პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნდა იცოდეს თუ არა სკოლამდე ბავშვმა წერა-კითხვა - ფსიქოლოგის რეკომენდაცია
უნდა იცოდეს თუ არა სკოლამდე ბავშვმა წერა-კითხვა - ფსიქოლოგის რეკომენდაცია

სა­ბავ­შვო ბა­ღის შერ­ჩე­ვი­სას ბევ­რი მშო­ბე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ბაღს, სა­დაც წი­ნა­სას­კო­ლო პროგ­რა­მა ინ­ტენ­სი­უ­რია და სკო­ლა­ში მის­ვლამ­დე ბავ­შვი ბევრ რა­მეს აით­ვი­სებს - მათ შო­რის, ასო­ე­ბის წე­რას, შეკ­რე­ბას, გა­მოკ­ლე­ბას, უცხო ენებს...

კერ­ძო ბა­ღე­ბის დიდ ნა­წილ­ში სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შვე­ბი სწავ­ლო­ბენ შეკ­რე­ბა-გა­მოკ­ლე­ბას, ასო­ე­ბის წე­რა­სა და კი­თხვას, ის­ტო­რი­ას, ჭად­რაკს, ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებს.

რამ­დე­ნად სწო­რია, დავ­ტვირ­თოთ ბავ­შვი სხვა­დას­ხვა საგ­ნით სკო­ლამ­დე და რა უნდა იცო­დეს ბავ­შვმა 5-6 წლის ასაკ­ში, AMBEBI.GE ფსი­ქო­ლოგ ნატა მე­ფა­რიშ­ვილს ესა­უბ­რა.

"წი­ნას­წარ ნას­წავ­ლი მა­სა­ლით მშობ­ლე­ბი პირ­ველ კლას­ში სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას უკარ­გა­ვენ ბავ­შვს. ამას­თან, ბავ­შვებს არა­თა­ნა­ბა­რი ცოდ­ნა აქვთ - ზოგი და­დის პრე­ს­ქულ­ში, ზოგი არა, ზოგ­მა იცის კი­თხვა, ზოგ­მა არა და ამი­ტომ, მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა ძა­ლი­ან სჭირს მათ­თვის, ვი­საც უკვე ყვე­ლა­ფე­რი ნას­წავ­ლი აქვს. ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, იმა­ვე მა­სა­ლას გა­დის" - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი წი­ნა­სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათ შო­რის, ხე­ლის ნა­ტი­ფი მოძ­რა­ო­ბე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად - ხა­ზე­ბის გავ­ლე­ბა, მო­ნა­ხა­ზე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და არა ასო­ე­ბის წერა.

"შე­საძ­ლოა, ბავ­შვს შე­ეძ­ლოს ასო­ე­ბის ცნო­ბა, თუმ­ცა კი­თხვა არ უნდა იცო­დეს. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა არ­სე­ბობს პრე­ს­ქუ­ლის­თვის, რო­მე­ლიც არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სკო­ლის პირ­ველ და მე­ო­რე კლა­სის მა­სა­ლას. უნდა იყოს თა­მაშ­ზე, ხატ­ვა­სა და გა­ფე­რა­დე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამ თვალ­საზ­რი­სით, ჩვენ­თან ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა პრე­ს­ქუ­ლებ­ში, რად­გან მშობ­ლე­ბის მო­თხოვ­ნაა, ბევ­რი რამ ის­წავ­ლონ ბავ­შვებ­მა, რაც არას­წო­რია. ბავ­შვს ვარ­თმევთ თა­მა­შის დროს და მო­ტი­ვა­ცი­ას საფრ­თხეს ვუქ­მნით," - ამ­ბობს ნატა მე­ფა­რიშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა უცხო ენას, ფსი­ქო­ლო­გი აცხა­დებს, რომ კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია მე­ო­რე ენის სწავ­ლა სკო­ლამ­დელ ასაკ­ში, უცხო ენა კი მხო­ლოდ მას შემ­დეგ უნდა ვას­წავ­ლოთ ბავ­შვს, რაც ქარ­თულ ენას კარ­გად აით­ვი­სებს.

ავტორი:

უნდა იცოდეს თუ არა სკოლამდე ბავშვმა წერა-კითხვა - ფსიქოლოგის რეკომენდაცია

უნდა იცოდეს თუ არა სკოლამდე ბავშვმა წერა-კითხვა - ფსიქოლოგის რეკომენდაცია

საბავშვო ბაღის შერჩევისას ბევრი მშობელი უპირატესობას ანიჭებს ბაღს, სადაც წინასასკოლო პროგრამა ინტენსიურია და სკოლაში მისვლამდე ბავშვი ბევრ რამეს აითვისებს - მათ შორის, ასოების წერას, შეკრებას, გამოკლებას, უცხო ენებს...

კერძო ბაღების დიდ ნაწილში სკოლამდელი ასაკის ბავშვები სწავლობენ შეკრება-გამოკლებას, ასოების წერასა და კითხვას, ისტორიას, ჭადრაკს, ინგლისურ და რუსულ ენებს.

რამდენად სწორია, დავტვირთოთ ბავშვი სხვადასხვა საგნით სკოლამდე და რა უნდა იცოდეს ბავშვმა 5-6 წლის ასაკში, AMBEBI.GE ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილს ესაუბრა.

"წინასწარ ნასწავლი მასალით მშობლები პირველ კლასში სწავლის მოტივაციას უკარგავენ ბავშვს. ამასთან, ბავშვებს არათანაბარი ცოდნა აქვთ - ზოგი დადის პრესქულში, ზოგი არა, ზოგმა იცის კითხვა, ზოგმა არა და ამიტომ, მოტივაციის ამაღლება ძალიან სჭირს მათთვის, ვისაც უკვე ყველაფერი ნასწავლი აქვს. ის, ფაქტობრივად, იმავე მასალას გადის" - ამბობს ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, არსებობს უამრავი წინასასკოლო აქტივობა, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, ხელის ნატიფი მოძრაობების გასავითარებლად - ხაზების გავლება, მონახაზების შესრულება და არა ასოების წერა.

"შესაძლოა, ბავშვს შეეძლოს ასოების ცნობა, თუმცა კითხვა არ უნდა იცოდეს. ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა არსებობს პრესქულისთვის, რომელიც არ ითვალისწინებს სკოლის პირველ და მეორე კლასის მასალას. უნდა იყოს თამაშზე, ხატვასა და გაფერადებაზე ორიენტირებული. ამ თვალსაზრისით, ჩვენთან ძალიან სერიოზული პრობლემაა პრესქულებში, რადგან მშობლების მოთხოვნაა, ბევრი რამ ისწავლონ ბავშვებმა, რაც არასწორია. ბავშვს ვართმევთ თამაშის დროს და მოტივაციას საფრთხეს ვუქმნით," - ამბობს ნატა მეფარიშვილი.

რაც შეეხება უცხო ენას, ფსიქოლოგი აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მეორე ენის სწავლა სკოლამდელ ასაკში, უცხო ენა კი მხოლოდ მას შემდეგ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რაც ქართულ ენას კარგად აითვისებს.

"სინდისიც კარგი საქონელია!..." - რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღასა და "ლოკდაუნთან" დაკავშირებით?

პიკეტირება ყველა ქალაქში, ავტობანის დაკეტვა... - რა გეგმა აქვთ "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, თუ ხელისუფლება "არ გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯს"?

"მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი... სამაგალითოა მისი გამბედაობა" - რას წერს ნინო წილოსანი "ფეისბუქზე"?