რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, კართან ახალშობილი ჩვილი ნახეს. ბავშვი სამართალდამცავებმა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით კლინიკა "რუსთავის" ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ბიჭუნას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.