პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარები რომ შეამტვრიეს და ისროლეს, ბავშვი ამას უყურებდა..." - რას ყვება თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სპეცოპერაციის ღამის შესახებ
"კარები რომ შეამტვრიეს და ისროლეს, ბავშვი ამას უყურებდა..." - რას ყვება თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სპეცოპერაციის ღამის შესახებ

პან­კის­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს დაჭ­რი­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მამა, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი მო­ი­თხოვს, მის შვილს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭონ. ამის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

პან­კის­ში დაჭ­რი­ლი 19 წლის ახალ­გაზ­რდის მა­მამ 26 დე­კემ­ბერს მის სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ეპი­ზო­დი კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა.

რო­გორც მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სპეც­რაზ­მე­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც მის მძი­ნა­რე შვილს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, შეც­დო­მა და­უშ­ვეს. მისი თქმით, როცა სპეც­რაზ­მი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში შე­იჭ­რა, თე­მირ­ლანს ხელ­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ეკა­ვა, ეს კი სპეც­რაზ­მელს სა­ვა­რა­უ­დოდ, ხელ­ყუმ­ბა­რა ეგო­ნა, რის შემ­დე­გაც გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სპეც­რაზმმა ამით მძი­მე შეც­დო­მა და­უშ­ვა.

მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის თქმით, გუ­შინ მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა უამ­ბო, თუ რო­გორ და­ვობ­დნენ ერ­თმა­ნეთ­ში სპეც­რაზ­მე­ლე­ბი გას­რო­ლის შემ­დეგ.

წა­ი­კი­თხეთ: "ბი­ნი­დან, სა­დაც ჩა­ტა­ე­ვი იმ­ყო­ფე­ბო­და, ამო­ღე­ბუ­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე" - სუს-ი სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე

"ამ ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არაფ­რის თავი არ მქონ­და. წუ­ხელ დავ­სხე­დით ოჯა­ხი, მე­უღ­ლე­სა და ჩემს ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად გა­ვიხ­სე­ნეთ მთავ­რო­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი უსას­ტი­კე­სი და­ნა­შა­უ­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად, როცა ამ სპეც­რაზ­მე­ლებს ვუ­ყუ­რებ­დი, ვფიქ­რობ­დი, რომ ნე­ტავ რა­ტომ და რის­გან ელოდ­ნენ ასეთ საფრ­თხეს ჩემს ოჯახ­ში. იმ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა კან­კა­ლებ­და და ცახ­ცა­ხებ­და. გას­რო­ლის შემ­დეგ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ზედა სარ­თულ­ზე იყო. კა­რე­ბი რომ შე­ამ­ტვრი­ეს და ის­რო­ლეს, ბავ­შვი ამას უყუ­რებ­და...

ამ დროს ხმა ამო­დი­ო­და, რომ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ერ­თი­მე­ო­რეს აგი­ნებ­დნენ და ია­რა­ღის წარ­თმე­ვას ცდი­ლობ­დნენ. ყო­ველ­თვის ვი­ძახ­დი, რომ მათ ტე­ლე­ფო­ნი ხელ­ყუმ­ბა­რა­ში აე­რი­ათ და იმი­ტომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სრო­ლა. ამის გამო კი ერ­თმა­ნეთ­ში და­ი­წყეს დავა. ამა­ში ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და ვთხოვ სა­ხელ­მწი­ფოს, ნუ აღი­ზი­ა­ნე­ბენ ხალ­ხს და თქვან სი­მარ­თლე, თუ არა­და, ამას მე მა­ინც და­ვამ­ტკი­ცებ. მო­ვი­თხოვ, ჩემს შვილს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭონ", - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვის დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი თბი­ლის­ში - სუს-ი ვი­დე­ო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"კარები რომ შეამტვრიეს და ისროლეს, ბავშვი ამას უყურებდა..." - რას ყვება თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სპეცოპერაციის ღამის შესახებ

"კარები რომ შეამტვრიეს და ისროლეს, ბავშვი ამას უყურებდა..." - რას ყვება თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სპეცოპერაციის ღამის შესახებ

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, მის შვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პანკისში დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდის მამამ 26 დეკემბერს მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის ეპიზოდი კიდევ ერთხელ გაიხსენა.

როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ სპეცრაზმელებმა, რომლებმაც მის მძინარე შვილს ცეცხლი გაუხსნეს, შეცდომა დაუშვეს. მისი თქმით, როცა სპეცრაზმი თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში შეიჭრა, თემირლანს ხელში მობილური ტელეფონი ეკავა, ეს კი სპეცრაზმელს სავარაუდოდ, ხელყუმბარა ეგონა, რის შემდეგაც გასროლა განახორციელა. აქედან გამომდინარე, მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ სპეცრაზმმა ამით მძიმე შეცდომა დაუშვა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, გუშინ მისმა ქალიშვილმა უამბო, თუ როგორ დავობდნენ ერთმანეთში სპეცრაზმელები გასროლის შემდეგ.

წაიკითხეთ: "ბინიდან, სადაც ჩატაევი იმყოფებოდა, ამოღებულია ხელშეკრულება თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე" - სუს-ი სპეცოპერაციაზე

"ამ ათი დღის განმავლობაში არაფრის თავი არ მქონდა. წუხელ დავსხედით ოჯახი, მეუღლესა და ჩემს ქალიშვილთან ერთად გავიხსენეთ მთავრობის მიერ ჩადენილი უსასტიკესი დანაშაული. თავდაპირველად, როცა ამ სპეცრაზმელებს ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ ნეტავ რატომ და რისგან ელოდნენ ასეთ საფრთხეს ჩემს ოჯახში. იმ პერიოდში ყველა კანკალებდა და ცახცახებდა. გასროლის შემდეგ ჩემი ქალიშვილი ზედა სართულზე იყო. კარები რომ შეამტვრიეს და ისროლეს, ბავშვი ამას უყურებდა...

ამ დროს ხმა ამოდიოდა, რომ სპეცრაზმელები ერთიმეორეს აგინებდნენ და იარაღის წართმევას ცდილობდნენ. ყოველთვის ვიძახდი, რომ მათ ტელეფონი ხელყუმბარაში აერიათ და იმიტომ განახორციელეს სროლა. ამის გამო კი ერთმანეთში დაიწყეს დავა. ამაში ვარ დარწმუნებული და ვთხოვ სახელმწიფოს, ნუ აღიზიანებენ ხალხს და თქვან სიმართლე, თუ არადა, ამას მე მაინც დავამტკიცებ. მოვითხოვ, ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ: როგორ გადაადგილდებოდნენ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თბილისში - სუს-ი ვიდეომასალას ავრცელებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ