მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდატეხის ასაკის 5 საყურადღებო ნიშანი, რაც მშობელს არ უნდა გამორჩეს
გარდატეხის ასაკის 5 საყურადღებო ნიშანი, რაც მშობელს არ უნდა გამორჩეს

12-13 წლის ასაკ­ში ბავ­შვე­ბი მშობ­ლებს დიდ თავ­სა­ტეხს უჩე­ნენ: "ისე­თი წყნა­რი, მშვი­დი, ნორ­მა­ლუ­რი ბავ­შვი იყო, ახლა რა და­ე­მარ­თა? ვე­ღარ ვცნობთ"... ამ ასაკ­ში ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მში მთე­ლი რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ფო­ნის ცვლი­ლე­ბებ­თან ერ­თად ირ­ღვე­ვა ში­ნა­გა­ნი წო­ნას­წო­რო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი აი­სა­ხე­ბა ბავ­შვის ხა­სი­ათ­ზე, ეს კი მშობ­ლებს აში­ნებს. ამ პე­რი­ოდს ჰქვია გარ­და­ტე­ხის კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი. მო­ზარ­დი იწყებს სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბას და ეძებს კი­თხვა­ზე პა­სუხს - "ვინ ვარ მე? და რა­ტომ ვარ ამ ქვე­ყა­ნა­ზე". მი­ღე­ბულ­მა პა­სუ­ხებ­მა შე­იძ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს მის მთელ შემ­დგომ ცხოვ­რე­ბა­ზე. რა უნდა იცოდ­ნენ მშობ­ლებ­მა გარ­და­ტე­ხის ასა­კის შე­სა­ხებ, რათა გა­გე­ბით მო­ე­კი­დონ მო­ზარ­დის პრობ­ლე­მებს და აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად და­ეხ­მა­რონ მათ.

1. აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლო­ბა, ყვი­რი­ლის მტკივ­ნე­უ­ლად აღ­ქმა.

12-13 წლის ასაკ­ში მო­ზარ­დი შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ღი­ზი­ა­ნოს ნე­ბის­მი­ერ­მა წვრილ­მან­მა: დე­დამ მის­ცა სხვა კაბა, სხვა­ნა­ი­რად შე­ხე­და, არ შე­ა­ფა­სა მისი ჩაც­მუ­ლო­ბა, მა­მამ და­უყ­ვი­რა და ა.შ. ნე­გა­ტი­ურ ემო­ცი­ებს იწ­ვევს ნე­ბის­მი­ე­რი კრი­ტი­კა. რჩე­ვა შე­იძ­ლე­ბა იყოს მხო­ლოდ ერთი: მშობ­ლე­ბი უნდა აღი­ჭურ­ვონ მოთ­მი­ნე­ბით, ერ­თად და მშვი­დად გა­დაჭ­რან პრობ­ლე­მა.

2. სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­კეტ­ვა, დეპ­რე­სია.

მშობ­ლე­ბი ამ­ჩნე­ვენ, რომ ბავ­შვი ხში­რად გან­მარ­ტოვ­დე­ბა, მას მარ­ტო ყოფ­ნა სურს. ესეც გარ­და­ტე­ხის პე­რი­ო­დის ერთ-ერთი ნი­შა­ნია. ეცა­დეთ გა­ე­სა­უბ­როთ, რო­გორც თქვენს ტოლს. იყა­ვით ტაქ­ტი­ა­ნი და დე­ლი­კა­ტუ­რი. თუ მისი ნდო­ბა მო­ი­პო­ვეთ, ეცა­დეთ არ და­კარ­გოთ. არ და­არ­ღვი­ოთ მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი: ის, რაც გა­გან­დეს თქვენ, არ უნდა იქ­ცეს სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან გან­ხილ­ვის თე­მად. თუკი ბავ­შვმა სა­ი­დუმ­ლო გა­გან­დოთ, ეს სა­ი­დუმ­ლოდ უნდა დარ­ჩეს.

3. გა­ურ­ბის მშობ­ლებ­თან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბას.

ამის­თვი­საც მზად უნდა იყოთ. გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში მშობ­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტი შე­იძ­ლე­ბა კი­დეც და­ე­ცეს მის თვალ­ში. მათ უჩ­ნდე­ბათ კერ­პე­ბი თა­ნა­ტო­ლებს შო­რის, უჩ­ნდე­ბათ ინ­ტე­რე­სი სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან. მე­ტად იზი­დავთ ისე­თი შეკ­რე­ბე­ბი, სა­დაც არ არი­ან უფ­რო­სე­ბი. თა­ნა­ტო­ლებ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბას ვერ აუკ­რძა­ლავთ. უნდა ეცა­დოთ, ასეთ დროს ბავ­შვის თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იყოს გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. შეს­თა­ვა­ზეთ სხვა­დას­ხვა წრე­ზე სი­ა­რუ­ლი, რა თქმა უნდა, მისი ინ­ტე­რე­სის შე­სა­ბა­მი­სად. ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი უფრო დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბულს გახ­დის, ნაკ­ლე­ბად ექ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, გა­უჩ­ნდე­ბა ახა­ლი მე­გობ­რე­ბი - რაც და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს მას­ზე.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გარდატეხის ასაკის 5 საყურადღებო ნიშანი, რაც მშობელს არ უნდა გამორჩეს

გარდატეხის ასაკის 5 საყურადღებო ნიშანი, რაც მშობელს არ უნდა გამორჩეს

12-13 წლის ასაკში ბავშვები მშობლებს დიდ თავსატეხს უჩენენ: "ისეთი წყნარი, მშვიდი, ნორმალური ბავშვი იყო, ახლა რა დაემართა? ვეღარ ვცნობთ"... ამ ასაკში ბავშვის ორგანიზმში მთელი რიგი ცვლილებები მიმდინარეობს. ჰორმონალური ფონის ცვლილებებთან ერთად ირღვევა შინაგანი წონასწორობა. ყველაფერი აისახება ბავშვის ხასიათზე, ეს კი მშობლებს აშინებს. ამ პერიოდს ჰქვია გარდატეხის კრიზისული პერიოდი. მოზარდი იწყებს საკუთარი თავის ძიებას და ეძებს კითხვაზე პასუხს - "ვინ ვარ მე? და რატომ ვარ ამ ქვეყანაზე". მიღებულმა პასუხებმა შეიძლება იმოქმედოს მის მთელ შემდგომ ცხოვრებაზე. რა უნდა იცოდნენ მშობლებმა გარდატეხის ასაკის შესახებ, რათა გაგებით მოეკიდონ მოზარდის პრობლემებს და აუცილებლობის შემთხვევაში დროულად დაეხმარონ მათ.

1. აგრესიულობა, გაღიზიანებულობა, ყვირილის მტკივნეულად აღქმა.

12-13 წლის ასაკში მოზარდი შეიძლება გააღიზიანოს ნებისმიერმა წვრილმანმა: დედამ მისცა სხვა კაბა, სხვანაირად შეხედა, არ შეაფასა მისი ჩაცმულობა, მამამ დაუყვირა და ა.შ. ნეგატიურ ემოციებს იწვევს ნებისმიერი კრიტიკა. რჩევა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი: მშობლები უნდა აღიჭურვონ მოთმინებით, ერთად და მშვიდად გადაჭრან პრობლემა.

2. საკუთარ თავში ჩაკეტვა, დეპრესია.

მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვი ხშირად განმარტოვდება, მას მარტო ყოფნა სურს. ესეც გარდატეხის პერიოდის ერთ-ერთი ნიშანია. ეცადეთ გაესაუბროთ, როგორც თქვენს ტოლს. იყავით ტაქტიანი და დელიკატური. თუ მისი ნდობა მოიპოვეთ, ეცადეთ არ დაკარგოთ. არ დაარღვიოთ მთავარი პრინციპი: ის, რაც გაგანდეს თქვენ, არ უნდა იქცეს სხვა ადამიანებთან განხილვის თემად. თუკი ბავშვმა საიდუმლო გაგანდოთ, ეს საიდუმლოდ უნდა დარჩეს.

3. გაურბის მშობლებთან ერთად დროის გატარებას.

ამისთვისაც მზად უნდა იყოთ. გარდატეხის ასაკში მშობლის ავტორიტეტი შეიძლება კიდეც დაეცეს მის თვალში. მათ უჩნდებათ კერპები თანატოლებს შორის, უჩნდებათ ინტერესი საპირისპირო სქესთან. მეტად იზიდავთ ისეთი შეკრებები, სადაც არ არიან უფროსები. თანატოლებთან დროის გატარებას ვერ აუკრძალავთ. უნდა ეცადოთ, ასეთ დროს ბავშვის თავისუფალი დრო რაციონალურად და მიზანმიმართულად იყოს განაწილებული. შესთავაზეთ სხვადასხვა წრეზე სიარული, რა თქმა უნდა, მისი ინტერესის შესაბამისად. ასეთი აქტივობები უფრო დისციპლინირებულს გახდის, ნაკლებად ექნება თავისუფალი დრო, გაუჩნდება ახალი მეგობრები - რაც დადებითად იმოქმედებს მასზე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"