პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპაბეთიდან" 165 000 ლარამდე თანხის გატაცების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
"ევროპაბეთიდან" 165 000 ლარამდე თანხის გატაცების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა "ევ­რო­პა­ბე­თი­დან" 165 000 ლა­რამ­დე თან­ხის გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტზე ორი პირი და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ორი პირი: 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.კ. და 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.მ. ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის 2 იან­ვარს თბი­ლის­ში, ცა­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის - "ევ­რო­პა­ბე­თის" შე­ნო­ბა­ში შე­იჭრ­ნენ, მო­ლა­რეს ია­რა­ღის მუ­ქა­რით 165 000 ლა­რამ­დე თან­ხა გას­ტა­ცეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა კ.კ. და დ.მ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - ე.წ. "სტარ­ტოვ­კა", მჭი­დი, 7 ვაზ­ნა და გა­ტა­ცე­ბუ­ლი თან­ხის დიდი ნა­წი­ლი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია მო­ტო­ციკ­ლი, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად გა­მო­ი­ყე­ნეს და ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ტა­ცე­ბუ­ლი თან­ხით არის შე­ძე­ნი­ლი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 6-დან 12 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბა ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 179-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ევროპაბეთიდან" 165 000 ლარამდე თანხის გატაცების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

"ევროპაბეთიდან" 165 000 ლარამდე თანხის გატაცების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა "ევროპაბეთიდან" 165 000 ლარამდე თანხის გატაცების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1996 წელს დაბადებული კ.კ. და 1995 წელს დაბადებული დ.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 იანვარს თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორის - "ევროპაბეთის" შენობაში შეიჭრნენ, მოლარეს იარაღის მუქარით 165 000 ლარამდე თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა კ.კ. და დ.მ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ე.წ. "სტარტოვკა", მჭიდი, 7 ვაზნა და გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია მოტოციკლი, რომელიც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს და ნივთები, რომლებიც, პირველადი ინფორმაციით, გატაცებული თანხით არის შეძენილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ