მომღერალი ვერა ბრეჟნევა და კომპოზიტორი კონსტანტინ მელაძე უკვე ორი წელია ოფიციალურ ქორწინებაში არიან, თუმცა თაყვანისმცემლებს და მედიას, მათი ერთად ხილვის ბედნიერება იშვიათად აქვთ. წყვილი თითქმის არ ჩნდება ერთად საზოგადოებაში, არ იძლევა ინტერვიუებს და საგულდაგულოდ ემალება პაპარაცებს.
თუმცა, საახალწლოდ ვერამ და კონსტანტინმა ერთობლივი სიმღერით გაახარეს მაყურებელი - წყვილი ერთად გადაიღეს წინასაახალწლო გადაცემაში, სადაც ისინი მღერიან. ბრეჟნევა, როგორც ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურება - 35 წლის ლამაზმანი თეთრ სამოსშია გამოწყობილი და სმოკინგში შემოსილ მეუღლეს ჩრდილავს.
ნაწყვეტი კლიპიდან მელაძის "ინსტაგრამის" გვერდზე დაიდო და რუსი ინტერნეტმომხმარებლების კომენტარების ნაკადი მოყვა. ყველა წერს, რომ მელაძე ახალგაზრდა მეუღლის გვერდით, ძალიან დაბერებული ჩანს, ზოგიერთი მათ მამა-შვილსაც ადარებს.
"ინსტაგრამზე" ასევე გავრცელდა ფოტო საახალწლო გადაცემის ჩაწერიდან, რომელზეც ვერა და კონსტანტინი, ვალერი მელაძესთან და მის პარტნიორთან ალბინა ჯანაბაევასთან ერთად არიან ასახულნი.
"მამა-შვილს გვანან"; "ბოლო დროს მელაძე ძალიან დაღლილი გამოიყურება, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს?"; "ან რაკურსია ცუდი, ან კიდევ ძალიან დაბერდა" - წერენ რუსი ინტერნეტმომხმარებლები.
მომზადებულია cosmo.ru-ს მიხედვით