პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალური და საბაზრო კურსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
 ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალური და საბაზრო კურსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მიმ­დი­ნა­რე წლის 5 იან­ვრი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სის დად­გე­ნის წეს­ში ცვლი­ლე­ბა შე­დის. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი წე­სით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბლუმ­ბერ­გის სა­ვაჭ­რო სის­ტე­მა­ში ბანკთა­შო­რის ბა­ზარ­ზე ვაჭ­რო­ბის მო­ცუ­ლო­ბა არ აღე­მა­ტე­ბო­და 3 მი­ლი­ონ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის (აშშ) დო­ლარს, ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კურ­სის გა­ან­გა­რი­შე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და წინა დღის გა­რი­გე­ბე­ბიც.

რო­გორც ეროვ­ნულ ბან­კში გან­მარ­ტა­ვენ, ამის გამო იყო იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რი და სა­ბაზ­რო კურ­სი ერ­თმა­ნე­თი­სა­გან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბო­და, რისი მი­ზე­ზიც კონ­კრე­ტულ სა­ვაჭ­რო დღეს ბა­ზარ­ზე და­ბა­ლი აქ­ტი­ვო­ბა იყო. აღ­ნი­შუ­ლი ცვლი­ლე­ბით ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი ლი­მი­ტი გა­ნა­ხევ­რდე­ბა (1.5 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რამ­დე), რის შე­დე­გა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი კურ­სი უფრო მე­ტად და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა სა­ბაზ­როს.

"აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სი ით­ვლე­ბა სა­მუ­შაო დღე­ებ­ში, დღე­ში ერთხელ და წარ­მო­ად­გენს წინა სა­ვაჭ­რო დღეს, სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე, ბლუმ­ბერ­გის სა­ვაჭ­რო სის­ტე­მა­ში და­დე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლო შე­წო­ნილ კურსს, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­ბუ­ღალ­ტრო აღ­რი­ცხვი­სა და ბი­უ­ჯეტ­თან ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში. უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის მიმ­დი­ნა­რე სა­ბაზ­რო კურ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის სხვა­დას­ხვა წყა­რო არ­სე­ბობს. ამი­სათ­ვის ზოგ­ჯერ მი­მარ­თა­ვენ ბლუმ­ბერ­გის ვებ­სა­იტს, რო­მელ­ზეც ქვეყ­ნდე­ბა არა რე­ა­ლუ­რად შემ­დგა­რი გა­რი­გე­ბე­ბის კურ­სე­ბი, არა­მედ ამ სის­ტე­მის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ ვა­ლუ­ტის ყიდ­ვის და გა­ყიდ­ვის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კურ­სე­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ინ­ტერ­ნე­ტის ამ ბმულ­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი კურ­სით გა­რი­გე­ბე­ბი შე­საძ­ლოა სა­ერ­თოდ არ და­ი­დოს. ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კურ­სი კი ით­ვლე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად შემ­დგა­რი გა­რი­გე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. კომ­პა­ნია Bloomberg თა­ვის ვებგ­ვერ­დზე ანა­ლო­გი­უ­რი პრინ­ცი­პით სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ვა­ლუ­ტო კურ­სებ­საც აქ­ვეყ­ნებს.

უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის სა­ბაზ­რო კურ­სზე ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ იმ სა­ი­ტე­ბით, სა­დაც ვა­ლუ­ტის ყიდ­ვის და გა­ყიდ­ვის პე­რი­ო­დუ­ლად გა­ნახ­ლე­ბა­დი კურ­სე­ბი ქვეყ­ნდე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალური და საბაზრო კურსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

 ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალური და საბაზრო კურსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მიმდინარე წლის 5 იანვრიდან ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის წესში ცვლილება შედის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აქამდე არსებული წესით, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობის მოცულობა არ აღემატებოდა 3 მილიონ ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) დოლარს, ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში მონაწილეობდა წინა დღის გარიგებებიც.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ამის გამო იყო იშვიათი შემთხვევები, როდესაც ოფიციალური და საბაზრო კურსი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, რისი მიზეზიც კონკრეტულ სავაჭრო დღეს ბაზარზე დაბალი აქტივობა იყო. აღნიშული ცვლილებით ზემოთ ნახსენები ლიმიტი განახევრდება (1.5 მილიონ აშშ დოლარამდე), რის შედეგადაც ოფიციალური კურსი უფრო მეტად დაუახლოვდება საბაზროს.

”აქვე შეგახსენებთ, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ითვლება სამუშაო დღეებში, დღეში ერთხელ და წარმოადგენს წინა სავაჭრო დღეს, სავალუტო ბაზარზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს, რომელიც ძირითადად გამოიყენება საბუღალტრო აღრიცხვისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის, ასევე სხვადასხვა სახის ხელშეკრულებებში. უცხოური ვალუტის მიმდინარე საბაზრო კურსის შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა წყარო არსებობს. ამისათვის ზოგჯერ მიმართავენ ბლუმბერგის ვებსაიტს, რომელზეც ქვეყნდება არა რეალურად შემდგარი გარიგებების კურსები, არამედ ამ სისტემის მომხმარებლების მიერ ვალუტის ყიდვის და გაყიდვის გამოცხადებული კურსების საშუალო მაჩვენებელი. ინტერნეტის ამ ბმულზე ნაჩვენები კურსით გარიგებები შესაძლოა საერთოდ არ დაიდოს. ლარის ოფიციალური კურსი კი ითვლება ფაქტობრივად შემდგარი გარიგებების საფუძველზე. კომპანია Bloomberg თავის ვებგვერდზე ანალოგიური პრინციპით სხვა ქვეყნების სავალუტო კურსებსაც აქვეყნებს.

უცხოური ვალუტის საბაზრო კურსზე ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ საიტებით, სადაც ვალუტის ყიდვის და გაყიდვის პერიოდულად განახლებადი კურსები ქვეყნდება”, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი