პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგულავა სააკაშვილის განაჩენზე - ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება
უგულავა სააკაშვილის განაჩენზე - ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება

თე­მი­დას თვა­ლე­ბი ახ­ვე­უ­ლი აქვს არა იმი­ტომ, რომ მზის სათ­ვა­ლე­ბი არ არ­სე­ბობ­და, არა­მედ - გა­უძ­ლოს ზე­წო­ლა­თა შო­რის ყვე­ლა­ზე მძი­მეს - სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი გიგი უგუ­ლა­ვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სათ­ვის გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის სა­კითხს.

გიგი უგუ­ლა­ვა სა­კითხს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნავს, რომ დღეს არა სა­მარ­თა­ლი, არა­მედ შუ­რის­ძი­ე­ბა ზე­ი­მობს.

"თე­მი­დას თვა­ლე­ბი ახ­ვე­უ­ლი აქვს არა იმი­ტომ, რომ მზის სათ­ვა­ლე­ბი არ არ­სე­ბობ­და, არა­მედ - გა­უძ­ლოს ზე­წო­ლა­თა შო­რის ყვე­ლა­ზე მძი­მეს - სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს! დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი იტყვის - სა­მარ­თალ­მა პური სჭა­მა. თუმ­ცა დღეს არა სა­მარ­თა­ლი, არა­მედ შუ­რის­ძი­ე­ბა ზე­ი­მობს მო­რიგ ჯერ­ზე. სა­სა­მარ­თლო იმის­თვი­საა, რომ გა­უძ­ლოს ხალ­ხის შე­ძა­ხილს: ჯვარს აც­ვით! ჯვარს აც­ვით ეგე!

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ბოლო ათი წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­გე­დია, სა­სა­მარ­თლომ ფარ­სად აქ­ცია. პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან შე­წყა­ლე­ბა შე­უ­ზღუ­და­ვი უფ­ლე­ბაა, ასეა ყველ­გან და სხვა­ნა­ი­რად ვერც იქ­ნე­ბა. ამ უფ­ლე­ბის ბუ­ნე­ბაა ასე­თი. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს.

დიახ მე­გობ­რე­ბო! გა­ი­ხა­რეთ "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­სდგა", მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ და­სა­მარ­და "კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის" შან­სი. ვი­ქე­ცით რა­ღაც ტო­მად და ხე­ლი­დან ვუშ­ვებთ ერი-სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყალ­ბე­ბის შანსს", - წერს გიგი უგუ­ლა­ვა.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მე სტრას­ბურ­გში წა­სა­გე­ბა­დაა გან­წი­რუ­ლი.

"გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ექ­ნე­ბა ორი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. პირ­ვე­ლი, სა­დაც სწე­რია, რომ "გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო" და მე­ო­რე - "შუ­რის­ძი­ე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი" არის გა­მო­ძი­ე­ბა. ასე რომ ივა­ნიშ­ვილს, თა­ვის ოც­ნე­ბი­ან, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი­ა­ნათ აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს მო­რა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სხვი­სი ტრა­გე­დი­ის "სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით" გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის.

ასეა თუ ისე, უნდა და­ვას­რუ­ლოთ ამ ტრა­გე­დი­ით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და ვი­ყუ­როთ წინ", - წერს გიგი უგუ­ლა­ვა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­ებ­ში პირ­ვე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ცხად­და. მო­სა­მარ­თლემ სა­ა­კაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

უგულავა სააკაშვილის განაჩენზე - ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება

უგულავა სააკაშვილის განაჩენზე - ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება

თემიდას თვალები ახვეული აქვს არა იმიტომ, რომ მზის სათვალები არ არსებობდა, არამედ - გაუძლოს ზეწოლათა შორის ყველაზე მძიმეს - საზოგადოებრივ აზრს - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საკითხს.

გიგი უგულავა საკითხს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ დღეს არა სამართალი, არამედ შურისძიება ზეიმობს.

"თემიდას თვალები ახვეული აქვს არა იმიტომ, რომ მზის სათვალები არ არსებობდა, არამედ - გაუძლოს ზეწოლათა შორის ყველაზე მძიმეს - საზოგადოებრივ აზრს! დღევანდელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრი იტყვის - სამართალმა პური სჭამა. თუმცა დღეს არა სამართალი, არამედ შურისძიება ზეიმობს მორიგ ჯერზე. სასამართლო იმისთვისაა, რომ გაუძლოს ხალხის შეძახილს: ჯვარს აცვით! ჯვარს აცვით ეგე!

სამწუხაროდ, დღეს ბოლო ათი წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია, სასამართლომ ფარსად აქცია. პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება შეუზღუდავი უფლებაა, ასეა ყველგან და სხვანაირად ვერც იქნება. ამ უფლების ბუნებაა ასეთი. პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკური და მორალური შეიძლება იყოს.

დიახ მეგობრებო! გაიხარეთ "სამართლიანობა აღსდგა", მაგრამ საბოლოოდ დასამარდა "კანონის უზენაესობის" შანსი. ვიქეცით რაღაც ტომად და ხელიდან ვუშვებთ ერი-სახელმწიფოდ ჩამოყალბების შანსს", - წერს გიგი უგულავა.

მისივე თქმით, საქმე სტრასბურგში წასაგებადაა განწირული.

"გირგვლიანის საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს ექნება ორი გადაწყვეტილება. პირველი, სადაც სწერია, რომ "გამაოგნებელი იყო" და მეორე - "შურისძიებით გაჟღენთილი" არის გამოძიება. ასე რომ ივანიშვილს, თავის ოცნებიან, მოსამართლეებიანათ აუცილებლად მოუწევს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება სხვისი ტრაგედიის "საკუთარი პოლიტიკური მიზნით" გამოყენებისთვის.

ასეა თუ ისე, უნდა დავასრულოთ ამ ტრაგედიით მანიპულირება და ვიყუროთ წინ", - წერს გიგი უგულავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"