პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსებს დაგეშილი ძაღლები ჰყავთ... იქვე დაგგლეჯს" - რეპორტაჟი ენგურის ხიდიდან და აფხაზების სურვილები, რომელიც 25 წელია არ სრულდება
"რუსებს დაგეშილი ძაღლები ჰყავთ... იქვე დაგგლეჯს" - რეპორტაჟი ენგურის ხიდიდან და აფხაზების სურვილები, რომელიც 25 წელია არ სრულდება

"სახ­ლე­ბი რომ მო­ჩანს, ის უკვე გა­ლია... აქე­დან აფხა­ზე­თი ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეა," - მე­უბ­ნე­ბა ჩემი მეგ­ზუ­რი და მთა­ზე შე­ფე­ნილ სახ­ლებს მაჩ­ვე­ნებს... ენ­გუ­რის ხი­დამ­დე, რამ­დე­ნი­მე მეტრში, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი და თვით­ნა­კეთ გა­და­ხუ­რულ ურემ­ში შებ­მუ­ლი ცხე­ნე­ბი დგა­ნან, - ეს ენ­გურს აქეთ და იქით მცხოვ­რებ­თა და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ტრან­სპორ­ტია, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ხალ­ხი­თა და ტვირ­თით არის სავ­სე...

გა­ლის სხვა­დას­ხვა სოფ­ლე­ბი­დან, ასე­ვე აფხა­ზე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი, ისი­ნი, ვი­საც მძი­მე ტვირ­თი აქვს, ქარ­თულ მხა­რეს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით ან "დრო­გით" გად­მო­დი­ან. სხვე­ბი, ფე­ხით კვე­თენ ენ­გუ­რის ხიდს, შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ ტვირთს ზურ­გით ეზი­დე­ბი­ან... ენ­გუ­რის ხი­დამ­დე, ჯერ აფხა­ზუ­რი "პოს­ტი" უნდა გა­მო­ი­ა­რონ, შემ­დეგ რუ­სუ­ლი. ამის­თვის, ან ე.წ. აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტი უნდა ჰქონ­დეთ, ან "წი­თე­ლი", საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი. "დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის" აღე­ბა­ზე, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ბო­ლოს შეს­თა­ვა­ზა, ჯერ­ჯე­რო­ბით უარს ამ­ბო­ბენ.

მა­თი­ვე თქმით, რუ­სებს უკ­ვირთ, რა­ტომ არ მი­დი­ან თუნ­დაც სო­ხუ­მის ბა­ზარ­ში, მით უფრო, რომ იქამ­დე, გზა გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი და უსაფრ­თხოა... "არც ვუხ­სნით, ვერ გა­ი­გე­ბე­ნო" - მე­უბ­ნე­ბი­ან გა­ლე­ლე­ბი, - ამი­ტომ, ვი­საც სა­ბუ­თე­ბი წეს­რიგ­ში აქვს, აქეთ მო­დის. თუმ­ცა, ხან­და­ხან მათ­თვი­საც შე­უძ­ლი­ათ შა­რის მო­დე­ბა...

რო­გორც მი­თხრეს, რუ­სე­ბი, აფხა­ზებ­თან გა­ცი­ლე­ბით თავ­და­ჭე­რი­ლე­ბი არი­ან. "შე­იძ­ლე­ბა, ბრძა­ნე­ბა აქვთ, მაგ­რამ ცდი­ლო­ბენ, მო­ზო­მი­ლი იყ­ვნენ და მათ ზედ­მე­ტი კი­თხვე­ბის გა­რე­შე ატა­რე­ბენ..." - მიყ­ვე­ბა გა­ლის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რი, რო­მე­ლიც ნა­თე­სა­ვებ­თან სტუმ­რად, მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად მო­დის...

ერთი ნა­წი­ლის თქმით, - რუსი "მე­სა­ზღვრე­ე­ბის" პოს­ტის გავ­ლაა მთა­ვა­რი, თო­რემ, აფხა­ზე­ბი, თითო-ორო­ლას გარ­და, პრობ­ლე­მებს მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ქმნი­ან...

"რუ­სებს და­გე­ში­ლი ძაღ­ლე­ბი ჰყავთ, შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით არ გად­მო­ი­პა­როს ვინ­მე. ძაღ­ლი, გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბის­თა­ნა­ვე ჩა­გავ­ლებს კბი­ლებს ტან­საც­მელ­ში და გან­ძრე­ვას თუ შე­ეც­დე­ბი, იქვე დაგ­გლეჯს...

ამი­ტომ, ახლა გაქ­ცე­ვას არა­ვინ ცდი­ლობს. თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც სხვა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი გა­ა­უქ­მეს, რა­ღაც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მა­ინც ცდი­ლობ­დნენ სხვა გზე­ბით ესარ­გებ­ლათ. იმ ხა­ნებ­ში, ერთ კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და­ი­ჭი­რეს - "სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის­თვის" და საკ­მა­ოდ დიდი თან­ხაც გა­და­ახ­დე­ვი­ნეს. ვი­ღა­ცებ­მა სამ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბაც მო­ი­ხა­დეს..." - მიყ­ვე­ბა ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი...

ე.წ. სა­ზღვა­რი დი­ლის 10 სა­ა­თი­დან იხ­სნე­ბა და 8 სა­ა­თამ­დე, ხალ­ხის ნა­კა­დი არ წყდე­ბა. ახა­ლი წლის დღე­ებ­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა ორ­მაგ­დე­ბა. უმე­ტე­სო­ბა, ენ­გურს აქეთ ნა­თე­სა­ვებს სტუმ­რობს, ან ენ­გურს იქი­დან ბრუნ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მემ მი­თხრა, მო­ხუც­მა მშობ­ლებ­მა სახლ-კარი არ და­ტო­ვეს და ახალ წელს მარ­ტო რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ეს დღე­ე­ბი მათ­თან გა­ვა­ტა­რე­თო. კი­თხვა­ზე, რა პრობ­ლე­მე­ბი გა­ა­ტა­ნეს გა­სულ წელს, - თით­ქმის ყვე­ლას ერთი პა­სუ­ხი ჰქონ­და - ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის გა­უქ­მე­ბა.

კა­მე­რის წინ სა­უ­ბარს უფრთხი­ან. რამ­დე­ნი­მემ გვა­რის თქმის­გა­ნაც შე­ი­კა­ვა თავი. ზოგ­მა პირ­და­პირ თქვა, - რო­დე­საც დავ­ბრუნ­დე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნე­ბა და ვერ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბიო... ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი სურ­ვი­ლი აქვს, - ენ­გუ­რის ხიდი და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან არ ჰყოფ­დეთ, მშვი­დო­ბა იყოს და თა­ვი­სი­ვე სახლ-კარ­ში თავს და­უც­ვე­ლად არ გრძნობ­დნენ, - და­ნარ­ჩე­ნი, თან­და­თან მოგ­ვარ­დე­ბა...

რუ­ბენ ფა­ჩუ­ლია, ჩხორ­თო­ლის მკვიდ­რი: - დე­დას­თან ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი. ოჯა­ხი აქეთ მყავს. ყო­ველ ახალ წელს ასე ვიხ­ლი­ჩე­ბი ორად, - დედა მე­ცო­დე­ბა. მარ­ტო ცხოვ­რობს. ცოლ-შვილ­მა იცის, რომ ამ დღეს მათ­თან ვერ ვიქ­ნე­ბი, სხვა დროს მათ­თან ვარ... შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მშვი­დი ახა­ლი წელი გვქონ­და, - ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ერ­თმა­ნეთს მი­ვუ­ლო­ცეთ. დიდი ქე­ი­ფე­ბის არც გან­წყო­ბა გვქონ­და და არც გა­რე­მო. რაც მთა­ვა­რია, არა­ვინ მო­უკ­ლავთ, და­უ­ყა­ჩა­ღე­ბი­ათ და მო­უ­ტა­ცე­ბი­ათ.

ირაკ­ლი, აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი: "წლე­ბია აქეთ ვცხოვ­რობ, ვსწავ­ლობ და ვმუ­შა­ობ... ბიჭ­ვინ­თა­ში აფხა­ზი ნა­თე­სა­ვე­ბი მყავს, მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი. ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი არი­ან. ხან ისი­ნი ჩა­მო­დი­ან აქეთ, - ხან მე ჩავ­დი­ვარ მათ­თან. გა­სულ წელს, ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი და მინ­დო­და, მათ­თვის მე­უღ­ლე გა­მეც­ნო. გვე­ლოდ­ნენ. ჩემი მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბი ღე­ლავ­დნენ, - ერთი სი­ტყვა რუ­სუ­ლიც კი არ იცი­სო... მე ვიქ­ნე­ბი თარ­ჯი­მა­ნი-მეთ­ქი. "მო­საწ­ვე­ვი" მქონ­და და არ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. თან აფხა­ზურ მხა­რეს, ისი­ნი მე­ლოდ­ნენ...

რუ­სებს არა­ფე­რი უთ­ქვამთ, აფხაზ­მა ე.წ. მე­სა­ზღვრე­ებ­მა კი, მიც­ნეს, - და­ო­ჯახ­დიო? - მკი­თხეს, - კი, ჩემი მე­უღ­ლე უნდა გა­ვაც­ნო ნა­თე­სა­ვებს-მეთ­ქი, - გა­უ­ხარ­დათ, - ქა­ლა­ქის ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბი ანა­ხე ჩვენს რძალ­სო, - მი­თხრეს... ოჩამ­ჩი­რე რომ გა­ვი­ა­რეთ, - ჩემი მე­უღ­ლე აღელ­და, - და­ნარ­ჩე­ნი აფხა­ზე­თიც ასე­თი გა­უ­დაბ­ნო­ე­ბუ­ლი­აო?.. შემ­დეგ, სო­ხუ­მი ნახა, ბიჭ­ვინ­თა და გაგ­რაც. სა­მი­ვე ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა...

მა­მი­და­ჩე­მის აფხაზ­მა ქმარ­მა ქარ­თუ­ლიც კი გა­იხ­სე­ნა... ომზე არას­დროს ვლა­პა­რა­კობთ. მხო­ლოდ იმას მე­უბ­ნე­ბი­ან, ვის სახ­ლში ვინ შე­სახ­ლდა, რაც ძალ­ზე მძი­მე მო­სას­მე­ნია, მაგ­რამ აქა­ურ ნა­თე­სა­ვებს და ახ­ლობ­ლებს აინ­ტე­რე­სებთ მათი სახ­ლე­ბის ამ­ბა­ვი... ერთი სი­ტყვით, აფხა­ზეთ­ში, ერთი კვი­რა ვი­ყა­ვით და არც ერთი წუ­თით არ მიგ­რძვნია, რომ დრომ გაგ­ვთი­შა და დაგ­ვა­შო­რა...

თა­ვი­ანთ სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლებ­სა და მო­ლო­დი­ნებ­ზე წე­რენ თა­ვად აფხა­ზე­ბიც. მათი დიდი ნა­წი­ლის თქმით, სურთ, რომ "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა" მათ ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს და არა - პი­რი­ქით, "რო­გორც ეს ბოლო, ქარ­თვე­ლი პა­ტიმ­რის ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის უჩუმ­რად გა­და­ცე­მით და­ამ­ტკი­ცეს..."

ბესო, სო­ხუ­მე­ლი აფხა­ზი:

- მშვი­დო­ბა მინ­და. ამ სა­მო­თხი­დან თვა­ლი გაქ­ცე­ვა­ზე მი­ჭი­რავს, რად­გან აქა­უ­რო­ბა ჯო­ჯო­ხეთს ჰგავს... დაგვღუ­პა ნარ­კო­მა­ნი­ამ, კო­რუფ­ცი­ამ, კრი­მი­ნალ­მა და სა­ერ­თოდ, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის არ­ქო­ნამ... ლუ­კა­ვას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ვის­მი­ნე აფხა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი, - ყვე­ლა­ფერს ისე წარ­მო­ა­ჩე­ნენ, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შეგ­ვიძ­ლი­აო. ეს და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია, - ბრძო­ლა ალ­ბათ ბევ­რს შე­უძ­ლია, - შე­ნე­ბაა მთა­ვა­რი, ჩვენ კი, წლე­ბია არა­ფე­რი გვი­შე­ნე­ბია...

ირი­ნა თარ­ბა:

- ამ უმ­ძი­მე­სი წლის ბოლო დღე­ებს ვით­ვლი­დი, ასე მგო­ნია, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ წაგ­ვარ­თვა გა­სულ­მა წელ­მა, - კვი­რა არ გა­ვი­დო­და, ახალ­გაზ­რდის სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ არ გაგ­ვე­გო, - აქაც იხო­ცე­ბოდ­ნენ და რუ­სეთ­შიც... ნარ­კო­ტიკ­მა გაგ­ვა­ნად­გუ­რა... მშვიდ გა­რე­მო­ზე ვოც­ნე­ბობ. მინ­და, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იყოს, კა­ნო­ნი სრულ­დე­ბო­დეს. თუმ­ცა, ამას რომ ვამ­ბობ, მგო­ნია, უპატ­რო­ნო, მი­ა­მი­ტი ბავ­შვი ვარ, რო­მე­ლიც თოვ­ლის ბა­ბუ­ას ისეთ რა­მეს სთხოვს, რო­მე­ლიც არას­დროს აუს­რულ­დე­ბა...

ელე­ნა კვი­ცი­ნია:

- წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ, 10 წლის აფხა­ზი გო­გო­ნას წე­რი­ლი წა­ვი­კი­თხე, - ის თოვ­ლის ბა­ბუ­ას ზეთს და მა­კა­რონს სთხოვ­და, რამ­დე­ნი­მე დღე მა­ინც ნოყი­ე­რი საკ­ვე­ბი რომ ჰქო­ნო­და... არ ვიცი, ამის შემ­დეგ, რა უნდა ვი­ნატ­რო, რისი იმე­დი მქონ­დეს, რას უნდა ვე­ლო­დოთ... დროა, და­მო­უ­კი­დებ­ლად სი­ა­რუ­ლი ვის­წავ­ლოთ. ვი­სურ­ვებ­დი, ამ­დე­ნი "ბირ­ჟა", უსაქ­მუ­რი, ნარ­კო­მა­ნი და კრი­მი­ნა­ლი აღარ იყოს. 25 წე­ლია, ეს არის ჩვე­ნი სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლი, - მშვი­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა, მაგ­რამ ჯერ არ აგ­ვსრუ­ლე­ბია..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"რუსებს დაგეშილი ძაღლები ჰყავთ... იქვე დაგგლეჯს" - რეპორტაჟი ენგურის ხიდიდან და აფხაზების სურვილები, რომელიც 25 წელია არ სრულდება

"რუსებს დაგეშილი ძაღლები ჰყავთ... იქვე დაგგლეჯს" - რეპორტაჟი ენგურის ხიდიდან და აფხაზების სურვილები, რომელიც 25 წელია არ სრულდება

"სახლები რომ მოჩანს, ის უკვე გალია... აქედან აფხაზეთი ერთი ხელის გაწვდენაზეა," - მეუბნება ჩემი მეგზური და მთაზე შეფენილ სახლებს მაჩვენებს... ენგურის ხიდამდე, რამდენიმე მეტრში, მიკროავტობუსები და თვითნაკეთ გადახურულ ურემში შებმული ცხენები დგანან, - ეს ენგურს აქეთ და იქით მცხოვრებთა დამაკავშირებელი ტრანსპორტია, რომელიც მუდმივად ხალხითა და ტვირთით არის სავსე...

გალის სხვადასხვა სოფლებიდან, ასევე აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულები, ისინი, ვისაც მძიმე ტვირთი აქვს, ქართულ მხარეს მიკროავტობუსით ან "დროგით" გადმოდიან. სხვები, ფეხით კვეთენ ენგურის ხიდს, შედარებით მსუბუქ ტვირთს ზურგით ეზიდებიან... ენგურის ხიდამდე, ჯერ აფხაზური "პოსტი" უნდა გამოიარონ, შემდეგ რუსული. ამისთვის, ან ე.წ. აფხაზური პასპორტი უნდა ჰქონდეთ, ან "წითელი", საბჭოთა კავშირის დროინდელი. "დროებითი ბინადრობის მოწმობის" აღებაზე, რომელიც აფხაზეთის ხელმძღვანელობამ ბოლოს შესთავაზა, ჯერჯერობით უარს ამბობენ.

მათივე თქმით, რუსებს უკვირთ, რატომ არ მიდიან თუნდაც სოხუმის ბაზარში, მით უფრო, რომ იქამდე, გზა გაცილებით მარტივი და უსაფრთხოა... "არც ვუხსნით, ვერ გაიგებენო" - მეუბნებიან გალელები, - ამიტომ, ვისაც საბუთები წესრიგში აქვს, აქეთ მოდის. თუმცა, ხანდახან მათთვისაც შეუძლიათ შარის მოდება...

როგორც მითხრეს, რუსები, აფხაზებთან გაცილებით თავდაჭერილები არიან. "შეიძლება, ბრძანება აქვთ, მაგრამ ცდილობენ, მოზომილი იყვნენ და მათ ზედმეტი კითხვების გარეშე ატარებენ..." - მიყვება გალის რაიონის მკვიდრი, რომელიც ნათესავებთან სტუმრად, მცირეწლოვან შვილთან ერთად მოდის...

ერთი ნაწილის თქმით, - რუსი "მესაზღვრეების" პოსტის გავლაა მთავარი, თორემ, აფხაზები, თითო-ოროლას გარდა, პრობლემებს მაინცდამაინც არ ქმნიან...

"რუსებს დაგეშილი ძაღლები ჰყავთ, შემოვლითი გზებით არ გადმოიპაროს ვინმე. ძაღლი, გაქცევის მცდელობისთანავე ჩაგავლებს კბილებს ტანსაცმელში და განძრევას თუ შეეცდები, იქვე დაგგლეჯს...

ამიტომ, ახლა გაქცევას არავინ ცდილობს. თავდაპირველად, როდესაც სხვა გადასასვლელები გააუქმეს, რაღაც დროის განმავლობაში, ადგილობრივები მაინც ცდილობდნენ სხვა გზებით ესარგებლათ. იმ ხანებში, ერთ კვირაში რამდენიმე ათეული ადამიანი დაიჭირეს - "საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის" და საკმაოდ დიდი თანხაც გადაახდევინეს. ვიღაცებმა სამთვიანი პატიმრობაც მოიხადეს..." - მიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი...

ე.წ. საზღვარი დილის 10 საათიდან იხსნება და 8 საათამდე, ხალხის ნაკადი არ წყდება. ახალი წლის დღეებში მათი რაოდენობა ორმაგდება. უმეტესობა, ენგურს აქეთ ნათესავებს სტუმრობს, ან ენგურს იქიდან ბრუნდება. რამდენიმემ მითხრა, მოხუცმა მშობლებმა სახლ-კარი არ დატოვეს და ახალ წელს მარტო რომ არ ყოფილიყვნენ, ეს დღეები მათთან გავატარეთო. კითხვაზე, რა პრობლემები გაატანეს გასულ წელს, - თითქმის ყველას ერთი პასუხი ჰქონდა - ხელოვნური ბარიერების გაუქმება.

კამერის წინ საუბარს უფრთხიან. რამდენიმემ გვარის თქმისგანაც შეიკავა თავი. ზოგმა პირდაპირ თქვა, - როდესაც დავბრუნდები, პრობლემები შემექმნება და ვერ დაგელაპარაკებიო... ყველას ერთნაირი სურვილი აქვს, - ენგურის ხიდი დანარჩენ საქართველოსთან არ ჰყოფდეთ, მშვიდობა იყოს და თავისივე სახლ-კარში თავს დაუცველად არ გრძნობდნენ, - დანარჩენი, თანდათან მოგვარდება...

რუბენ ფაჩულია, ჩხორთოლის მკვიდრი: - დედასთან ვიყავი ჩასული. ოჯახი აქეთ მყავს. ყოველ ახალ წელს ასე ვიხლიჩები ორად, - დედა მეცოდება. მარტო ცხოვრობს. ცოლ-შვილმა იცის, რომ ამ დღეს მათთან ვერ ვიქნები, სხვა დროს მათთან ვარ... შეძლებისდაგვარად მშვიდი ახალი წელი გვქონდა, - ადგილობრივებმა ერთმანეთს მივულოცეთ. დიდი ქეიფების არც განწყობა გვქონდა და არც გარემო. რაც მთავარია, არავინ მოუკლავთ, დაუყაჩაღებიათ და მოუტაცებიათ.

ირაკლი, აფხაზეთიდან დევნილი: "წლებია აქეთ ვცხოვრობ, ვსწავლობ და ვმუშაობ... ბიჭვინთაში აფხაზი ნათესავები მყავს, მამიდაშვილები. ჩემი თანატოლები არიან. ხან ისინი ჩამოდიან აქეთ, - ხან მე ჩავდივარ მათთან. გასულ წელს, ოჯახი შევქმენი და მინდოდა, მათთვის მეუღლე გამეცნო. გველოდნენ. ჩემი მეუღლის მშობლები ღელავდნენ, - ერთი სიტყვა რუსულიც კი არ იცისო... მე ვიქნები თარჯიმანი-მეთქი. "მოსაწვევი" მქონდა და არ ვნერვიულობდი. თან აფხაზურ მხარეს, ისინი მელოდნენ...

რუსებს არაფერი უთქვამთ, აფხაზმა ე.წ. მესაზღვრეებმა კი, მიცნეს, - დაოჯახდიო? - მკითხეს, - კი, ჩემი მეუღლე უნდა გავაცნო ნათესავებს-მეთქი, - გაუხარდათ, - ქალაქის ლამაზი ადგილები ანახე ჩვენს რძალსო, - მითხრეს... ოჩამჩირე რომ გავიარეთ, - ჩემი მეუღლე აღელდა, - დანარჩენი აფხაზეთიც ასეთი გაუდაბნოებულიაო?.. შემდეგ, სოხუმი ნახა, ბიჭვინთა და გაგრაც. სამივე ძალიან მოეწონა...

მამიდაჩემის აფხაზმა ქმარმა ქართულიც კი გაიხსენა... ომზე არასდროს ვლაპარაკობთ. მხოლოდ იმას მეუბნებიან, ვის სახლში ვინ შესახლდა, რაც ძალზე მძიმე მოსასმენია, მაგრამ აქაურ ნათესავებს და ახლობლებს აინტერესებთ მათი სახლების ამბავი... ერთი სიტყვით, აფხაზეთში, ერთი კვირა ვიყავით და არც ერთი წუთით არ მიგრძვნია, რომ დრომ გაგვთიშა და დაგვაშორა...

თავიანთ საახალწლო სურვილებსა და მოლოდინებზე წერენ თავად აფხაზებიც. მათი დიდი ნაწილის თქმით, სურთ, რომ "ხელისუფლება" მათ ემსახურებოდეს და არა - პირიქით, "როგორც ეს ბოლო, ქართველი პატიმრის ქართული მხარისთვის უჩუმრად გადაცემით დაამტკიცეს..."

ბესო, სოხუმელი აფხაზი:

- მშვიდობა მინდა. ამ სამოთხიდან თვალი გაქცევაზე მიჭირავს, რადგან აქაურობა ჯოჯოხეთს ჰგავს... დაგვღუპა ნარკომანიამ, კორუფციამ, კრიმინალმა და საერთოდ, სახელმწიფო ინსტიტუტების არქონამ... ლუკავას საქმესთან დაკავშირებით მოვისმინე აფხაზი საზოგადოების აზრი, - ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საქართველოს გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლიაო. ეს დამაფიქრებელია, - ბრძოლა ალბათ ბევრს შეუძლია, - შენებაა მთავარი, ჩვენ კი, წლებია არაფერი გვიშენებია...

ირინა თარბა:

- ამ უმძიმესი წლის ბოლო დღეებს ვითვლიდი, ასე მგონია, ძალიან ბევრი რამ წაგვართვა გასულმა წელმა, - კვირა არ გავიდოდა, ახალგაზრდის სიკვდილის შესახებ არ გაგვეგო, - აქაც იხოცებოდნენ და რუსეთშიც... ნარკოტიკმა გაგვანადგურა... მშვიდ გარემოზე ვოცნებობ. მინდა, ახალგაზრდებისთვის განათლება პრიორიტეტული იყოს, კანონი სრულდებოდეს. თუმცა, ამას რომ ვამბობ, მგონია, უპატრონო, მიამიტი ბავშვი ვარ, რომელიც თოვლის ბაბუას ისეთ რამეს სთხოვს, რომელიც არასდროს აუსრულდება...

ელენა კვიცინია:

- წინასაახალწლოდ, 10 წლის აფხაზი გოგონას წერილი წავიკითხე, - ის თოვლის ბაბუას ზეთს და მაკარონს სთხოვდა, რამდენიმე დღე მაინც ნოყიერი საკვები რომ ჰქონოდა... არ ვიცი, ამის შემდეგ, რა უნდა ვინატრო, რისი იმედი მქონდეს, რას უნდა ველოდოთ... დროა, დამოუკიდებლად სიარული ვისწავლოთ. ვისურვებდი, ამდენი "ბირჟა", უსაქმური, ნარკომანი და კრიმინალი აღარ იყოს. 25 წელია, ეს არის ჩვენი საახალწლო სურვილი, - მშვიდობა და უსაფრთხოება, მაგრამ ჯერ არ აგვსრულებია..."

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?