საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში გარკვეული ქუჩები გადაიკეტება, ასევე დროებით შეიცვლება ავტობუსების მარშრუტები
ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში გარკვეული ქუჩები გადაიკეტება, ასევე დროებით შეიცვლება ავტობუსების მარშრუტები

7 იან­ვარს, სა­შო­ბაო ალი­ლოს მსვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დე­და­ქა­ლაქ­ში გარ­კვე­უ­ლი ქუ­ჩე­ბი გა­და­ი­კე­ტე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი გამ­ზი­რი 14:00 სა­ა­თი­დან, ვარ­დე­ბის მო­ე­და­ნი კი 12:00 სა­ა­თი­დან გა­და­ი­კე­ტე­ბა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი გაც­ნო­ბებთ, რომ 2018 წლის 7 იან­ვარს, სა­შო­ბაო ალი­ლოს მსვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლის­ში გა­და­ი­კე­ტე­ბა შემ­დე­გი ქუ­ჩე­ბი: ვარ­დე­ბის მო­ე­და­ნი - დღის 12:00 სა­ა­თი­დან, ხოლო რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი, პუშ­კი­ნის ქუჩა, ბა­რა­თაშ­ვი­ლის აღ­მარ­თი, ავ­ლაბ­რის მო­ე­და­ნი, მეს­ხიშ­ვი­ლის, გო­ნაშ­ვი­ლის და სამ­რეკ­ლოს ქუ­ჩე­ბი - 14:00 სა­ა­თი­დან. აღ­ნიშ­ნულ ქუ­ჩებ­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა ალი­ლოს დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­ნახ­ლდე­ბა", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ალი­ლოს მსვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დღეს ასე­ვე ავ­ტო­ბუ­სე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი დრო­ე­ბით იც­ვლე­ბა. თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალი­ლოს მსვლე­ლო­ბის გამო, 7 იან­ვარს, 14:00 სა­ა­თი­დან რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი, პუშ­კი­ნი­სა და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბი და ბა­რა­თაშ­ვი­ლის აღ­მარ­თი დრო­ე­ბით და­ი­კე­ტე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ავ­ტო­ბუ­სე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი დრო­ე­ბით შე­იც­ვლე­ბა. კერ­ძოდ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის გახ­სნამ­დე, ავ­ტო­ბუ­სე­ბი მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­სა და ელ­ბა­ქი­ძის აღ­მარ­თის გავ­ლით იმოძ­რა­ვე­ბენ.

მას შემ­დეგ, რაც მსვლე­ლო­ბა ბა­რა­თაშ­ვი­ლის აღ­მართს მი­აღ­წევს, ავ­ლაბ­რი­დან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ავ­ტო­ბუ­სე­ბი ავ­ლაბ­რის მო­ე­დან­ზე დატ­რი­ალ­დე­ბი­ან.

ალი­ლო 7 იან­ვარს, 14:00 სა­ათ­ზე, ტრა­დი­ცი­უ­ლად ვარ­დე­ბის მო­ედ­ნი­დან და­ი­წყე­ბა. მსვლე­ლო­ბა დე­კო­რა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი და სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მიმსგავ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მა­ცხოვ­რის შო­ბის ღა­მეს­თან. კერ­ძოდ, იქ­ნე­ბი­ან მოგ­ვე­ბი, ქუ­რუ­მე­ბი და მწყემ­სე­ბი. შე­მო­წი­რუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი კი ხარ–კა­მე­ჩი­ან ურ­მებ­ზე შეგ­როვ­დე­ბა.

მსვლე­ლო­ბა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, სტი­ქა­როს­ნე­ბი, მგა­ლობ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, შეს­რულ­დე­ბა სა­შო­ბაო სა­გა­ლობ­ლე­ბი.

მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ივ­ლი­ან რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დანს, პუშ­კი­ნი­სა და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩებს. მსვლე­ლო­ბა ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის ტა­ძარ­ში დას­რულ­დე­ბა, სა­დაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი პა­რაკ­ლისს გა­და­იხ­დი­ან.

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში გარკვეული ქუჩები გადაიკეტება, ასევე დროებით შეიცვლება ავტობუსების მარშრუტები

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში გარკვეული ქუჩები გადაიკეტება, ასევე დროებით შეიცვლება ავტობუსების მარშრუტები

7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, დედაქალაქში გარკვეული ქუჩები გადაიკეტება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ცენტრალური გამზირი 14:00 საათიდან, ვარდების მოედანი კი 12:00 საათიდან გადაიკეტება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 2018 წლის 7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები: ვარდების მოედანი - დღის 12:00 საათიდან, ხოლო რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩები - 14:00 საათიდან. აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა ალილოს დასრულებისთანავე განახლდება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, დღეს ასევე ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ალილოს მსვლელობის გამო, 7 იანვარს, 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები და ბარათაშვილის აღმართი დროებით დაიკეტება.

აღნიშნული მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. კერძოდ, რუსთაველის გამზირის გახსნამდე, ავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ელბაქიძის აღმართის გავლით იმოძრავებენ.

მას შემდეგ, რაც მსვლელობა ბარათაშვილის აღმართს მიაღწევს, ავლაბრიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ავლაბრის მოედანზე დატრიალდებიან.

ალილო 7 იანვარს, 14:00 საათზე, ტრადიციულად ვარდების მოედნიდან დაიწყება. მსვლელობა დეკორაციების გამოყენებით, კოსტიუმირებული და სანახაობრივი იქნება, რომელიც მიმსგავსებული იქნება მაცხოვრის შობის ღამესთან. კერძოდ, იქნებიან მოგვები, ქურუმები და მწყემსები. შემოწირული ტკბილეული კი ხარ–კამეჩიან ურმებზე შეგროვდება.

მსვლელობაში სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები მიიღებენ მონაწილეობას, შესრულდება საშობაო საგალობლები.

მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი