სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავიძინეთ თბილისში და გავიღვიძეთ ლონდონში" - რამ გამოიწვია ქალაქში ნისლი
"დავიძინეთ თბილისში და გავიღვიძეთ ლონდონში" - რამ გამოიწვია ქალაქში ნისლი

7 იან­ვარს, სა­ღა­მოს თბი­ლის­ში ჩა­მო­წო­ლილ­მა უჩ­ვე­უ­ლო ნისლმა დე­და­ქა­ლა­ქე­ლე­ბი და­აბ­ნია. დაბ­ნე­უ­ლო­ბას­თან ერ­თად, ამან აე­რო­პორ­ტის მგზავ­რებს დიდი დის­კომ­ფორ­ტიც შე­უქ­მნა: ძლი­ე­რი ნის­ლის გამო თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი­დან 10 ფრე­ნა გა­უქ­მდა - თე­ი­რა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უქ­მდა 2 ფრე­ნა, სტამ­ბო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით - 5, მი­უნ­ხე­ნის, ბა­ქო­სა და დუ­ბა­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით თითო-თითო ფრე­ნა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი სტა­ტუ­სი და­ი­წე­რა და კი­თხვა და­ის­ვა, რამ გა­მო­იწ­ვია ქა­ლაქ­ში ნის­ლი. ნის­ლი­ან­მა თბი­ლის­მა ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი რო­მან­ტი­კი­სა და ლონ­დო­ნუ­რი გან­წყო­ბის ხა­სი­ათ­ზე მო­იყ­ვა­ნა:

"ლონ­დო­ნია რა... მე ასე­თი ნის­ლი მარ­ტო კო­ნან დო­ილ­თან მახ­სოვს. პატ­რულ­მა გა­მა­ჩე­რა, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით და რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა ლესტრე­ი­დი ან გრეგ­სო­ნი იქ­ნე­ბო­და გვა­რად"

"თბი­ლის­ში ასე­თი ნის­ლი პირ­ვე­ლად ვნა­ხე ცხოვ­რე­ბა­ში... თან დიდ დი­ღომ­ში - ქა­რე­ბის საბ­რძა­ნე­ბელ­ში შე­მო­ი­პა­რა ნის­ლი... ჰო, და ზღარ­ბი შემ­ხვდა ფუ­თით, დათვს ეძებ­და..."

"დღეს ისე­თი ლა­მა­ზი და დი­ა­დი იყო ნის­ლი. ვი­ჯე­ქი, ყა­ვის ჭი­ქით ხელ­ში, და გავ­ცქე­რო­დი მის მო­ახ­ლო­ე­ბას. ვხე­დავ­დი რო­გორ ჩა­მო­დი­ო­და ცი­დან და შა­რა­ვან­დე­დად ეფი­ნე­ბო­და ამ ცივ და ნეს­ტი­ან მი­წას. მალე მის­მა სი­თეთ­რემ ყვე­ლა სხვა ფერი შთან­თქა, ყვე­ლა სხვა ფერ­ზე აღ­ზევ­და..."

"ამ­ხე­ლა მო­ვი­ყა­რე და ასე­თი ჯა­დოს­ნუ­რი ნის­ლი თბი­ლის­ში კი არა, სა­ერ­თოდ არ მი­ნა­ხავს"

"და­ვი­ძი­ნეთ თბი­ლის­ში და გა­ვიღ­ვი­ძეთ ლონ­დონ­ში" - წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ფე­ის­ბუქ­ში.

და­ვინ­ტე­რეს­დით, რე­ა­ლუ­რად რამ გა­მო­იწ­ვია თბი­ლის­ში ნის­ლი­ა­ნო­ბა, მით უმე­ტეს, რომ ეს ბოლო თვე­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. რო­გორც გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, თბი­ლის­ში ძლი­ე­რი ნის­ლის მი­ზე­ზი კას­პი­ის ზღვი­დან შე­მო­სუ­ლი ნო­ტიო და შე­და­რე­ბით ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბი გახ­და.

"ყვე­ლა მოვ­ლე­ნას აქვს თა­ვის მი­ზე­ზი. შე­მოდ­გო­მა­სა და ზამ­თარ­ში ნის­ლი­ა­ნი ამინ­დი ხში­რად ფიქ­სირ­დე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, როცა კას­პი­ის ზღვი­დან ვრცელ­დე­ბა ნო­ტიო და შე­და­რე­ბით ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბი და ძა­ლი­ან მა­ღა­ლია სი­ნო­ტი­ვე. ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­ტრას­ტი, მა­ღა­ლი სი­ნო­ტი­ვე - ეს ყვე­ლა ფაქ­ტო­რი ერ­თად იწ­ვევს ნისლს. ნის­ლი ჩვენ ამ კვი­რის პროგ­ნოზ­შიც გვქონ­და და ეს სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. რა თქმა უნდა, შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია და სა­შიშ მოვ­ლე­ნად ით­ვლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ავი­ა­ცი­ის­თვის", - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ.

მთა­ვა­რი ფოტო: ქეთი ტო­რი­აშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"დავიძინეთ თბილისში და გავიღვიძეთ ლონდონში" - რამ გამოიწვია ქალაქში ნისლი

"დავიძინეთ თბილისში და გავიღვიძეთ ლონდონში" - რამ გამოიწვია ქალაქში ნისლი

7 იანვარს, საღამოს თბილისში ჩამოწოლილმა უჩვეულო ნისლმა დედაქალაქელები დააბნია. დაბნეულობასთან ერთად, ამან აეროპორტის მგზავრებს დიდი დისკომფორტიც შეუქმნა: ძლიერი ნისლის გამო თბილისის აეროპორტიდან 10 ფრენა გაუქმდა - თეირანის მიმართულებით გაუქმდა 2 ფრენა, სტამბოლის მიმართულებით - 5, მიუნხენის, ბაქოსა და დუბაის მიმართულებით თითო-თითო ფრენა.

სოციალურ ქსელში უამრავი სტატუსი დაიწერა და კითხვა დაისვა, რამ გამოიწვია ქალაქში ნისლი. ნისლიანმა თბილისმა ფეისბუქ-მომხმარებლები რომანტიკისა და ლონდონური განწყობის ხასიათზე მოიყვანა:

"ლონდონია რა... მე ასეთი ნისლი მარტო კონან დოილთან მახსოვს. პატრულმა გამაჩერა, პროფილაქტიკის მიზნით და რატომღაც მეგონა ლესტრეიდი ან გრეგსონი იქნებოდა გვარად"

"თბილისში ასეთი ნისლი პირველად ვნახე ცხოვრებაში... თან დიდ დიღომში - ქარების საბრძანებელში შემოიპარა ნისლი... ჰო, და ზღარბი შემხვდა ფუთით, დათვს ეძებდა..."

"დღეს ისეთი ლამაზი და დიადი იყო ნისლი. ვიჯექი, ყავის ჭიქით ხელში, და გავცქეროდი მის მოახლოებას. ვხედავდი როგორ ჩამოდიოდა ციდან და შარავანდედად ეფინებოდა ამ ცივ და ნესტიან მიწას. მალე მისმა სითეთრემ ყველა სხვა ფერი შთანთქა, ყველა სხვა ფერზე აღზევდა..."

"ამხელა მოვიყარე და ასეთი ჯადოსნური ნისლი თბილისში კი არა, საერთოდ არ მინახავს"

"დავიძინეთ თბილისში და გავიღვიძეთ ლონდონში" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები ფეისბუქში.

დავინტერესდით, რეალურად რამ გამოიწვია თბილისში ნისლიანობა, მით უმეტეს, რომ ეს ბოლო თვეში პირველი შემთხვევა არ არის. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, თბილისში ძლიერი ნისლის მიზეზი კასპიის ზღვიდან შემოსული ნოტიო და შედარებით ცივი ჰაერის მასები გახდა.

"ყველა მოვლენას აქვს თავის მიზეზი. შემოდგომასა და ზამთარში ნისლიანი ამინდი ხშირად ფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში, როცა კასპიის ზღვიდან ვრცელდება ნოტიო და შედარებით ცივი ჰაერის მასები და ძალიან მაღალია სინოტივე. ტემპერატურული კონტრასტი, მაღალი სინოტივე - ეს ყველა ფაქტორი ერთად იწვევს ნისლს. ნისლი ჩვენ ამ კვირის პროგნოზშიც გვქონდა და ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. რა თქმა უნდა, შემაწუხებელია და საშიშ მოვლენად ითვლება, განსაკუთრებით ავიაციისთვის", - განუცხადა AMBEBI.GE სვეტლანა ნიორაძემ.

მთავარი ფოტო: ქეთი ტორიაშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი