პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს სხეულზე გაჩენილი პიგმენტური ლაქები
რა დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს სხეულზე გაჩენილი პიგმენტური ლაქები

კან­ზე პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბის გა­ჩე­ნა, რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ნე­ბის­მი­ერ ასაკ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუ ისი­ნი ახალ­გაზ­რდას გა­უჩ­ნდა, აქ ბევ­რი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს, მათ შო­რის, ერთ-ერთი სა­ეჭ­ვო და უხა­რის­ხო კოს­მე­ტი­კა, რო­მე­ლიც კან­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს. ამი­ტომ მისი ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია...

პრობ­ლე­მა­ზე მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, დერ­მა­ტო­ვე­ნე­რო­ლო­გი, კლი­ნი­კა "კა­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ირაკ­ლი კუ­ტა­ლია გვე­სა­უბ­რე­ბა.

"კან­ზე პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბის გა­მომ­წვე­ვი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­შემ­წყო­ბი მი­ზე­ზია - მზე და კლი­მა­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი. პიგმენ­ტურ ლა­ქებ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ორი ფაქ­ტო­რი: დე­პიგმენ­ტა­ცია და ჰი­პერ­პიგმენ­ტა­ცია. დე­პიგმენ­ტა­ცია ნიშ­ნავს გა­ღი­ა­ვე­ბულ გა­მო­თეთ­რე­ბულ ლა­ქას. ჰი­პერ­პიგმენ­ტა­ცია - გა­მუ­ქე­ბულ ლა­ქას. პიგმენ­ტუ­რი ლა­ქის გა­ჩე­ნას მა­ინ­ცდა­მა­ინც ადა­მი­ა­ნის გარ­კვე­უ­ლი ასა­კი არ იწ­ვევს, ის შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში გაჩ­ნდეს.

- ე.ი. მისი მი­ზე­ზი მა­ინ­ცდა­მა­ინც და­ბე­რე­ბა არ არის?

- დიახ, ეს არ არის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, თუმ­ცა ასაკ­თან ერ­თად, ლა­ქე­ბის გა­ჩე­ნის რის­კი სი­ბე­რე­ში იზ­რდე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­შემ­წყო­ბი მი­ზე­ზია მზე და კლი­მა­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი.

- რაზე მი­უ­თი­თებს ხე­ლებ­ზე, ტან­ზე, თუნ­დაც სა­ხე­ზე გა­ჩე­ნი­ლი პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბი?

- ზო­გა­დად გა­ჩე­ნი­ლი პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბი მრავ­ლის მა­უ­წყე­ბე­ლია, - ვი­ტი­ლი­გო, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, ხა­სი­ათ­დე­ბა ხე­ლებ­ზე და დე­პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბის გა­ჩე­ნით, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს ასა­კობ­რი­ვი ლენ­ტი­გო, რო­მე­ლიც ჰი­პერ­პიგმენ­ტა­ცი­ით ხა­სი­ათ­დე­ბა.

ტან­ზე ძი­რი­თა­დად ბევრ და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ა­თებს ლა­ქე­ბის გა­ჩე­ნა, მა­გა­ლი­თად, ნა­ირ­ფე­რი პი­ტი­რი­ა­ზი, რო­მე­ლიც სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბაა, ასე­ვე თეთ­რი ლი­ქე­ნი, დე­პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, სე­ბო­რე­უ­ლი კე­რა­ტო­ზი და ჰი­პერ­პიგმენ­ტა­ცი­ით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. სა­ხე­ზე პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბით ლენ­ტი­გო ხა­სი­ათ­დე­ბა, რო­მე­ლიც ასა­კობ­რი­ვია და ვი­ზუ­ა­ლუ­რად ღია ყა­ვის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

- უხა­რის­ხო კოს­მე­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა ხომ არ პრო­ვო­ცი­რებს კა­ნის ამ და­ა­ვა­დე­ბას?

- რა თქმა უნდა, პრო­ვო­ცი­რებს. ამი­ტომ ის ყუ­რა­დღე­ბით უნდა შე­ირ­ჩეს. სა­ერ­თოდ, კა­ნის მოვ­ლა სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სია, ამას­თან, მზის­გან დამ­ცა­ვი ყვე­ლა კრე­მის გა­მო­ყე­ნე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა.

- რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ, რა უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ კან­ზე პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბი არ გაჩ­ნდეს?

- ნე­ბის­მი­ე­რი ლა­ქის გა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, დრო­უ­ლად მი­მარ­თეთ ექიმ-დერ­მა­ტო­ლოგს, გახ­სოვ­დეთ, რომ დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა, პრობ­ლე­მის იო­ლად გა­დაჭ­რის სა­შუ­ა­ლე­ბაა.

- მკურ­ნა­ლო­ბის რა მე­თო­დე­ბი არ­სე­ბობს?

- სა­კი­თხი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, მკურ­ნა­ლო­ბა პა­ცი­ენტს დი­აგ­ნო­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ენიშ­ნე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ხოლო კი­თხვა­ზე - მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დგომ ქრე­ბა თუ არა პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბი, ამა­ზე ასე­თი პა­სუ­ხი არ­სე­ბობს, - გა­აჩ­ნია დი­აგ­ნოზს... მოკ­ლედ, ექიმ­თან დრო­უ­ლი ვი­ზი­ტი არას­დროს გა­და­დოთ და გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
4

რა შუაშია უხარისხო კოსმეტიკა სხეულის სხვადასხვა მიდამიში პიგმენტაციასთან. თქვენ უარყოფთ რომ შინაგანი ორგანოების დაზიანება იწვევს კანზე პიგმენტებს? არც გიხსენებიათ, ისევე როგორც თქვენს კლინიკაში ყველაფერზე გაიძახიან, ეს არაფერია, გაივლის... სად დახელოვნდით?

ქეთი
2

შეგიძლიად მიპასუხოდ ნაავარიევ ფეხზე გამიჩნდა ყავისფერი ლაქები კოჭის ტერიტორიაზე და რისი ბრალი იქნება ან როგორ ვიმკურნალო-მადლობას გიხდიდ

რა დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს სხეულზე გაჩენილი პიგმენტური ლაქები

რა დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს სხეულზე გაჩენილი პიგმენტური ლაქები

კანზე პიგმენტური ლაქების გაჩენა, როგორც ექიმები ამბობენ, ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. თუ ისინი ახალგაზრდას გაუჩნდა, აქ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მათ შორის, ერთ-ერთი საეჭვო და უხარისხო კოსმეტიკა, რომელიც კანზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ მისი ხანგრძლივი გამოყენება დაუშვებელია...

პრობლემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატოვენეროლოგი, კლინიკა "კანის" დამფუძნებელი ირაკლი კუტალია გვესაუბრება.

"კანზე პიგმენტური ლაქების გამომწვევი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მიზეზია - მზე და კლიმატური ფაქტორები. პიგმენტურ ლაქებში იგულისხმება ორი ფაქტორი: დეპიგმენტაცია და ჰიპერპიგმენტაცია. დეპიგმენტაცია ნიშნავს გაღიავებულ გამოთეთრებულ ლაქას. ჰიპერპიგმენტაცია - გამუქებულ ლაქას. პიგმენტური ლაქის გაჩენას მაინცდამაინც ადამიანის გარკვეული ასაკი არ იწვევს, ის შეიძლება ნებისმიერ ასაკში გაჩნდეს.

- ე.ი. მისი მიზეზი მაინცდამაინც დაბერება არ არის?

- დიახ, ეს არ არის მთავარი მიზეზი, თუმცა ასაკთან ერთად, ლაქების გაჩენის რისკი სიბერეში იზრდება. მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მიზეზია მზე და კლიმატური ფაქტორები.

- რაზე მიუთითებს ხელებზე, ტანზე, თუნდაც სახეზე გაჩენილი პიგმენტური ლაქები?

- ზოგადად გაჩენილი პიგმენტური ლაქები მრავლის მაუწყებელია, - ვიტილიგო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, ხასიათდება ხელებზე და დეპიგმენტური ლაქების გაჩენით, ასევე შეიძლება იყოს ასაკობრივი ლენტიგო, რომელიც ჰიპერპიგმენტაციით ხასიათდება.

ტანზე ძირითადად ბევრ დაავადებას ახასიათებს ლაქების გაჩენა, მაგალითად, ნაირფერი პიტირიაზი, რომელიც სოკოვანი დაავადებაა, ასევე თეთრი ლიქენი, დეპიგმენტური ლაქებით ხასიათდება, სებორეული კერატოზი და ჰიპერპიგმენტაციით გამოიხატება. სახეზე პიგმენტური ლაქებით ლენტიგო ხასიათდება, რომელიც ასაკობრივია და ვიზუალურად ღია ყავისფერი შეფერილობით გამოიხატება.

- უხარისხო კოსმეტიკის გამოყენება ხომ არ პროვოცირებს კანის ამ დაავადებას?

- რა თქმა უნდა, პროვოცირებს. ამიტომ ის ყურადღებით უნდა შეირჩეს. საერთოდ, კანის მოვლა სწორად შერჩეული საშუალებებით, ჯანსაღი ცხოვრების წესია, ამასთან, მზისგან დამცავი ყველა კრემის გამოყენებაც არ შეიძლება.

- რა რეკომენდაციების მიცემა შეგიძლიათ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კანზე პიგმენტური ლაქები არ გაჩნდეს?

- ნებისმიერი ლაქის გაჩენის შემთხვევაში, დროულად მიმართეთ ექიმ-დერმატოლოგს, გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკა, პრობლემის იოლად გადაჭრის საშუალებაა.

- მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

- საკითხი ინდივიდუალურია, მკურნალობა პაციენტს დიაგნოზიდან გამომდინარე ენიშნება, ინდივიდუალურია. ხოლო კითხვაზე - მკურნალობის შემდგომ ქრება თუ არა პიგმენტური ლაქები, ამაზე ასეთი პასუხი არსებობს, - გააჩნია დიაგნოზს... მოკლედ, ექიმთან დროული ვიზიტი არასდროს გადადოთ და გისურვებთ ჯანმრთელობას.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE