მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შევშფოთდეთ თუ არა, თუ ბიჭი "გოგოს სათამაშოებით" თამაშობს - ფსიქოლოგის რეკომენდაცია მშობლებს
შევშფოთდეთ თუ არა, თუ ბიჭი "გოგოს სათამაშოებით" თამაშობს - ფსიქოლოგის რეკომენდაცია მშობლებს

მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს, ხში­რად ეს­მით სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­გან ფე­რე­ბის, სა­თა­მა­შო­ე­ბის, პრო­ფე­სი­ე­ბის გენ­დერუ­ლი და­ყო­ფის შე­სა­ხებ. ბავ­შვე­ბი, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ერ­თმა­ნე­თის­გან მიჯ­ნა­ვენ "გო­გოს ფერს" და "ბი­ჭის ფერს", "გო­გოს სა­თა­მა­შოს" და "ბი­ჭის სა­თა­მა­შოს".

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას ხელს უწყობს სა­ბავ­შვო ბაღი. მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ მათ­მა შვი­ლებ­მა სწო­რედ ბაღ­ში მის­ვლის შემ­დეგ და­ი­წყეს ფე­რე­ბის, სა­თა­მა­შო­ე­ბის, ანდა - ქცე­ვის გენ­დერუ­ლი და­ყო­ფა.

ირა ბან­ცა­ძე, მშო­ბე­ლი: "ბავ­შვი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, ვიდ­რე სა­ბავ­შო ბაღ­ში შე­ვიყ­ვან­დი. ახლა მის­თვის სამ­ყა­რო ორ ნა­წი­ლად - ბი­ჭის და გო­გოს სამ­ყა­რო­ე­ბად იყო­ფა. რად­გან თვი­თონ გო­გოა, კა­ტე­გო­რი­ულ უარს ამ­ბობს, ჩა­იც­ვას "ბი­ჭის" ფე­რე­ბი - ლურ­ჯი, შავი, ყა­ვის­ფე­რი, ან სხვა მუქი ტო­ნა­ლო­ბე­ბის სა­მო­სი, ხში­რად აპ­რო­ტეს­ტებს შარ­ვლებ­საც. გა­მიჯ­ნუ­ლი აქვს ბი­ჭის და გო­გოს ქცე­ვაც, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სახ­ლში მე და ჩემს ქმარს თა­ნა­ბა­რი სიხ­ში­რით გვხე­დავს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა გო­გოს საქ­მეა".

სოფო კა­კა­ბა­ძე, მშო­ბე­ლი: "ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს, რო­დე­საც სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში შევ­დი­ვარ და კონ­სულ­ტან­ტი მე­კი­თხე­ბა, ბი­ჭის­თვის ვე­ძებ სა­თა­მა­შოს თუ - გო­გოს­თვის. თუ ეტყვით, რომ გო­გოს­თვის გინ­დათ, მა­შინ­ვე გა­გიყ­ვა­ნენ უთო­ე­ბის, სა­რე­ცხის მან­ქა­ნე­ბის, ქვა­ბე­ბის, ტა­ფე­ბის, თო­ჯი­ნე­ბის რიგ­ში. ბი­ჭე­ბის სა­თა­მა­შო­ე­ბად კი მან­ქა­ნებს, "ლე­გოს", ასა­წყობ კუ­ბებს, ფაზ­ლებს და ა.შ. მი­იჩ­ნე­ვენ, რაც ძა­ლი­ან არას­წო­რი მგო­ნია. ასე ხომ თა­ვი­დან­ვე ვას­წავ­ლით ბი­ჭებს, რომ ზრდას­რუ­ლო­ბი­სას სა­რე­ცხი მან­ქა­ნის ჩარ­თვა, ან - თუნ­დაც სა­კუ­თა­რი პე­რან­გის გა­უ­თო­ე­ბა მისი საქ­მე არ იქ­ნე­ბა, გო­გოს კი - ავ­ტო­მა­ტუ­რად სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვუშ­ვებთ დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად".

რე­ა­ლუ­რად, არის თუ არა სწო­რი, ბი­ჭე­ბი იც­ვამ­დნენ დე­დის მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს, ან - ვარ­ცხნიდ­ნენ თმას თო­ჯი­ნას, გო­გო­ნე­ბი კი - თა­მა­შობ­დნენ მან­ქა­ნე­ბით და "ბი­ჭის სა­თა­მა­შო­ე­ბად" მიჩ­ნე­უ­ლი სხვა ნივ­თე­ბით, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE ბავ­შვთა ფსი­ქი­ატრს, ნევ­რო­ლოგ მე­დეა ზი­რა­ქაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

"რო­დე­საც ასაკ­თან ერ­თად მო­დის ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რიც არის სქე­სის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის დარ­ღვე­ვა, ძა­ლი­ან ხში­რად ვაძ­ლევთ ხოლ­მე რე­კო­მენ­და­ცი­ას მშობ­ლებს, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ბი­ჭებ­მა უფრო მე­ტად "ბი­ჭის სა­თა­მა­შო­ე­ბით" ითა­მა­შონ და შე­ი­ზღუ­დოს თო­ჯი­ნე­ბით თა­მა­ში; თუმ­ცა, არა ბა­ღის ასაკ­ში, რად­გან 5-6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ბიჭი თა­მა­შობ­დეს, მა­გა­ლი­თად, "გო­გოს სა­თა­მა­შო­ე­ბით", იც­ვამ­დეს კა­ბებს, მოს­წონ­დეს თმის ვარ­ცხნი­ლო­ბის შერ­ჩე­ვა და ამას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს სქე­სის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მას­თან, რო­მე­ლიც უკვე ნაკ­ლე­ბად აღიქ­მე­ბა, რო­გორც პრობ­ლე­მა და ნელ-ნელა მი­დის ტენ­დენ­ცია იქით, რომ დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი კა­ტე­გო­რი­ი­დან ამო­ი­ღონ, მაგ­რამ რად­გან არის სტიგ­მა და მშობ­ლე­ბის­თვის ეს ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია, ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ 5-6 წლის ასა­კამ­დე სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლუ­რია, ნე­ბის­მი­ე­რი სა­თა­მა­შო­თი ითა­მა­შონ".

რთუ­ლია თქმა, ვინ უწყობს ხელს გენ­დერულ და­ყო­ფას სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სტე­რე­ო­ტი­პულ დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ას ბავ­შვე­ბი არა აღ­მზრდე­ლე­ბის­გან, არა­მედ - ერ­თმა­ნე­თის­გან სწავ­ლო­ბენ, რად­გან ბავ­შვე­ბის დიდ ნა­წილს სტე­რე­ო­ტი­პე­ბით სწო­რედ ოჯა­ხებ­ში ზრდი­ან.

მე­დეა ზი­რა­ქაშ­ვი­ლის თქმით, არას­წო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბავ­შვთან მო­ზო­მი­ლად და ფრთიხ­ლად უნდა იმუ­შა­ოთ.

"თუ ბიჭი ამ­ბობს, რომ ის არ ჩა­იც­ვამს წი­თელ სა­მოსს, რად­გან ეს გო­გოს ფე­რია, შე­გიძ­ლი­ათ უთხრათ, რომ - მა­გა­ლი­თად, "სპა­ი­დერ­მე­ნის" სა­მოს­ში წი­თე­ლი ფერი ჭარ­ბობს. მო­უყ­ვა­ნეთ მის­თვის ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ფი­გუ­რის მა­გა­ლი­თი და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში და­ჟი­ნე­ბით არ უარ­ყოთ მისი აზრი, რად­გან სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა ასე უფრო გა­უმ­ყარ­დე­ბა," - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

გენ­დერულ სტე­რე­ო­ტი­პებ­თან ბრძო­ლა და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­შიც კი ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია. რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის - შვე­დეთ­ში, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს გენ­დერუ­ლად ნე­იტ­რა­ლუ­რი ბა­ღე­ბი, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა ბავ­შვე­ბის სა­თა­მა­შო­ებს და გარ­თო­ბის წესს. ბა­ღებ­ში აღ­მზრდე­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ, ბავ­შვე­ბი სტე­რე­ო­ტი­პებ­ში არ მო­ექ­ცნენ და ითა­მა­შონ ნე­ბის­მი­ე­რი სა­თა­მა­შო­თი, რი­თაც მო­ი­სურ­ვე­ბენ. ბაღ­ში შეხ­ვდე­ბით დრა­კონ­ზე ამ­ხედ­რე­ბულ "ბარ­ბის", ანდა - წინ­სა­ფა­რა­ფა­რე­ბულ ბიჭ თო­ჯი­ნებს. აღ­მზრდე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გენ­დე­რი უფ­რო­სე­ბის საქ­მეა და ბავ­შვე­ბი ჩარ­ჩო­ში არ უნდა ჩავ­სვათ.

თი­ნა­თინ კა­კი­აშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

შევშფოთდეთ თუ არა, თუ ბიჭი "გოგოს სათამაშოებით" თამაშობს - ფსიქოლოგის რეკომენდაცია მშობლებს

შევშფოთდეთ თუ არა, თუ ბიჭი "გოგოს სათამაშოებით" თამაშობს - ფსიქოლოგის რეკომენდაცია მშობლებს

მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს, ხშირად ესმით საკუთარი შვილებისგან ფერების, სათამაშოების, პროფესიების გენდერული დაყოფის შესახებ. ბავშვები, უმეტეს შემთხვევაში, ერთმანეთისგან მიჯნავენ "გოგოს ფერს" და "ბიჭის ფერს", "გოგოს სათამაშოს" და "ბიჭის სათამაშოს".

ხშირ შემთხვევაში, სტერეოტიპების გაღრმავებას ხელს უწყობს საბავშვო ბაღი. მშობლების ნაწილი ამბობს, რომ მათმა შვილებმა სწორედ ბაღში მისვლის შემდეგ დაიწყეს ფერების, სათამაშოების, ანდა - ქცევის გენდერული დაყოფა.

ირა ბანცაძე, მშობელი: "ბავშვი სტერეოტიპებისგან აბსოლუტურად თავისუფალი იყო, ვიდრე საბავშო ბაღში შევიყვანდი. ახლა მისთვის სამყარო ორ ნაწილად - ბიჭის და გოგოს სამყაროებად იყოფა. რადგან თვითონ გოგოა, კატეგორიულ უარს ამბობს, ჩაიცვას "ბიჭის" ფერები - ლურჯი, შავი, ყავისფერი, ან სხვა მუქი ტონალობების სამოსი, ხშირად აპროტესტებს შარვლებსაც. გამიჯნული აქვს ბიჭის და გოგოს ქცევაც, იმის მიუხედავად, რომ სახლში მე და ჩემს ქმარს თანაბარი სიხშირით გვხედავს სამზარეულოში, დარწმუნებულია, რომ საჭმლის მომზადება გოგოს საქმეა".

სოფო კაკაბაძე, მშობელი: "ძალიან მაღიზიანებს, როდესაც სათამაშოების მაღაზიაში შევდივარ და კონსულტანტი მეკითხება, ბიჭისთვის ვეძებ სათამაშოს თუ - გოგოსთვის. თუ ეტყვით, რომ გოგოსთვის გინდათ, მაშინვე გაგიყვანენ უთოების, სარეცხის მანქანების, ქვაბების, ტაფების, თოჯინების რიგში. ბიჭების სათამაშოებად კი მანქანებს, "ლეგოს", ასაწყობ კუბებს, ფაზლებს და ა.შ. მიიჩნევენ, რაც ძალიან არასწორი მგონია. ასე ხომ თავიდანვე ვასწავლით ბიჭებს, რომ ზრდასრულობისას სარეცხი მანქანის ჩართვა, ან - თუნდაც საკუთარი პერანგის გაუთოება მისი საქმე არ იქნება, გოგოს კი - ავტომატურად სამზარეულოში ვუშვებთ დარჩენილი ცხოვრების გასატარებლად".

რეალურად, არის თუ არა სწორი, ბიჭები იცვამდნენ დედის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ან - ვარცხნიდნენ თმას თოჯინას, გოგონები კი - თამაშობდნენ მანქანებით და "ბიჭის სათამაშოებად" მიჩნეული სხვა ნივთებით, ამის შესახებ AMBEBI.GE ბავშვთა ფსიქიატრს, ნევროლოგ მედეა ზირაქაშვილს დაუკავშირდა:

"როდესაც ასაკთან ერთად მოდის ისეთი პრობლემები, როგორიც არის სქესის იდენტიფიკაციის დარღვევა, ძალიან ხშირად ვაძლევთ ხოლმე რეკომენდაციას მშობლებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბიჭებმა უფრო მეტად "ბიჭის სათამაშოებით" ითამაშონ და შეიზღუდოს თოჯინებით თამაში; თუმცა, არა ბაღის ასაკში, რადგან 5-6 წლამდე თავისუფლად არის შესაძლებელი, ბიჭი თამაშობდეს, მაგალითად, "გოგოს სათამაშოებით", იცვამდეს კაბებს, მოსწონდეს თმის ვარცხნილობის შერჩევა და ამას არანაირი კავშირი არ აქვს სქესის იდენტიფიკაციის პრობლემასთან, რომელიც უკვე ნაკლებად აღიქმება, როგორც პრობლემა და ნელ-ნელა მიდის ტენდენცია იქით, რომ დიაგნოსტიკური კატეგორიიდან ამოიღონ, მაგრამ რადგან არის სტიგმა და მშობლებისთვის ეს ძალიან შემაწუხებელია, ყველამ უნდა იცოდეს, რომ 5-6 წლის ასაკამდე სრულიად ნორმალურია, ნებისმიერი სათამაშოთი ითამაშონ".

რთულია თქმა, ვინ უწყობს ხელს გენდერულ დაყოფას საბავშვო ბაღებში. ხშირ შემთხვევაში, სტერეოტიპულ დიფერენციაციას ბავშვები არა აღმზრდელებისგან, არამედ - ერთმანეთისგან სწავლობენ, რადგან ბავშვების დიდ ნაწილს სტერეოტიპებით სწორედ ოჯახებში ზრდიან.

მედეა ზირაქაშვილის თქმით, არასწორი შეხედულებების წინააღმდეგ ბავშვთან მოზომილად და ფრთიხლად უნდა იმუშაოთ.

"თუ ბიჭი ამბობს, რომ ის არ ჩაიცვამს წითელ სამოსს, რადგან ეს გოგოს ფერია, შეგიძლიათ უთხრათ, რომ - მაგალითად, "სპაიდერმენის" სამოსში წითელი ფერი ჭარბობს. მოუყვანეთ მისთვის ავტორიტეტული ფიგურის მაგალითი და არავითარ შემთხვევაში დაჟინებით არ უარყოთ მისი აზრი, რადგან სტერეოტიპული შეხედულება ასე უფრო გაუმყარდება," - ამბობს ფსიქოლოგი.

გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლა დასავლეთის ქვეყნებშიც კი ძალიან აქტუალურია. რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის - შვედეთში, ფუნქციონირებს გენდერულად ნეიტრალური ბაღები, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების სათამაშოებს და გართობის წესს. ბაღებში აღმზრდელები მაქსიმალურად ცდილობენ, ბავშვები სტერეოტიპებში არ მოექცნენ და ითამაშონ ნებისმიერი სათამაშოთი, რითაც მოისურვებენ. ბაღში შეხვდებით დრაკონზე ამხედრებულ "ბარბის", ანდა - წინსაფარაფარებულ ბიჭ თოჯინებს. აღმზრდელები მიიჩნევენ, რომ გენდერი უფროსების საქმეა და ბავშვები ჩარჩოში არ უნდა ჩავსვათ.

თინათინ კაკიაშვილი

AMBEBI.GE

თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონი გახდა

მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოსთან ლობიო დათესეს

"ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ..." - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა