა­ლუ­რად არ ხდე­ბა ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა და შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ვა­დებ­ზე ვე­რა­ფერს მო­გახ­სე­ნებთ. შე­საძ­ლოა, ამას 2 ან 3 დღე და­ჭირ­დეს, არ ვიცი. ეს, უკვე ალ­ბათ, შემ­დგომ­ში კლი­ნი­კის მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია იმ თვალ­საზ­რი­სით,რომ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოს, შე­ა­თან­ხმოს და ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მო­აგ­ვა­როს. რაც შე­ე­ხე­ბა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის რის­კებს, არ­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ამის რის­კე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და კვლავ რჩე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა ზაზა ლურ­სმა­ნაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - თუ დაკავებულებს ჩატაევთან კავშირი აქვთ, მე და ჩემ შვილს რა დანაშაული მიგვიძღვის? ჩვენ მათ სხვა სახელებით ვიცნობდით

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - თუ დაკავებულებს ჩატაევთან კავშირი აქვთ, მე და ჩემ შვილს რა დანაშაული მიგვიძღვის? ჩვენ მათ სხვა სახელებით ვიცნობდით

თუ დაკავებულებს ახმედ ჩატაევთან კავშირი აქვთ, მე და ჩემ შვილს რა დანაშაული მიგვიძღვის, ჩვენ მათ სხვა სახელებით ვიცნობდით, - ამის შესახებ პანკისში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, აიზა მარგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აიზა მარგოშვილმა ჟურნალისტებთან მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა. ასევე განაცხადა, რომ ის პირები, რომლებსაც სახელმწიფო ტერორიზმთან კავშირს ედავება, ხეობაში ნანახი ჰყავს, თვითონ კი სხვა სახელებით და გვარებით იცნობდა. აიზა მარგოშვილი სახელმწიფოს კითხვით მიმართავს, რომ თუ დაკავებულ პირებს ტერორიზმთან კავშირი ჰქონდათ, რატომ გადაადგილდებოდნენ თავისუფლად თბილისსა და პანკისის ხეობაში.

"იმ მომენტში თემირლანს მობილური ჰქონდა ხელში. თავის მეგობარს, თანაკლასელს და ჩემს ძმიშვილს ელაპარაკებოდა. მესიჯებს უგზავნიდნენ ერთმანეთს და ასევე რაღაც კლიპებს. ხოლო ხელყუმბარაზე ჩემ შვილს წარმოდგენაც არ აქვს. მობილური ძველი შეძენილი ჰქონდა... გავრცელებული კადრები ორი წლის წინანდელია. იმ ბიჭებს მეც ვიცნობდი, მაშინ ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი. მე მთავრობისგან ვითხოვ იმას, რომ თუ ასეთი დამნაშავეები არიან, მთელი ორი წლის განმავლობაში რატომ დაიარებიან თბილისსა და ხეობაში. ამაზე ვითხოვ პასუხს. ჩეჩნები თბილისსა და ხეობაშიც არიან, სტუმართმოყვარეები, შემოპატიჟება ვიცით. თუ ეს დანაშაულია, მე ვარ პირველ რიგში დამნაშავე. ეს ადამიანები ხეობაში მყავს ნანახი, ფეხბურთსაც თამაშობდნენ, მეჩეთშიც დადიოდნენ. რამდენი ხანია ესენი აქ არიან. თუ მათ ჩატაევთან კავშირი აქვთ, მე და ჩემ შვილს რა დანაშაული მიგვიძღვის? რა შუაში ვართ ჩვენ? ჩვენ მათ სხვა სახელებითა და გვარებით ვიცნობდით. როცა ის კადრები ვნახეთ, მივხდით რომ ეჭვმიტანილები არიან და სახელებიც მაშინ გავიგეთ. ჩვენ მათ სეიფულა და აბდულათი ვიცნობდით", - განაცხადა აიზა მარგოშვილმა.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკაზე მაჩალიკაშვილების ოჯახმა უარი განაცხადა, არჩევანი კი საკუთარი ძალებით მოძიებულ კლინიკაზე "კოჩი" შეაჩერეს. ექიმის განმარტებით, დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარობა უცვლელია და კვლავ მძიმე რჩება.

"განსაკუთრებული ცვლილება ამ დრომდე არ გამოვლენილა. რაც შეეხება კლინიკის შერჩევას, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული კლინიკა ოჯახისთვი არ არის მისაღები და არჩევანი თვითონ შეაჩერეს იმ კლინიკაზე, რომლის მენეჯერიც ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული და რომელსაც ამ პაციენტის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ჯერ კიდევ 29 დეკემბერს ოჯახის მხრიდან მიწოდებული მასალებით. ეს არის "კოჩის"კლინიკა", - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუკი არსებობს ოჯახის თანხმობა, იმაზე რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირება მოხდეს "კოჩის"კლინიკაში, რატომ არ ხდება პაციენტის გადაყვანა, ექიმის თქმით, გარკვეული ეტაპებია გასავლელი, რასაც დრო სჭირდება.

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით,ოჯახმა თანხმობა განაცხადა ცოტა ხნის წინ. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო პროცედურები, გარკვეული ეტაპებია გასავლელი და ამას გარკვეული დრო სჭირდება. მომენტალურად არ ხდება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ განხორციელება. ტრანსპორტირების ვადებზე ვერაფერს მოგახსენებთ. შესაძლოა, ამას 2 ან 3 დღე დაჭირდეს, არ ვიცი. ეს, უკვე ალბათ, შემდგომში კლინიკის მოსაგვარებელია იმ თვალსაზრისით,რომ ტრანსპორტირების დეტალები უზრუნველყოს, შეათანხმოს და ტექნიკური პრობლემები მოაგვაროს. რაც შეეხება ტრანსპორტირების რისკებს, არერთხელ მითქვამს, რომ ამის რისკები საკმაოდ მაღალია და კვლავ რჩება", - განაცხადა ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ