პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მტკვრის პირას ნაპოვნი ახალგაზრდას ცხედარს, დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება - რას ყვება თვითმხილველი
მტკვრის პირას ნაპოვნი ახალგაზრდას ცხედარს, დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება - რას ყვება თვითმხილველი

8 იან­ვარს, მტკვრის ნა­პი­რას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს. 20 წლამ­დე ბიჭი მოკ­ლუ­ლია - მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ყე­ლის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა. ახალ­გაზ­რდას ოჯა­ხი თით­ქმის ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლი ყვე­ბა, ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა სა­ღა­მოს, და­ახ­ლო­ე­ბით 18:00 სა­ა­თის­თვის იპო­ვეს:

"მაშ­ვე­ლებ­მა ამო­იყ­ვა­ნეს. ექ­სპერ­ტე­ბიც იყ­ვნენ და შე­ა­მოწ­მეს ცხე­და­რი. ნა­ცე­მი იყო თუ არა, არ ვი­ცით, ჩვენ არ გვა­ნა­ხეს ახ­ლო­დან, პო­ლი­ცი­ე­ლებს ლენ­ტი ჰქონ­დათ გაბ­მუ­ლი და არა­ვის უშ­ვებ­დნენ. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ გვა­მი ამო­ას­ვე­ნეს მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე" - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ინგა ჩახ­ვაშ­ვი­ლი პოსტს ავ­რცე­ლებს:

"ჩემი კლა­სე­ლის შვი­ლი 29 დე­კემ­ბერს სახ­ლი­დან გა­ვი­და და კვი­რა­ზე მეტ­ხანს და­კარ­გუ­ლი იყო. ვფიქ­რობ­დი, ოღონდ კი გა­მოჩ­ნდეს, რო­გორ­მე, ნე­ბის­მი­ე­რი სი­მარ­თლით, ოღონდ ეს გა­ურ­კვევ­ლო­ბა დამ­თავ­რდეს-მეთ­ქი. ახლა გა­ვი­გე, უპო­ვი­ათ, მტკვრის პი­რას, ყელ­გა­მოჭ­რი­ლი, ნა­წა­მე­ბი... და ისევ იმ ბრმა იმედს ვნატ­რობ, იმ გა­ურ­კვევ­ლო­ბას რომ ახ­ლდა...

ღმერ­თო, ნა­თელ­ში ამ­ყო­ფე მისი სული. მის მშობ­ლებს კი გაძ­ლე­ბა მი­ე­ცი ამ დიდი ტკი­ვი­ლის, სამ­ყა­როს­ხე­ლა სი­ცა­რი­ე­ლის დათ­მე­ნის. გული მე­წუ­რე­ბა, ღვთის­ნი­ერ, წე­სი­ერ ადა­მი­ანს, ჩემს ნა­თელ, მზე­სა­ვით მე­გო­ბარს რა­ტომ უნდა და­ტყდო­მო­და თავს ამ­ხე­ლა გან­საც­დე­ლი..." - წერს ჩახ­ვაშ­ვი­ლი.

მტკვრის პირას ნაპოვნი ახალგაზრდას ცხედარს, დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება - რას ყვება თვითმხილველი

მტკვრის პირას ნაპოვნი ახალგაზრდას ცხედარს, დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება - რას ყვება თვითმხილველი

8 იანვარს, მტკვრის ნაპირას ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 20 წლამდე ბიჭი მოკლულია - მას დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება. ახალგაზრდას ოჯახი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც თვითმხილველი ყვება, ცხედარი მაშველებმა საღამოს, დაახლოებით 18:00 საათისთვის იპოვეს:

"მაშველებმა ამოიყვანეს. ექსპერტებიც იყვნენ და შეამოწმეს ცხედარი. ნაცემი იყო თუ არა, არ ვიცით, ჩვენ არ გვანახეს ახლოდან, პოლიციელებს ლენტი ჰქონდათ გაბმული და არავის უშვებდნენ. ჩვენ დავინახეთ, რომ გვამი ამოასვენეს მდინარის ნაპირზე" - ამბობს თვითმხილველი.

იხილეთ ვიდეო

ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინტერნეტმომხმარებელი ინგა ჩახვაშვილი პოსტს ავრცელებს:

"ჩემი კლასელის შვილი 29 დეკემბერს სახლიდან გავიდა და კვირაზე მეტხანს დაკარგული იყო. ვფიქრობდი, ოღონდ კი გამოჩნდეს, როგორმე, ნებისმიერი სიმართლით, ოღონდ ეს გაურკვევლობა დამთავრდეს-მეთქი. ახლა გავიგე, უპოვიათ, მტკვრის პირას, ყელგამოჭრილი, ნაწამები... და ისევ იმ ბრმა იმედს ვნატრობ, იმ გაურკვევლობას რომ ახლდა...

ღმერთო, ნათელში ამყოფე მისი სული. მის მშობლებს კი გაძლება მიეცი ამ დიდი ტკივილის, სამყაროსხელა სიცარიელის დათმენის. გული მეწურება, ღვთისნიერ, წესიერ ადამიანს, ჩემს ნათელ, მზესავით მეგობარს რატომ უნდა დატყდომოდა თავს ამხელა განსაცდელი..." - წერს ჩახვაშვილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ