პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ იყო ისტორია, ეს იყო პოლიტიკა და მორჩა" - საქართველოს ცეკა და მარიკა ლორთქიფანიძის პასუხი სომხებს
"ეს არ იყო ისტორია, ეს იყო პოლიტიკა და მორჩა" - საქართველოს ცეკა და მარიკა ლორთქიფანიძის პასუხი სომხებს

უკა­ნას­კნე­ლად, და­ახ­ლო­ე­ბით, ორი წლის წინ ვი­ნა­ხუ­ლე - ჩვე­ნი მე­დი­ა­სახ­ლის ერთ-ერთი პრო­ექ­ტის­თვის აგა­თა კრის­ტი­ზე სა­უ­ბა­რი ვთხო­ვე და ტე­ლე­ფო­ნით ჩა­წე­რას ჩემი მას­თან სტუმ­რო­ბა არ­ჩია. შინ ვეწ­ვიე. ეტ­ლში იჯდა და შე­უძ­ლოდ იყო, მაგ­რამ "დე­ტექ­ტი­ვე­ბის დე­დო­ფალ­ზე" მა­ინც და­უ­ზარ­ლად მე­ლა­პა­რა­კა..

მუ­დამ აღ­მაფრ­თო­ვა­ნებ­და ამ ქალ­ბა­ტო­ნის ამო­უ­წუ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ძალა, ენერ­გია, გა­ნათ­ლე­ბის მას­შტა­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა... რაც გინ­და გე­კი­თხა, ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე, ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში, საქ­მი­ა­ნად, პრო­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უბ­რა­ლოდ, და­სახ­მა­რებ­ლად, რჩე­ვის­თვის, არას­დროს დაგ­ზარ­დე­ბო­და და არც და­გა­მად­ლი­და - პრო­ფე­სი­უ­ლად გი­პა­სუ­ხებ­და და ჩა­კი­თხვაც არ დაგ­ჭირ­დე­ბო­და...

რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვედ­რილ­ვართ, მაგ­რამ მათ­გან ერთი, ფაქ­ტობ­რი­ვად, პირ­ვე­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და რეს­პონ­დენ­ტის ამ­პლუ­ა­ში, ზუს­ტად 10 წლის წინ, და­უ­ვი­წყა­რი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის. თა­ო­ბე­ბის აღ­მზრდე­ლი, მკაც­რი და პრინ­ცი­პუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იმ დღეს სრუ­ლი­ად სხვა კუ­თხით და­ვი­ნა­ხე...

აკა­დე­მი­კოს­მა მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ ინ­ტერ­ვი­უ­ზე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­მი­ბა­რა და იმ შეხ­ვედ­რას მისი გა­ნუყ­რე­ლი მე­გო­ბა­რი და თა­ნაკ­ლა­სე­ლი, კო­ლე­გა და აკა­დე­მი­კო­სი ოთარ ჯა­ფა­რი­ძეც ეს­წრე­ბო­და. თა­ნაკ­ლა­სე­ლებს 1929-1939 წლე­ბის სას­კო­ლო ამ­ბე­ბი უნდა გა­ეხ­სე­ნე­ბი­ათ, თა­ვის ბავ­შვო­ბა­სა და კლას­ზე უნდა ესა­უბ­რათ. კი­თხვაც არ მქონ­და დას­მუ­ლი, ბა­ტონ­მა ოთარ­მა სი­ცი­ლით რომ მი­თხრა, - იცით, მა­რი­კა რა სა­ში­ნე­ლი იყოო?! ვიდ­რე ნათ­ქვამს გა­ვი­აზ­რებ­დი, და­ა­ყო­ლა:

ანა მაბ­რა­ზებ­და? თბი­ლი­სის 25-ე შრო­მის სკო­ლა­ში, დღეს 53-ე სა­ჯა­რო სკო­ლა რომ ჰქვია, მე­ო­რე კლას­ში სწავ­ლი­სას გად­მო­ვი­და ჩვენ­თან და საკ­ლა­სო ოთახ­ში რომ შე­მო­იყ­ვა­ნეს, შევცბით: პა­ტა­რა, გამ­ხდა­რი, დიდი ბაფ­თით, სულ "და­ბამ­ბუ­ლი" იყო. მე­რეც ასე "და­ბამ­ბუ­ლი" და­დი­ო­დაო. თა­ვი­დან შე­სა­ხე­და­ვად არ მოს­წო­ნე­ბი­ათ კლა­სე­ლებს, მაგ­რამ მა­ლე­ვე კლას­ში პირ­ვე­ლი მო­წა­ფე გამ­ხდა­რა და ბევ­რს შეჰ­ყვა­რე­ბია კი­დეც.

ფრი­ა­დო­სა­ნი გო­გო­ნე­ბი, ხომ, ყო­ველ­თვის უყ­ვარ­დე­ბათ ბი­ჭებს! მერე ყვე­ლას მო­უნ­დო­მე­ბია მას­თან და­ახ­ლო­ე­ბა, და­მე­გობ­რე­ბა, მის გვერ­დით დაჯ­დო­მა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ კარ­გად გა­და­ე­წე­რათ მის­გან. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა მიყ­ვე­ბო­და, მან და მის­მა ორმა მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ - ირა ასა­თი­ან­მა და ჟუ­ჟუ­ნა ლეჟა­ვამ რო­გორ შექ­მნეს ჯგუ­ფი "კა­ნა­რა" - მარი-კა, ჟუჟუ-ნა და ი-რა. წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ მე­ექ­ვსეკ­ლა­სე­ლი მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე "შა­ტა­ლო­ზეც" და­დი­ო­და და თა­ნაკ­ლა­სელ გო­გო­ნებ­თან ერ­თად ჟურ­ნალ­საც იპა­რავ­და? მა­ღალ კლა­სებ­ში კი მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­ი­დუმ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აყა­ლი­ბებ­და და იმ ეპო­ქის გა­და­სახ­ლე­ბე­ბი­სა და დახ­ვრე­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წყო­ბა­ზე უშიშ­რად სა­უბ­რობ­და, ლან­ძღავ­და კო­მუ­ნის­ტებს, სტა­ლინს, ბე­რი­ას და პროკ­ლა­მა­ცი­ებ­საც კი გა­აკ­რავ­და, ამ­ხა­ნა­გის მა­მას რომ არ წა­ეს­წრო და შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა მე­ამ­ბო­ხე ბავ­შვე­ბი!

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლი­ან წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ყო­ფი­ლა: მერე და მერე, რო­გო­რიც მე­ჯავ­რე­ბო­და, სწო­რედ ისე­თი ფრი­ა­დო­სა­ნი ვი­ყა­ვიო, - ამ­ბობ­და. გაკ­ვე­თი­ლის უს­წავ­ლე­ლად, თურ­მე, არაფ­რით წა­ვი­დო­და სკო­ლა­ში. ხში­რად ავად­მყო­ფობ­და და ბავ­შვე­ბი შინ აკი­თხავ­დნენ, და­ვა­ლე­ბე­ბი რომ ჩა­ე­წე­რი­ნე­ბი­ათ. თვი­თონ კი, ცუ­დად მყო­ფიც მე­ცა­დი­ნე­ობ­და.

ბა­ტო­ნი ოთა­რი იხ­სე­ნებ­და: ჩვე­ნი თავ­შეყ­რის ად­გი­ლი მა­რი­კას სა­შინ­ლად პა­ტა­რა ბინა იყო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მშობ­ლე­ბი ჰყავ­და - დე­ი­და ნინა და ძია და­ვი­თი. ვთა­მა­შობ­დით "ბრის ილი მი­ა­უს" ან ბოთლს ვატ­რი­ა­ლებ­დით და ვისი მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­ჩერ­დე­ბო­და, დამ­ტრი­ა­ლე­ბელს მის­თვის უნდა ეკოც­ნა. მა­შინ კოც­ნა ასე­თი იოლი კი არ იყო, დღეს რომ არი­სო!

ქალ­ბა­ტონ მა­რი­კას შინ პა­ტე­ფო­ნიც ჰქო­ნია, რაც იმ­ხა­ნად დიდი იშ­ვი­ა­თო­ბა იყო. ფირ­ფი­ტე­ბიც ჰქონ­დათ და ღა­მე­ებს ათე­ნებ­დნენ "ტან­გო­სა" და "ფოქსტრო­ტის" ცეკ­ვა­ში...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ეს არ იყო ისტორია, ეს იყო პოლიტიკა და მორჩა" - საქართველოს ცეკა და მარიკა ლორთქიფანიძის პასუხი სომხებს

"ეს არ იყო ისტორია, ეს იყო პოლიტიკა და მორჩა" - საქართველოს ცეკა და მარიკა ლორთქიფანიძის პასუხი სომხებს

უკანასკნელად, დაახლოებით, ორი წლის წინ ვინახულე - ჩვენი მედიასახლის ერთ-ერთი პროექტისთვის აგათა კრისტიზე საუბარი ვთხოვე და ტელეფონით ჩაწერას ჩემი მასთან სტუმრობა არჩია. შინ ვეწვიე. ეტლში იჯდა და შეუძლოდ იყო, მაგრამ "დეტექტივების დედოფალზე" მაინც დაუზარლად მელაპარაკა..

მუდამ აღმაფრთოვანებდა ამ ქალბატონის ამოუწურავი შესაძლებლობები, ძალა, ენერგია, განათლების მასშტაბი, ადამიანებისადმი დამოკიდებულება... რაც გინდა გეკითხა, ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ ვითარებაში, საქმიანად, პროექტებთან დაკავშირებით, უბრალოდ, დასახმარებლად, რჩევისთვის, არასდროს დაგზარდებოდა და არც დაგამადლიდა - პროფესიულად გიპასუხებდა და ჩაკითხვაც არ დაგჭირდებოდა...

რამდენჯერმე შევხვედრილვართ, მაგრამ მათგან ერთი, ფაქტობრივად, პირველი - ჟურნალისტისა და რესპონდენტის ამპლუაში, ზუსტად 10 წლის წინ, დაუვიწყარი აღმოჩნდა ჩემთვის. თაობების აღმზრდელი, მკაცრი და პრინციპული ქალბატონი იმ დღეს სრულიად სხვა კუთხით დავინახე...

აკადემიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ ინტერვიუზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამიბარა და იმ შეხვედრას მისი განუყრელი მეგობარი და თანაკლასელი, კოლეგა და აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძეც ესწრებოდა. თანაკლასელებს 1929-1939 წლების სასკოლო ამბები უნდა გაეხსენებიათ, თავის ბავშვობასა და კლასზე უნდა ესაუბრათ. კითხვაც არ მქონდა დასმული, ბატონმა ოთარმა სიცილით რომ მითხრა, - იცით, მარიკა რა საშინელი იყოო?! ვიდრე ნათქვამს გავიაზრებდი, დააყოლა:

ანა მაბრაზებდა? თბილისის 25-ე შრომის სკოლაში, დღეს 53-ე საჯარო სკოლა რომ ჰქვია, მეორე კლასში სწავლისას გადმოვიდა ჩვენთან და საკლასო ოთახში რომ შემოიყვანეს, შევცბით: პატარა, გამხდარი, დიდი ბაფთით, სულ "დაბამბული" იყო. მერეც ასე "დაბამბული" დადიოდაო. თავიდან შესახედავად არ მოსწონებიათ კლასელებს, მაგრამ მალევე კლასში პირველი მოწაფე გამხდარა და ბევრს შეჰყვარებია კიდეც.

ფრიადოსანი გოგონები, ხომ, ყოველთვის უყვარდებათ ბიჭებს! მერე ყველას მოუნდომებია მასთან დაახლოება, დამეგობრება, მის გვერდით დაჯდომა, თუნდაც იმიტომ, რომ კარგად გადაეწერათ მისგან. ქალბატონი მარიკა მიყვებოდა, მან და მისმა ორმა მეგობარმა გოგონამ - ირა ასათიანმა და ჟუჟუნა ლეჟავამ როგორ შექმნეს ჯგუფი "კანარა" - მარი-კა, ჟუჟუ-ნა და ი-რა. წარმოიდგენდით, რომ მეექვსეკლასელი მარიკა ლორთქიფანიძე "შატალოზეც" დადიოდა და თანაკლასელ გოგონებთან ერთად ჟურნალსაც იპარავდა? მაღალ კლასებში კი მეგობრებთან ერთად საიდუმლო ორგანიზაციას აყალიბებდა და იმ ეპოქის გადასახლებებისა და დახვრეტების მიუხედავად, იმჟამინდელი სახელმწიფოს წყობაზე უშიშრად საუბრობდა, ლანძღავდა კომუნისტებს, სტალინს, ბერიას და პროკლამაციებსაც კი გააკრავდა, ამხანაგის მამას რომ არ წაესწრო და შეეჩერებინა მეამბოხე ბავშვები!

ყველაფრის მიუხედავად, ძალიან წარჩინებული მოსწავლე ყოფილა: მერე და მერე, როგორიც მეჯავრებოდა, სწორედ ისეთი ფრიადოსანი ვიყავიო, - ამბობდა. გაკვეთილის უსწავლელად, თურმე, არაფრით წავიდოდა სკოლაში. ხშირად ავადმყოფობდა და ბავშვები შინ აკითხავდნენ, დავალებები რომ ჩაეწერინებიათ. თვითონ კი, ცუდად მყოფიც მეცადინეობდა.

ბატონი ოთარი იხსენებდა: ჩვენი თავშეყრის ადგილი მარიკას საშინლად პატარა ბინა იყო. არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავდა - დეიდა ნინა და ძია დავითი. ვთამაშობდით "ბრის ილი მიაუს" ან ბოთლს ვატრიალებდით და ვისი მიმართულებითაც გაჩერდებოდა, დამტრიალებელს მისთვის უნდა ეკოცნა. მაშინ კოცნა ასეთი იოლი კი არ იყო, დღეს რომ არისო!

ქალბატონ მარიკას შინ პატეფონიც ჰქონია, რაც იმხანად დიდი იშვიათობა იყო. ფირფიტებიც ჰქონდათ და ღამეებს ათენებდნენ "ტანგოსა" და "ფოქსტროტის" ცეკვაში...

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი