მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13 ივნისის სტიქიის გმირი პატრული, გაზის გაჟონვას ემსხვერპლა...
13 ივნისის სტიქიის გმირი პატრული, გაზის გაჟონვას ემსხვერპლა...

თბი­ლის­ში, თემ­ქის და­სახ­ლე­ბა­ში გა­ზის გა­ჟონ­ვის შე­დე­გად პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი და მისი მე­უღ­ლე გარ­და­იც­ვალ­ნენ. კახა ქრის­ტე­საშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე, სა­კუ­თარ სახ­ლში, 3 იან­ვრის დი­ლით იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პატ­რუ­ლი ქრის­ტე­საშ­ვი­ლი თბი­ლი­სის 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის ღა­მის გმი­რია. მისი ფოტო, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია, რო­გორ გა­მო­ყავს პატ­რულს წყალ­დი­დო­ბის დროს, სვა­ნი­ძის ქუ­ჩი­დან პა­ტა­რა ბიჭი, ალ­ბათ ბევ­რს გახ­სოვთ... ამ ფო­ტო­ზე სწო­რედ ქრის­ტე­საშ­ვი­ლია ასა­ხუ­ლი. ამის შე­სა­ხებ პატ­რუ­ლის მე­გო­ბა­რი წერს "ფე­ის­ბუქ­ზე":

"გახ­სოვთ, ის პატ­რუ­ლის ოფი­ცე­რი, ვე­რეს ღვარ­ცო­ფად მო­ვარ­დნის დღე­ებ­ში, გა­დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რა ბავ­შვით ხელ­ში რომ და­ა­ფიქ­სი­რეს კა­მე­რებ­მა და მთე­ლი ინ­ტერ­ნე­ტი მო­ი­ა­რა...

შ.ს.ს-ს მა­ი­ო­რი, კახა ქრის­ტე­საშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ნა­ხეს სა­კუ­თარ ბი­ნა­ში... კი­დევ ერთი ოჯა­ხი იმ­სხვერ­პლა გა­ზის გა­ჟონ­ვამ...

კახა ჩემი უახ­ლო­ე­სი ძმა­კა­ცია. კლა­სე­ლი. მისი ქა­ლიშ­ვი­ლის, ტყუ­პის­ცა­ლის ნათ­ლია ვარ. ღრმა ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ... მეტს ვე­ღა­რა­ფერს ვი­ტყვი ახლა, აზ­რებს თავს ვერ ვუყ­რი... აცხო­ნე უფა­ლო, გე­ვედ­რე­ბი..." - წერს გარ­დაც­ვლი­ლი პატ­რუ­ლის მე­გო­ბა­რი კახა სუ­ლუ­აშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი ქრის­ტე­საშ­ვი­ლი, 2015 წლის 13 ივ­ნისს, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი წყალ­დი­დო­ბის დროს გა­მო­ჩე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სათ­ვის, გა­ბე­დუ­ლი მოქ­მე­დე­ბი­სა და სა­მა­გა­ლი­თო თავ­და­დე­ბი­სათ­ვის, პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბით და­ჯილ­დოვ­და მედ­ლით "მხედ­რუ­ლი მა­მა­ცო­ბი­სათ­ვის".

რო­გორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლი­სა და მისი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

13 ივნისის სტიქიის გმირი პატრული, გაზის გაჟონვას ემსხვერპლა...

13 ივნისის სტიქიის გმირი პატრული, გაზის გაჟონვას ემსხვერპლა...

თბილისში, თემქის დასახლებაში გაზის გაჟონვის შედეგად პატრულის თანამშრომელი და მისი მეუღლე გარდაიცვალნენ. კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე, საკუთარ სახლში, 3 იანვრის დილით იპოვეს გარდაცვლილი.

როგორც აღმოჩნდა, პატრული ქრისტესაშვილი თბილისის 13 ივნისის სტიქიის ღამის გმირია. მისი ფოტო, რომელზეც ასახულია, როგორ გამოყავს პატრულს წყალდიდობის დროს, სვანიძის ქუჩიდან პატარა ბიჭი, ალბათ ბევრს გახსოვთ... ამ ფოტოზე სწორედ ქრისტესაშვილია ასახული. ამის შესახებ პატრულის მეგობარი წერს "ფეისბუქზე":

"გახსოვთ, ის პატრულის ოფიცერი, ვერეს ღვარცოფად მოვარდნის დღეებში, გადარჩენილი პატარა ბავშვით ხელში რომ დააფიქსირეს კამერებმა და მთელი ინტერნეტი მოიარა...

შ.ს.ს-ს მაიორი, კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე გარდაცვლილები ნახეს საკუთარ ბინაში... კიდევ ერთი ოჯახი იმსხვერპლა გაზის გაჟონვამ...

კახა ჩემი უახლოესი ძმაკაცია. კლასელი. მისი ქალიშვილის, ტყუპისცალის ნათლია ვარ. ღრმა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ... მეტს ვეღარაფერს ვიტყვი ახლა, აზრებს თავს ვერ ვუყრი... აცხონე უფალო, გევედრები..." - წერს გარდაცვლილი პატრულის მეგობარი კახა სულუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

აღსანიშნავია რომ, პოლიციის მაიორი ქრისტესაშვილი, 2015 წლის 13 ივნისს, ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის, პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა მედლით "მხედრული მამაცობისათვის".

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, პატრულის თანამშრომლისა და მისი მეუღლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ