პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, აუცილებელია, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას
პატრიარქი - ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, აუცილებელია, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რეს ილია მე­ო­რის აზ­რით, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­ა­ლუ­რი, შე­დე­გის მომ­ტა­ნი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი ერთ-ერ­თია, რო­მელ­საც უწ­მინ­დე­სი სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა და მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დგას.

"მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დგას, ყვე­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა გვმარ­თებს, რათა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მი­სად­მი სწო­რი კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მა გან­ხორ­ცი­ელ­დეს და რე­ა­ლუ­რი, შე­დე­გის მომ­ტა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას.

მა­ინც მწამს, ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც უფ­ლი­სა და ღვთის­მშობ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მფარ­ვე­ლო­ბის ქვე­შაა და რო­მელ­მაც 2000 წლის მან­ძილ­ზე რწმე­ნის­თვის თავ­გან­წირ­ვის მრა­ვა­ლი მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნა, ქრის­ტი­ა­ნო­ბის­თვის მებ­რძოლ სულს კვლა­ვაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს და ცხო­ნე­ბის გზას, ათას ქარ­ტე­ხილ­თა მი­უ­ხე­და­ვად, არ და­ტო­ვებს.

ამის იმედს გან­სა­კუთ­რე­ბით მაძ­ლევს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა, სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი და ღვთის­მოყ­ვა­რე ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი. დღეს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მათი ზე­ი­მია და გუ­ლი­თა­დად ვუ­ლო­ცავ და ვლო­ცავ მათ.

ვლო­ცავ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფთ, სნე­ულთ და გა­ჭირ­ვე­ბულთ.

დღე­სას­წა­ულს კი­დევ ერთხელ ვუ­ლო­ცავ ქარ­თვე­ლებს, აფხა­ზებს, ოსებს, ბერ­ძე­ნებს, უკ­რა­ი­ნე­ლებს, რუ­სებს, ებ­რა­ე­ლებს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს, სო­მე­ხებს, უდი­ნებს, იე­ზი­დებს, ქურ­თებს, ინ­გუ­შებს, ჩერ­ქე­ზებს, ჩე­ჩე­ნებს და ლე­კებს, ყო­ველ სხვა მკვიდრთ სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა და სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეთ.

მაშ",გან­ვი­შორ­ნეთ უკუე სა­ჭურ­ველ­ნი ბნე­ლი­სა­ნი, რათა შე­ვი­წყნა­როთ დღე აღ­მო­და­ბა­დე­ბი­სა" (იო­ა­ნე თე­სა­ლო­ნი­კე­ლი). "ქრის­ტე იშ­ვე­ბის, ადი­დებ­დეთ! ქრის­ტეს ზე­ცით მო­ვალს, მი­ე­გებ­ვო­დეთ! ქრის­ტე ქვე­ყა­ნა­სა ზედა არს, ამაღ­ლდით!", - ბრძა­ნებს პატ­რი­არ­ქი ეპის­ტო­ლე­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე (2018)

პატრიარქი - ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, აუცილებელია, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას

პატრიარქი - ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, აუცილებელია, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის აზრით, ქვეყანაში შექმნილი დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯების გადადგმა.

აღნიშნული საკითხი ერთ-ერთია, რომელსაც უწმინდესი საშობაო ეპისტოლეში ეხმიანება და მიიჩნევს, რომ საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას.

"მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას.

მაინც მწამს, ქვეყანა, რომელიც უფლისა და ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა და რომელმაც 2000 წლის მანძილზე რწმენისთვის თავგანწირვის მრავალი მაგალითი აჩვენა, ქრისტიანობისთვის მებრძოლ სულს კვლავაც შეინარჩუნებს და ცხონების გზას, ათას ქარტეხილთა მიუხედავად, არ დატოვებს.

ამის იმედს განსაკუთრებით მაძლევს ჩვენი მომავალი თაობა, საოცრად ნიჭიერი და ღვთისმოყვარე ჩვენი ბავშვები. დღეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ზეიმია და გულითადად ვულოცავ და ვლოცავ მათ.

ვლოცავ პატიმრობაში მყოფთ, სნეულთ და გაჭირვებულთ.

დღესასწაულს კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძენებს, უკრაინელებს, რუსებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომეხებს, უდინებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩენებს და ლეკებს, ყოველ სხვა მკვიდრთ საქართველოისა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ.

მაშ, ,,განვიშორნეთ უკუე საჭურველნი ბნელისანი, რათა შევიწყნაროთ დღე აღმოდაბადებისა" (იოანე თესალონიკელი). ,,ქრისტე იშვების, ადიდებდეთ! ქრისტეს ზეცით მოვალს, მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა არს, ამაღლდით!", - ბრძანებს პატრიარქი ეპისტოლეში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (2018)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი