Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქალი, რომელსაც "შატილის ასულო" მიეძღვნა - "მა­ღა­ლი, ტა­ნა­შოლ­ტი­ლი გო­გო ვი­ყა­ვი"
ვინ არის ქალი, რომელსაც "შატილის ასულო" მიეძღვნა - "მა­ღა­ლი, ტა­ნა­შოლ­ტი­ლი გო­გო ვი­ყა­ვი"

18 წლის ყო­ფი­ლა ფა­ტი­მა წო­ტო­ი­ძე, რო­დე­საც მას­ზე გა­მიჯ­ნუ­რე­ბულ თა­ნა­სოფ­ლელს - იო­სებ ლონ­გიშ­ვილს მის­თ­ვის ლექ­სე­ბი მი­უძღ­ვ­ნია. სწო­რედ მა­შინ და­წე­რი­ლა "შა­ტი­ლის ასუ­ლო, ლერ­წა­მო ფა­ტი­მა"... იმ დროს ალ­ბათ ვერ წარ­მო­იდ­გენ­დ­ნენ, რომ ეს ლექ­სი მა­ლე "ამ­ღერ­დე­ბო­და" და სა­ხალ­ხო გახ­დე­ბო­და. თა­ნაც, იმ­დე­ნად სა­ხალ­ხო, რომ წლე­ბის შემ­დეგ სა­სა­მარ­თ­ლო­ში დას­ჭირ­დე­ბო­დათ იმის მტკი­ცე­ბა, თუ ვინ იყო მი­სი ავ­ტო­რი. ფა­ტი­მა წო­ტო­ი­ძე ახ­ლა 75 წლი­საა და სო­ფელ ზე­მო ალ­ვან­ში შვილ­თან, რძალ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. და­მა­ინ­ტე­რე­სა ამ წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ლექ­სის შექ­მ­ნის ის­ტო­რი­ამ და ფა­ტი­მა ბე­ბოს ალ­ვან­ში ვეს­ტუმ­რე.

- აქა­უ­რი, ალ­ვა­ნე­ლი ქა­ლი ვარ. დე­და­ჩე­მი პირ­ვე­ლად 13 წლის გა­უთხო­ვე­ბი­ათ, 14 წლი­სა კი დაქ­ვ­რი­ვე­ბუ­ლა. ზუს­ტად ერთ წე­ლი­წად­ში ნა­თე­სა­ვებს ხელ­მე­ო­რედ გა­უთხო­ვე­ბი­ათ - მიმ­ხე­დი და პატ­რო­ნი გჭირ­დე­ბაო. 7 წლის ვი­ყა­ვი, მა­მა რომ და­მე­ღუ­პა. მახ­სოვს, მუხ­ლე­ბამ­დე ვწვდე­ბო­დი. ში­რაქ­ში მუ­შა­ობ­და, კო­ლექ­ტი­ვის კა­მე­ჩე­ბის ფერ­მა­ში. თა­ვი­დან თქვეს, წყალ­ში და­იხ­რ­ჩოო, მე­რე კი ხმა გა­მო­ვი­და, ამ­ხა­ნა­გებ­მა ფუ­ლის გა­მო გა­წი­რეს და მოკ­ლე­სო. მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გვქონ­და და დე­დას ძა­ლი­ან უჭირ­და ჩვე­ნი გაზ­რ­და. ხელ­მოკ­ლედ, დიდ გა­ჭირ­ვე­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ "სა­ექ­თ­ნო­ზე" ვა­ბა­რებ­დი. რა­ტომ, ახ­ლაც არ ვი­ცი - ნემ­სი­სა და წამ­ლის და­ნახ­ვა­ზე გუ­ლი მი­წუხ­დე­ბო­და, მაგ­რამ ვერ ჩა­ვა­ბა­რე. ჰო­და, უსაქ­მოდ რა გა­მა­ჩე­რებ­და ახალ­გაზ­რ­და ქალს და მე­ურ­ნე­ო­ბა რომ და­არ­ს­და, 1961 წელს, დი­დი და პა­ტა­რა სა­მუ­შა­ოდ გა­ვე­დით. წო­ტო­ი­ძე ჩე­მი გვა­რია. რომ გავ­თხოვ­დი, ქმარ­მა მითხ­რა: ქმრის გვარ­ზე უნ­და გად­მოხ­ვი­დეო და საბ­ჭო­ში ხე­ლის მო­სა­წე­რად რომ წა­ვე­დით, ლონ­გიშ­ვი­ლი გავ­ხ­დი. მარ­თა­ლია, გა­ჭირ­ვე­ბი­თა და ვაი-ვაგ­ლა­ხით გა­ვი­ზარ­დე, რა მემ­ღე­რე­ბო­და, მაგ­რამ სიმ­ღე­რა და მოლ­ხე­ნა მა­ინც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. საკ­რა­ვი არ მქონ­და და ვერც ერთ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­ზე ვერ ვუკ­რავ, მაგ­რამ სიმ­ღე­რა - გიყ­ვარ­დეს!.. კარ­გი აღ­ნა­გო­ბის ვი­ყა­ვი ახალ­გაზ­რ­დო­ბი­სას, სუფ­რა ისე არ ჩა­ივ­ლი­და, არ მემ­ღე­რა და ვინ­მეს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მექ­ცია, ბევ­რს მოვ­წონ­დი კი­დეც... ერ­თხელ ერ­თ­მა ბიჭ­მა მითხ­რა, - ახ­ლა რომ გა­გი­ტა­ცო, რას იზა­მო? სხვა წყევ­ლა-კრულ­ვას მი­აყ­რი­და, მე კი ვუ­თხა­რი: გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ გიყ­ვარ­ვარ, რა­ღას ვი­ზამ-მეთ­ქი? (ი­ცი­ნის).

- ალ­ბათ იოსე­ბიც ამით მო­ი­ხიბ­ლა, ხომ?

- კი არ ვტრა­ბა­ხობ, მაგ­რამ მა­ღა­ლი, ტა­ნა­შოლ­ტი­ლი გო­გო ვი­ყა­ვი. რო­გორც გი­თხა­რი, ისე არ ჩა­ივ­ლი­და ქე­ი­ფი, ვი­ღა­ცას არ მოვ­წო­ნე­ბო­დი. ეტყო­ბა, იო­სებ­მაც შე­მამ­ჩ­ნია და მო­ვე­წო­ნე. ლექ­სე­ბის წე­რის სურ­ვი­ლი, მუ­ზა გა­უჩ­ნ­და ჩე­მი გაც­ნო­ბის შემ­დეგ და მთხოვ­ნე­ლე­ბიც მო­მიგ­ზავ­ნა. უარ­ზე ვი­ყა­ვი, ასა­კით ბევ­რად უფ­რო­სია და არ გავ­ყ­ვე­ბი-მეთ­ქი. 16 წლით იყო ჩემ­ზე უფ­რო­სი. ხან ვის ვე­კი­თხე­ბო­დი, რამ­დე­ნი წლი­საა-მეთ­ქი, ხან - ვის, მაგ­რამ არა­ვინ მე­უბ­ნე­ბო­და სი­მარ­თ­ლეს. ერ­თხელ, მა­შინ უკ­ვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, სტუმ­რე­ბი გვყავ­და და იოსე­ბი სა­დღეგ­რ­ძე­ლოს ამ­ბობ­და: 1942 წელს მე ბატ­კან­ში ვი­ყა­ვი, პა­ტა­რა მე­ბატ­კ­ნე (ა­ნუ მეცხ­ვა­რე) ვი­ყა­ვიო და მე აღარ ვა­ცა­დე დას­რუ­ლე­ბა, და­ვუ­ძა­ხე: ნე­ტავ, მა­შინ სად გყავ­და-მეთ­ქი მე­უღ­ლე. ისე გაბ­რაზ­და... ასაკს ხაზს რომ ვუს­ვამ­დი, არ მოს­წონ­და.

- აბა, რო­გორ­ღა გა­დაწყ­ვი­ტეთ მას­ზე გა­თხო­ვე­ბა?

- ერთ ზა­ფხულს მთა­ში წა­ვე­დი - ალაზ­ნის თავ­ში. ისე­თი ლა­მა­ზია იქა­უ­რო­ბა, მარ­თ­ლა ცას­თან ახ­ლოს გე­გო­ნე­ბა თა­ვი... იქი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, მე­გობ­რებ­მა მითხ­რეს, შენ­ზე ლექ­სია და­წე­რი­ლიო. რა ლექ­სი, ვინ და­წე­რა-მეთ­ქი? - გა­მიკ­ვირ­და. - რა ლექ­სი და "შა­ტი­ლის ასუ­ლო, ლერ­წა­მო ფა­ტი­მა­ო". - იქ­ნებ სხვა­ზეა-მეთ­ქი და­წე­რი­ლი, - ვი­უ­ა­რე. თურ­მე მარ­თ­ლა ჩემ­ზე და­უ­წე­რია. სოფ­ლე­ლებ­მა უცებ აიტა­ცეს და შე­იყ­ვა­რეს ლექ­სი­ცა და სიმ­ღე­რაც, მაგ­რამ მე­რე სხვა, კი­დევ უფ­რო უკე­თე­სი ლექ­სე­ბიც და­მი­წე­რა. "პი­რიმ­ზის ეშ­ხი, სი­ტურ­ფე მის ღი­მილს და­უ­ფა­რი­ა­ო" - ერთ ლექ­ს­ში ასე წერს ჩემ­ზე. მე­სი­ა­მოვ­ნა, ესე იგი, ჩე­მი ღი­მი­ლიც მოს­წონს-მეთ­ქი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ არის ქალი, რომელსაც "შატილის ასულო" მიეძღვნა - "მა­ღა­ლი, ტა­ნა­შოლ­ტი­ლი გო­გო ვი­ყა­ვი"

ვინ არის ქალი, რომელსაც "შატილის ასულო" მიეძღვნა - "მა­ღა­ლი, ტა­ნა­შოლ­ტი­ლი გო­გო ვი­ყა­ვი"

18 წლის ყოფილა ფატიმა წოტოიძე, როდესაც მასზე გამიჯნურებულ თანასოფლელს - იოსებ ლონგიშვილს მისთვის ლექსები მიუძღვნია. სწორედ მაშინ დაწერილა "შატილის ასულო, ლერწამო ფატიმა"... იმ დროს ალბათ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ეს ლექსი მალე "ამღერდებოდა" და სახალხო გახდებოდა. თანაც, იმდენად სახალხო, რომ წლების შემდეგ სასამართლოში დასჭირდებოდათ იმის მტკიცება, თუ ვინ იყო მისი ავტორი. ფატიმა წოტოიძე ახლა 75 წლისაა და სოფელ ზემო ალვანში შვილთან, რძალსა და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. დამაინტერესა ამ წყვილის სიყვარულისა და ლექსის შექმნის ისტორიამ და ფატიმა ბებოს ალვანში ვესტუმრე.

- აქაური, ალვანელი ქალი ვარ. დედაჩემი პირველად 13 წლის გაუთხოვებიათ, 14 წლისა კი დაქვრივებულა. ზუსტად ერთ წელიწადში ნათესავებს ხელმეორედ გაუთხოვებიათ - მიმხედი და პატრონი გჭირდებაო. 7 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა. მახსოვს, მუხლებამდე ვწვდებოდი. შირაქში მუშაობდა, კოლექტივის კამეჩების ფერმაში. თავიდან თქვეს, წყალში დაიხრჩოო, მერე კი ხმა გამოვიდა, ამხანაგებმა ფულის გამო გაწირეს და მოკლესო. მრავალშვილიანი ოჯახი გვქონდა და დედას ძალიან უჭირდა ჩვენი გაზრდა. ხელმოკლედ, დიდ გაჭირვებაში ვცხოვრობდით. სკოლის დამთავრების შემდეგ "საექთნოზე" ვაბარებდი. რატომ, ახლაც არ ვიცი - ნემსისა და წამლის დანახვაზე გული მიწუხდებოდა, მაგრამ ვერ ჩავაბარე. ჰოდა, უსაქმოდ რა გამაჩერებდა ახალგაზრდა ქალს და მეურნეობა რომ დაარსდა, 1961 წელს, დიდი და პატარა სამუშაოდ გავედით. წოტოიძე ჩემი გვარია. რომ გავთხოვდი, ქმარმა მითხრა: ქმრის გვარზე უნდა გადმოხვიდეო და საბჭოში ხელის მოსაწერად რომ წავედით, ლონგიშვილი გავხდი. მართალია, გაჭირვებითა და ვაი-ვაგლახით გავიზარდე, რა მემღერებოდა, მაგრამ სიმღერა და მოლხენა მაინც ძალიან მიყვარდა. საკრავი არ მქონდა და ვერც ერთ ინსტრუმენტზე ვერ ვუკრავ, მაგრამ სიმღერა - გიყვარდეს!.. კარგი აღნაგობის ვიყავი ახალგაზრდობისას, სუფრა ისე არ ჩაივლიდა, არ მემღერა და ვინმეს ყურადღება არ მიმექცია, ბევრს მოვწონდი კიდეც... ერთხელ ერთმა ბიჭმა მითხრა, - ახლა რომ გაგიტაცო, რას იზამო? სხვა წყევლა-კრულვას მიაყრიდა, მე კი ვუთხარი: გამიხარდება, თუ გიყვარვარ, რაღას ვიზამ-მეთქი? (იცინის).

- ალბათ იოსებიც ამით მოიხიბლა, ხომ?

- კი არ ვტრაბახობ, მაგრამ მაღალი, ტანაშოლტილი გოგო ვიყავი. როგორც გითხარი, ისე არ ჩაივლიდა ქეიფი, ვიღაცას არ მოვწონებოდი. ეტყობა, იოსებმაც შემამჩნია და მოვეწონე. ლექსების წერის სურვილი, მუზა გაუჩნდა ჩემი გაცნობის შემდეგ და მთხოვნელებიც მომიგზავნა. უარზე ვიყავი, ასაკით ბევრად უფროსია და არ გავყვები-მეთქი. 16 წლით იყო ჩემზე უფროსი. ხან ვის ვეკითხებოდი, რამდენი წლისაა-მეთქი, ხან - ვის, მაგრამ არავინ მეუბნებოდა სიმართლეს. ერთხელ, მაშინ უკვე დაოჯახებულები ვიყავით, სტუმრები გვყავდა და იოსები სადღეგრძელოს ამბობდა: 1942 წელს მე ბატკანში ვიყავი, პატარა მებატკნე (ანუ მეცხვარე) ვიყავიო და მე აღარ ვაცადე დასრულება, დავუძახე: ნეტავ, მაშინ სად გყავდა-მეთქი მეუღლე. ისე გაბრაზდა... ასაკს ხაზს რომ ვუსვამდი, არ მოსწონდა.

- აბა, როგორღა გადაწყვიტეთ მასზე გათხოვება?

- ერთ ზაფხულს მთაში წავედი - ალაზნის თავში. ისეთი ლამაზია იქაურობა, მართლა ცასთან ახლოს გეგონება თავი... იქიდან რომ ჩამოვედი, მეგობრებმა მითხრეს, შენზე ლექსია დაწერილიო. რა ლექსი, ვინ დაწერა-მეთქი? - გამიკვირდა. - რა ლექსი და "შატილის ასულო, ლერწამო ფატიმაო". - იქნებ სხვაზეა-მეთქი დაწერილი, - ვიუარე. თურმე მართლა ჩემზე დაუწერია. სოფლელებმა უცებ აიტაცეს და შეიყვარეს ლექსიცა და სიმღერაც, მაგრამ მერე სხვა, კიდევ უფრო უკეთესი ლექსებიც დამიწერა. "პირიმზის ეშხი, სიტურფე მის ღიმილს დაუფარიაო" - ერთ ლექსში ასე წერს ჩემზე. მესიამოვნა, ესე იგი, ჩემი ღიმილიც მოსწონს-მეთქი... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი