პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კენდალ ჯენერის აკნე სოციალური ქსელების განხილვის თემა გახდა
კენდალ ჯენერის აკნე სოციალური ქსელების განხილვის თემა გახდა

"ოქ­როს გლო­ბუ­სის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე კენ­დალ ჯე­ნე­რი, სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მსგავ­სად, შავი კა­ბით მი­ვი­და. ვარ­სკვლა­ვებ­მა მუქი სა­მო­სით ჰო­ლი­ვუდ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა და გენ­დერუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

22 წლის ჯე­ნე­რი ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, თუმ­ცა მისი სა­ხის კა­ნის პრობ­ლე­მე­ბი და მა­კი­ა­ჟი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს უყუ­რა­დღე­ბოდ არ დარ­ჩე­ნი­ათ. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მო­დელს ვი­ზა­ჟის­ტმა ზედ­მე­ტად ბევ­რი ტო­ნა­ლუ­რი კრე­მი წა­უს­ვა, რა­მაც სა­ხე­ზე გა­მო­ნა­ყა­რი არა თუ და­ფა­რა, არა­მედ - მე­ტად გა­უს­ვა ხაზი.

თუმ­ცა, ჯე­ნე­რი არა­ერ­თმა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა და­იც­ვა.

"კენ­და­ლი სა­ჯა­როდ აკ­ნე­თი გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მა­ინც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ეს ყვე­ლა გო­გოს უნდა ეს­მო­დეს," - და­წე­რა "ტვი­ტე­რის" ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა. პოს­ტი თა­ვად ჯე­ნერ­მაც გა­ა­ზი­ა­რა სა­კუ­თარ გვერ­დზე და კო­მენ­ტა­რად და­ურ­თო, რომ "ამ სა­ზი­ზღრო­ბას არა­სო­დეს უნდა მის­ცეთ ნება, გა­გა­ჩე­როთ!"

მო­დე­ლი არა­სო­დეს მა­ლავს, რომ აკ­ნეს წლე­ბის მან­ძილ­ზე ებ­რძვის. 2015 წელს მან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ნის პრობ­ლე­მებ­მა მის თვით­შე­ფა­სე­ბა­ზეც უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კენდალ ჯენერის აკნე სოციალური ქსელების განხილვის თემა გახდა

კენდალ ჯენერის აკნე სოციალური ქსელების განხილვის თემა გახდა

"ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიაზე კენდალ ჯენერი, სხვა ცნობილი ადამიანების მსგავსად, შავი კაბით მივიდა. ვარსკვლავებმა მუქი სამოსით ჰოლივუდში სექსუალური ძალადობა და გენდერული უთანასწორობა გააპროტესტეს.

22 წლის ჯენერი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მისი სახის კანის პრობლემები და მაკიაჟი სოციალური ქსელების მომხმარებლებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. ისინი მიიჩნევენ, რომ მოდელს ვიზაჟისტმა ზედმეტად ბევრი ტონალური კრემი წაუსვა, რამაც სახეზე გამონაყარი არა თუ დაფარა, არამედ - მეტად გაუსვა ხაზი.

თუმცა, ჯენერი არაერთმა თაყვანისმცემელმა დაიცვა.

"კენდალი საჯაროდ აკნეთი გამოჩნდა, თუმცა მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ეს ყველა გოგოს უნდა ესმოდეს," - დაწერა "ტვიტერის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა. პოსტი თავად ჯენერმაც გააზიარა საკუთარ გვერდზე და კომენტარად დაურთო, რომ "ამ საზიზღრობას არასოდეს უნდა მისცეთ ნება, გაგაჩეროთ!"

მოდელი არასოდეს მალავს, რომ აკნეს წლების მანძილზე ებრძვის. 2015 წელს მან ინტერვიუში განაცხადა, რომ კანის პრობლემებმა მის თვითშეფასებაზეც უარყოფითად იმოქმედა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს