მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულების ოჯახებს ერთჯერადი კომპენსაცია გადაეცათ
"ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულების ოჯახებს ერთჯერადი კომპენსაცია გადაეცათ

სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დში" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ 10 ოჯახ­ზე ერთჯე­რა­დი კომ­პენ­სა­ცია გა­ი­ცა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სას­ტუმ­როს იუ­რის­ტმა კახა წე­რე­თელ­მა გა­ნუ­ცხა­და.

წე­რეთ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯა­ხებ­თან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კუ­თხით ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე წე­რი­ლო­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი უკვე გა­ფორ­მე­ბუ­ლია, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტი კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით გა­ცე­მულ თან­ხებს არ აკონ­კრე­ტებს.

"და­ვას­რუ­ლეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­თან, კერ­ძოდ 10 ოჯახ­თან, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. წე­რი­ლო­ბი­თი შე­თან­ხმე­ბე­ბი გა­ფორ­მე­ბუ­ლია, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კუ­თხით ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე. თან­ხე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, თუმ­ცა სა­უ­ბა­რია რო­გორც ერთჯე­რად კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე, ასე­ვე გარ­დაც­ვლილ­თა შვი­ლებ­ზე სრულ­წლოვ­ნო­ბის მიღ­წე­ვამ­დე, დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მა­ზე და ასე­ვე მათი უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სწავ­ლის თან­ხის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და კახა წე­რე­თელ­მა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დე­ში" ხან­ძრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ­მა თითო ოჯახ­მა კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 50 ათა­სი დო­ლა­რი მი­ი­ღო.

წა­ი­კი­თხეთ: "ლეო გრან­დში" გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია - 6 მა­მა­კა­ცი სას­ტუმ­როს ფიტ­ნეს-დარ­ბაზ­ში სა­ვარ­ჯი­შოდ იყო მი­სუ­ლი

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთი და­ღუ­პუ­ლის ოჯახს, რომ­ლის წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ არი­ან, ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მათ­თა­ნაც პრაქ­ტი­კუ­ლად დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

"პრაქ­ტი­კუ­ლად დას­რუ­ლე­ბუ­ლია მო­ლა­პა­რა­კე­ბა უცხო­ელ­თა­ნაც, თუმ­ცა დარ­ჩე­ნი­ლია მცი­რე ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბის შემ­დე­გაც მოხ­დე­ბა ასე­ვე მათ­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­ცე­მა", - აღ­ნიშ­ნა კახა წე­რე­თელ­მა.

ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დში" ხან­ძა­რი 2017 წლის 24 ნო­ემ­ბერს გაჩ­ნდა. ხაძ­რის შე­დე­გად 11 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, რო­მელ­თა­გან 10 სა­ქარ­თვე­ლოს და 1 ირა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე იყო, ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო 21 ადა­მი­ა­ნი.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 243-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა ან სხვა მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულების ოჯახებს ერთჯერადი კომპენსაცია გადაეცათ

"ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულების ოჯახებს ერთჯერადი კომპენსაცია გადაეცათ

სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ 10 ოჯახზე ერთჯერადი კომპენსაცია გაიცა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასტუმროს იურისტმა კახა წერეთელმა განუცხადა.

წერეთლის ინფორმაციით, ოჯახებთან მატერიალური კუთხით ზარალის ანაზღაურებაზე წერილობითი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, თუმცა ადვოკატი კომპენსაციის სახით გაცემულ თანხებს არ აკონკრეტებს.

"დავასრულეთ მოლაპარაკებები დაზარალებულებთან, კერძოდ 10 ოჯახთან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. წერილობითი შეთანხმებები გაფორმებულია, მატერიალური კუთხით ზარალის ანაზღაურებაზე. თანხების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა საუბარია როგორც ერთჯერად კომპენსაციაზე, ასევე გარდაცვლილთა შვილებზე სრულწლოვნობის მიღწევამდე, დახმარების გაცემაზე და ასევე მათი უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შემთხვევაში, სწავლის თანხის ანაზღაურებაზე", - განაცხადა კახა წერეთელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო "ლეოგრანდეში" ხანძრის შედეგად დაზარალებულმა თითო ოჯახმა კომპენსაციის სახით 50 ათასი დოლარი მიიღო.

წაიკითხეთ: "ლეო გრანდში" გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია - 6 მამაკაცი სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში სავარჯიშოდ იყო მისული

რაც შეეხება კიდევ ერთი დაღუპულის ოჯახს, რომლის წევრები საქართველოს მოქალაქეები არ არიან, ადვოკატის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მათთანაც პრაქტიკულად დასრულებულია.

"პრაქტიკულად დასრულებულია მოლაპარაკება უცხოელთანაც, თუმცა დარჩენილია მცირე ტექნიკური საკითხები, რომლის მოგვარების შემდეგაც მოხდება ასევე მათთვის კომპენსაციის გაცემა", - აღნიშნა კახა წერეთელმა.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი