პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრის მოადგილე 19 წლის ბიჭის მკვლელობაზე - ამ ფაქტს პირთა ფართო წრე შეესწრო, მაგრამ სამართალდამცველებს არავინ შეატყობინა
შს მინისტრის მოადგილე 19 წლის ბიჭის მკვლელობაზე - ამ ფაქტს პირთა ფართო წრე შეესწრო, მაგრამ  სამართალდამცველებს არავინ შეატყობინა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ მძი­მე ფაქტს პირ­თა ფარ­თო წრე შე­ეს­წრო, არც ერ­თმა მათ­გან­მა 8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს და არ ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი უმოკ­ლეს ვა­და­ში გახ­სნა. მეზვრიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 29 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში 19 წლის ბი­ჭის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი, ხოლო და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით კი - 5 პირი.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლის 29 დე­კემ­ბერს 1991 წელს და­ბა­დე­ბულ­მა პირ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე გა­დაჭ­რი­ლი თო­ფი­სა და ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ყე­ლის და გულ­მკერ­დის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა მის ნაც­ნობს, 1998 წელს და­ბა­დე­ბულ პირს და კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ცხე­და­რი მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­დად­გო. ფაქ­ტის შემ­სწრე 5 პირი, რო­მელ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ ითა­ნამ­შრომ­ლეს და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ბრალ­დე­ბულ პირ­თა წრე კი­დევ გა­ი­ზარ­დოს. სამ­წუ­ხა­როა, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ მძი­მე ფაქტს შე­ეს­წრო პირ­თა ფარ­თო წრე, არც ერ­თმა მათ­გან­მა 8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს და არ ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან. და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტი­ა­ნი ბრძო­ლის­თვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, შსს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, რომ და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ივ მი­ა­წო­დონ სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს, რათა და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა კი­დევ უფრო ეფექ­ტი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ელ­დეს", - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლი მო­ტი­ვი არის ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და და­მა­ტე­ბი­თი სა­გა­მო­ძე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ტარ­დე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

შს მინისტრის მოადგილე 19 წლის ბიჭის მკვლელობაზე - ამ ფაქტს პირთა ფართო წრე შეესწრო, მაგრამ სამართალდამცველებს არავინ შეატყობინა

შს მინისტრის მოადგილე 19 წლის ბიჭის მკვლელობაზე - ამ ფაქტს პირთა ფართო წრე შეესწრო, მაგრამ  სამართალდამცველებს არავინ შეატყობინა

მიუხედავად იმისა, რომ ამ მძიმე ფაქტს პირთა ფართო წრე შეესწრო, არც ერთმა მათგანმა 8 დღის განმავლობაში არ შეატყობინა სამართალდამცველ ორგანოებს და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი უმოკლეს ვადაში გახსნა. მეზვრიშვილის განცხადებით, 29 დეკემბერს, თბილისში 19 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი - 5 პირი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს 1991 წელს დაბადებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელის და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მის ნაცნობს, 1998 წელს დაბადებულ პირს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადადგო. ფაქტის შემსწრე 5 პირი, რომელმაც გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უკვე დაკავებულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს. სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ მძიმე ფაქტს შეესწრო პირთა ფართო წრე, არც ერთმა მათგანმა 8 დღის განმავლობაში არ შეატყობინა სამართალდამცველ ორგანოებს და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის მიზანშეწონილი და მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლიივ მიაწოდონ სამართალდამცველ ორგანოებს, რათა დანაშაულის გახსნა კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დადგენილი მოტივი არის ურთიერთშელაპარაკება, თუმცა გამოძიება გრძელდება და დამატებითი საგამოძებო მოქმედებები ტარდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ