5 იანვარს ხაშურში, მოსახლეობამ მდინარე სურამულაში ძაღლი შეამჩნია, რომელიც ვერ უმკლავდებოდა დინებას და ნაპირზე ვერ გამოდიოდა.
როდესაც დინებამ ძაღლი ჯებირთან ახლოს მოიტანა, მდინარესთან მამა სებასტიანი ჩავიდა და ძაღლი წყლიდან ამოიყვანა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, თუ როგორ გადაარჩინა ხაშურში, მამა სებასტიანმა ძაღლი მდინარე სურამელაში დახრჩობას. ვიდეო ფეისბუქზე ადგილობრივმა მცხოვრებმა, ეკა ჩუბინიძემ განათავსა კომენტარით: "ვამაყობ ასეთი ადამიანები რომ არსებობენ და ბედნიერი ვარ, ეს ჩემს ქალაქაში ხდება".