პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანეს შეუზღუდავი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისთვის"
"მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანეს შეუზღუდავი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისთვის"

მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც პრე­ზი­დენტს გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს შე­უ­ზღუ­და­ვი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"მე არც ერთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში არ მახ­სენ­დე­ბა მა­გა­ლი­თი, რო­დე­საც პრე­ზი­დენტს ამის გამო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი ეძებ­დნენ ჩემს ოფ­შო­რებს, სა­ი­დუმ­ლო ან­გა­რი­შებს, ქო­ნე­ბას. მათ ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს, ვი­ნა­ი­დან ეს ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ის, რაც ხდე­ბა ოლი­გარ­ქე­ბის გა­რი­გე­ბას წარ­მო­ად­გენს.

"ივ­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტად ყოფ­ნი­სას პრე­ზი­დენ­ტი პო­რო­შენ­კო შეხ­ვდა ბა­თუმ­ში ოლი­გარქ ივა­ნიშ­ვილს, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი გა­ზპ­რო­მის უმ­სხვი­ლე­სი კერ­ძო აქ­ცი­ო­ნე­რია და ისი­ნი ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თობ­ლივ მოქ­მე­დე­ბა­ზე შე­თან­ხმდნენ. ამის შემ­დეგ რამ­დნი­მე დღე­ში პო­რო­შენ­კომ მე უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­მარ­თვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ე­ბი დაჩ­ქარ­და", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ასე­ვე მი­მარ­თა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და პეტ­რო პო­რო­შენ­კოს და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ბრძო­ლა არ შე­წყდე­ბა.

"მინ­და ვუ­თხრა ივა­ნიშ­ვილს და პო­რო­შენ­კოს და მათ მე­გო­ბარს პუ­ტინს. ჩემი ბრძო­ლა არ შე­წყდე­ბა რაც არ უნდა გა­ა­კე­თოთ, რა საქ­მეც არ უნდა შე­თი­თხნოთ. თქვენ არ იცით ბრძო­ლა პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე, რად­გან თქვენ არ გიყ­ვართ სა­კუ­თა­რი ხალ­ხი. მე კი მიყ­ვარს ხალ­ხი. მიყ­ვარს უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი, მიყ­ვარს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. თქვენ გსურთ სა­კუ­თა­რი ოპო­ნენ­ტე­ბი მო­ი­შო­როთ, რო­გორც პუ­ტინ­მა მო­ი­შო­რა ნა­ვალ­ნი, რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა მო­ი­შო­რა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრე­ბი, რო­გორც ია­ნუ­კო­ვიჩ­მა მო­ი­შო­რა იუ­ლია ტი­მო­შენ­კო. თუ ოლი­გარ­ქე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან, ჩვენც უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ- პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი", - დას­ძი­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანეს შეუზღუდავი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისთვის"

"მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანეს შეუზღუდავი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისთვის"

მსოფლიო პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანეს შეუზღუდავი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მე არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მახსენდება მაგალითი, როდესაც პრეზიდენტს ამის გამო განაჩენი გამოუტანეს. ამ წლების განმავლობაში ისინი ეძებდნენ ჩემს ოფშორებს, საიდუმლო ანგარიშებს, ქონებას. მათ ვერაფერი იპოვეს, ვინაიდან ეს ბუნებაში არ არსებობს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის, რაც ხდება ოლიგარქების გარიგებას წარმოადგენს.

"ივლისში საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ყოფნისას პრეზიდენტი პოროშენკო შეხვდა ბათუმში ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც რუსული გაზპრომის უმსხვილესი კერძო აქციონერია და ისინი ჩემს წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდნენ. ამის შემდეგ რამდნიმე დღეში პოროშენკომ მე უკრაინის მოქალაქეობა ჩამომართვა და საქართველოში ჩემს წინააღმდეგ სასამართლოები დაჩქარდა", - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე მიმართა ბიძინა ივანიშვილსა და პეტრო პოროშენკოს და განაცხადა, რომ მისი ბრძოლა არ შეწყდება.

"მინდა ვუთხრა ივანიშვილს და პოროშენკოს და მათ მეგობარს პუტინს. ჩემი ბრძოლა არ შეწყდება რაც არ უნდა გააკეთოთ, რა საქმეც არ უნდა შეთითხნოთ. თქვენ არ იცით ბრძოლა პოლიტიკურ ველზე, რადგან თქვენ არ გიყვართ საკუთარი ხალხი. მე კი მიყვარს ხალხი. მიყვარს უკრაინელი ხალხი, მიყვარს ქართველი ხალხი. თქვენ გსურთ საკუთარი ოპონენტები მოიშოროთ, როგორც პუტინმა მოიშორა ნავალნი, როგორც ივანიშვილმა მოიშორა ყოფილი პრემიერ- მინისტრები, როგორც იანუკოვიჩმა მოიშორა იულია ტიმოშენკო. თუ ოლიგარქები ერთიანდებიან, ჩვენც უნდა გავერთიანდეთ- პატიოსანი ადამიანები", - დასძინა მან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."