მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მეფეები! ისტორია, რომელიც ძვირფასია
ქართველი მეფეები! ისტორია, რომელიც ძვირფასია

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ი მო­რიგ უპ­რე­ცე­დენ­ტო პრო­ექტს იწყებს - სა­ქარ­თვე­ლოს 28 მეფე "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის" 24 ტო­მე­ულ­ში"გა­ცო­ცხლდე­ბა.

მკი­თხვე­ლი გა­ეც­ნო­ბა ამა თუ იმ ეპო­ქის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას, მე­ფე­ე­ბის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტებს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გარ­დამ­ტე­ხი როლი შე­ას­რუ­ლეს. წიგ­ნი იან­ვრის ბო­ლო­დან, თვე­ში ერთხელ, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­რი­ა­ზე ცნო­ბილ მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა იმუ­შა­ვა. დე­ტა­ლებ­ზე პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯაბა სა­მუ­შია­ გვე­სა­უბ­რა:

- "პა­ლიტ­რა L"-ის ახა­ლი წა­მო­წყე­ბის "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის" მსგავ­სი პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. ეს არის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა, რომ ქარ­თველ მკი­თხველს ყვე­ლა ცნო­ბილ ქარ­თველ მე­ფე­ზე სრუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნას - 28 მე­ფეს წარ­მოგ­ვიდ­გენს 24-ტო­მი­ა­ნი სე­რია, რო­მელ­ზეც ცნო­ბილ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და ის­ტო­რი­კო­სებ­მა იმუ­შა­ვეს. სე­რი­ას თა­მარ მე­ფით ვი­წყებთ და ერეკ­ლე II-ით და­ვას­რუ­ლებთ. ეს არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ მშრა­ლი სა­უ­ბა­რი ან მხო­ლოდ ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი. ავ­ტო­რე­ბი მოჰ­ყვე­ბი­ან ამა თუ იმ მე­ფის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც, მა­შინ­დელ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე, რა კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე იდ­გნენ ისი­ნი, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გარ­დამ­ტე­ხი როლი შე­ას­რუ­ლა. ზო­გი­ერთ მო­ნარ­ქს შე­საძ­ლოა მთე­ლი წიგ­ნი არ მი­ე­ძღვნას. მა­გა­ლი­თად, აზოს შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ფარ­ნა­ვა­ზის გა­მე­ფე­ბამ­დე იყო მმარ­თვე­ლი, ფარ­ნა­ვა­ზის წიგნ­ში იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი. ასე­ვე, ზო­გი­ერთ მე­ფის­წულ­ზე, რომ­ლებ­მაც გა­მე­ფე­ბაც მო­ას­წრეს, შე­საძ­ლოა ცალ­კე წიგ­ნი არ იყოს, მაგ­რამ მას­ზე სხვა მე­ფის­თვის მი­ძღვნილ წიგნ­ში ვი­სა­უბ­რებთ. მა­გა­ლი­თად, გი­ორ­გი XII-ის ამ­ბებს ჩვენ ერეკ­ლე II-ის­თვის მი­ძღვნილ წიგნ­ში შე­ვი­ტანთ. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქი­ის ეპო­ქა გად­მოვ­ცეთ.

- ფაქ­ტობ­რი­ვად, გარ­და მე­ფე­ე­ბის ცხოვ­რე­ბი­სა, მკი­თხველს წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნე­ბა ის­ტო­რი­ულ ვი­თა­რე­ბა­ზე, რა პე­რი­ოდ­შიც ამა თუ იმ მე­ფეს უწევ­და მოღ­ვა­წე­ო­ბა.

- დიახ, პრო­ექ­ტი გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მე­ფე­ე­ბის ცხოვ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ვი­ნა­ხოთ სა­ერ­თო სუ­რა­თი - ფაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ვი­ცო­დით, ან რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც მა­ნამ­დე მხო­ლოდ ეპი­ზო­დუ­რი წარ­მოდ­გე­ნა გვქონ­და. გარ­და სა­ში­ნაო ვი­თა­რე­ბი­სა, სე­რია მოგ­ვი­თხრობს კონ­კრე­ტუ­ლი მე­ფე­ე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბი­სას სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს­თან კავ­შირ­ში გახ­ლდათ. მე­ფის ცხოვ­რე­ბის ეპი­ზო­დე­ბის გად­მო­ცე­მი­სას, ყუ­რა­დღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებთ მის პი­რად თვი­სე­ბებ­ზეც, მარ­თვი­სა თუ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის უნა­რებ­ზე. ანუ ეს იქ­ნე­ბა მე­ფის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი იმ­დრო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო.

- ის­ტო­რი­კო­სე­ბის გარ­და, რი­გი­თი მკი­თხვე­ლის­თვის რამ­დე­ნად მარ­ტი­ვად აღ­საქ­მე­ლი იქ­ნე­ბა მე­ფე­ე­ბის ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი პა­სა­ჟე­ბი?

- ეს არ იქ­ნე­ბა მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტი. პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს სა­მეც­ნი­ე­რო-პო­პუ­ლა­რულ კვლე­ვებს. რო­გორც გი­თხა­რით, ყვე­ლა ავ­ტო­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ის­ტო­რი­კო­სია. შე­ვარ­ჩი­ეთ იმ ეპო­ქე­ბის მკვლე­ვა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ წლებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ. მხო­ლოდ სა­მია ისე­თი ავ­ტო­რი, რო­მელ­თა წიგ­ნე­ბი საბ­ჭო­თა დრო­ი­დან სა­უ­კე­თე­სო ბი­ოგ­რა­ფი­ულ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბად ით­ვლე­ბო­და. ამი­ტომ, მათი წიგ­ნე­ბიც შე­ვარ­ჩი­ეთ. მა­გა­ლი­თად, ჯე­მალ სტეფ­ნა­ძეს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, აქვს შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნე­ბი გი­ორ­გი III-ზე, დე­მეტ­რე I-ზე. გა­დავ­წყვი­ტეთ, ეს წიგ­ნე­ბი გან­სა­ზღვრუ­ლი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ჩვენს სე­რი­ა­ში შეგ­ვე­ტა­ნა. საქ­მე ის არის, რომ ორი­ვე წიგ­ნი თა­ვის დრო­ზე ძა­ლი­ან მცი­რე ტი­რა­ჟით გა­მო­ვი­და და არა­თუ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, სპე­ცი­ა­ლის­ტთა ვიწ­რო წრის­თვი­საც კი არ იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ასე­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო მკვლე­ვა­რის, რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი პა­ი­ჭა­ძის "ვახ­ტანგ VI". მან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და, კონ­კრე­ტუ­ლად, ვახ­ტანგ VI-ის ცხოვ­რე­ბის შეს­წავ­ლას მი­უ­ძღვნა. ამი­ტო­მაც მი­ვიჩ­ნი­ეთ სა­ჭი­როდ მისი ამ ნუს­ხა­ში შე­ტა­ნა. და­ნარ­ჩე­ნი ავ­ტო­რე­ბიც, ყვე­ლა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კუ­თხით არის შერ­ჩე­უ­ლი. ზოგი ცნო­ბი­ლი მკვლე­ვა­რია, თუნ­დაც, როინ მეტ­რე­ვე­ლი, გრა­ნი ქავ­თა­რია... არი­ან ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის მკვლე­ვა­რე­ბიც. ქარ­თველ მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა, გა­იც­ნოს ის ახალ­გაზ­რდა ის­ტო­რი­კო­სე­ბი და მათი ნაშ­რო­მე­ბი, ვინც ამ თე­მით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

- რო­დის და რა ინ­ტერ­ვა­ლით გა­მო­ვა ეს წიგ­ნე­ბი?

- უკვე დიდი ხა­ნია ამ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობთ, ძა­ლი­ან დიდი სა­მუ­შა­ოა გა­წე­უ­ლი, სე­რი­ის ნა­წი­ლი მზად არის და უკვე ყო­ველ­თვე, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად, ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი ციკ­ლი­დან თითო წიგნს მი­ი­ღებს. რო­გორც პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი, გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას ვუხ­დი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტორ გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას, ასე­ვე, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრს.

- რო­დის იხი­ლავს მკი­თხვე­ლი პირ­ველ ტომს?

- იან­ვრის ბო­ლოს გა­მო­ვა "თა­მარ მეფე" და ამის შემ­დეგ მკი­თხველს ყო­ველ­თვი­უ­რად მი­ვაწ­ვდით სე­რი­ის მო­რიგ ტომს. ვფიქ­რობ, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი ელო­დე­ბა, რო­მე­ლიც ორ წე­ლი­წადს გაგ­რძელ­დე­ბა.

ნა­თია მეტ­რე­ვე­ლი, "პა­ლიტ­რა L"-ის მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: - "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი" ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბის­თვის. ის­ტო­რია ძვირ­ფა­სი რამ არის ყვე­ლა ერის­თვის, ამი­ტომ წიგ­ნე­ბის ეს სე­რია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ყვე­ლა ასა­კის მკი­თხვე­ლის­თვის. ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა ხელს უწყობს ახალ­გაზ­რდებ­ში ის­ტო­რი­ის სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას. ყვე­ლა წიგ­ნი მა­ღალ პო­ლიგ­რა­ფი­ულ დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა და­ბეჭ­დი­ლი და უხ­ვად ილუსტრი­რე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­უ­ან­სია წიგნ­ში ნუს­ხუ­რი დამ­წერ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ გზით შე­ვე­ცა­დეთ, ხაზი გაგ­ვეს­ვა ან­ბა­ნის - ჩვე­ნი ერის უდი­დე­სი კულ­ტუ­რუ­ლი მო­ნა­პოვ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და მისი ცოდ­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის­თვის. იმე­დია, ჩვე­ნი ახა­ლი სე­რია ქვეყ­ნის წარ­სუ­ლი­თა და, კერ­ძოდ, ქარ­თველ მე­ფე­თა ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლის მო­ლო­დინს გა­ა­მარ­თლებს.

შე­გახ­სე­ნებთ რომ ტო­მე­უ­ლის პირ­ვე­ლი წიგ­ნი 29 იან­ვრი­დან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა და მისი ფასი 7 ლარი იქ­ნე­ბა.

ქართველი მეფეები! ისტორია, რომელიც ძვირფასია

ქართველი მეფეები! ისტორია, რომელიც ძვირფასია

გამომცემლობა "პალიტრა L"-ი მორიგ უპრეცედენტო პროექტს იწყებს - საქართველოს 28 მეფე "ქართველი მეფეების" 24 ტომეულში"გაცოცხლდება.

მკითხველი გაეცნობა ამა თუ იმ ეპოქის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, მეფეების პიროვნულ თვისებებსა და მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულეს. წიგნი იანვრის ბოლოდან, თვეში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ სერიაზე ცნობილ მეცნიერთა ჯგუფმა იმუშავა. დეტალებზე პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია­ გვესაუბრა:

- "პალიტრა L"-ის ახალი წამოწყების "ქართველი მეფეების" მსგავსი პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა. ეს არის პირველი მცდელობა, რომ ქართველ მკითხველს ყველა ცნობილ ქართველ მეფეზე სრული წარმოდგენა შეექმნას - 28 მეფეს წარმოგვიდგენს 24-ტომიანი სერია, რომელზეც ცნობილმა მეცნიერებმა და ისტორიკოსებმა იმუშავეს. სერიას თამარ მეფით ვიწყებთ და ერეკლე II-ით დავასრულებთ. ეს არ იქნება მხოლოდ მშრალი საუბარი ან მხოლოდ ბიოგრაფიული ფაქტები. ავტორები მოჰყვებიან ამა თუ იმ მეფის პირად ცხოვრებაზეც, მაშინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე, რა კონკრეტული გადაწყვეტილებების წინაშე იდგნენ ისინი, რამაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა. ზოგიერთ მონარქს შესაძლოა მთელი წიგნი არ მიეძღვნას. მაგალითად, აზოს შესახებ, რომელიც ფარნავაზის გამეფებამდე იყო მმართველი, ფარნავაზის წიგნში იქნება საუბარი. ასევე, ზოგიერთ მეფისწულზე, რომლებმაც გამეფებაც მოასწრეს, შესაძლოა ცალკე წიგნი არ იყოს, მაგრამ მასზე სხვა მეფისთვის მიძღვნილ წიგნში ვისაუბრებთ. მაგალითად, გიორგი XII-ის ამბებს ჩვენ ერეკლე II-ისთვის მიძღვნილ წიგნში შევიტანთ. ჩვენი სურვილია, საქართველოში მონარქიის ეპოქა გადმოვცეთ.

- ფაქტობრივად, გარდა მეფეების ცხოვრებისა, მკითხველს წარმოდგენა შეექმნება ისტორიულ ვითარებაზე, რა პერიოდშიც ამა თუ იმ მეფეს უწევდა მოღვაწეობა.

- დიახ, პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას, მეფეების ცხოვრებიდან გამომდინარე დავინახოთ საერთო სურათი - ფაქტები, რომლებიც არ ვიცოდით, ან რომელთა შესახებაც მანამდე მხოლოდ ეპიზოდური წარმოდგენა გვქონდა. გარდა საშინაო ვითარებისა, სერია მოგვითხრობს კონკრეტული მეფეების მოღვაწეობისას საგარეო პოლიტიკაზე, რაც, ბუნებრივია, თავის მხრივ, საქართველოსთან კავშირში გახლდათ. მეფის ცხოვრების ეპიზოდების გადმოცემისას, ყურადღებას ვამახვილებთ მის პირად თვისებებზეც, მართვისა თუ ურთიერთობების უნარებზე. ანუ ეს იქნება მეფის თვალით დანახული იმდროინდელი საქართველო.

- ისტორიკოსების გარდა, რიგითი მკითხველისთვის რამდენად მარტივად აღსაქმელი იქნება მეფეების ცხოვრების ისტორიული პასაჟები?

- ეს არ იქნება მხატვრული ტექსტი. პროექტი მიზნად ისახავს სამეცნიერო-პოპულარულ კვლევებს. როგორც გითხარით, ყველა ავტორი პროფესიონალი ისტორიკოსია. შევარჩიეთ იმ ეპოქების მკვლევარები, რომლებიც კონკრეტულ წლებზე მუშაობდნენ. მხოლოდ სამია ისეთი ავტორი, რომელთა წიგნები საბჭოთა დროიდან საუკეთესო ბიოგრაფიულ ნაწარმოებებად ითვლებოდა. ამიტომ, მათი წიგნებიც შევარჩიეთ. მაგალითად, ჯემალ სტეფნაძეს, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, აქვს შესანიშნავი წიგნები გიორგი III-ზე, დემეტრე I-ზე. გადავწყვიტეთ, ეს წიგნები განსაზღვრული მუშაობის შემდეგ, ჩვენს სერიაში შეგვეტანა. საქმე ის არის, რომ ორივე წიგნი თავის დროზე ძალიან მცირე ტირაჟით გამოვიდა და არათუ ფართო საზოგადოებისთვის, სპეციალისტთა ვიწრო წრისთვისაც კი არ იყო ხელმისაწვდომი. ასევე საყურადღებოა მეტად საინტერესო მკვლევარის, რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი გიორგი პაიჭაძის "ვახტანგ VI". მან მთელი ცხოვრება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და, კონკრეტულად, ვახტანგ VI-ის ცხოვრების შესწავლას მიუძღვნა. ამიტომაც მივიჩნიეთ საჭიროდ მისი ამ ნუსხაში შეტანა. დანარჩენი ავტორებიც, ყველა, პროფესიონალური კუთხით არის შერჩეული. ზოგი ცნობილი მკვლევარია, თუნდაც, როინ მეტრეველი, გრანი ქავთარია... არიან ახალგაზრდა თაობის მკვლევარებიც. ქართველ მკითხველს საშუალება მიეცემა, გაიცნოს ის ახალგაზრდა ისტორიკოსები და მათი ნაშრომები, ვინც ამ თემით არის დაინტერესებული.

- როდის და რა ინტერვალით გამოვა ეს წიგნები?

- უკვე დიდი ხანია ამ პროექტზე ვმუშაობთ, ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული, სერიის ნაწილი მზად არის და უკვე ყოველთვე, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, ჩვენი მკითხველი ციკლიდან თითო წიგნს მიიღებს. როგორც პროექტის ავტორი, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიას, ასევე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.

- როდის იხილავს მკითხველი პირველ ტომს?

- იანვრის ბოლოს გამოვა "თამარ მეფე" და ამის შემდეგ მკითხველს ყოველთვიურად მივაწვდით სერიის მორიგ ტომს. ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას მეტად საინტერესო პროექტი ელოდება, რომელიც ორ წელიწადს გაგრძელდება.

ნათია მეტრეველი, "პალიტრა L"-ის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი: - "ქართველი მეფეები" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი გამომცემლობისთვის. ისტორია ძვირფასი რამ არის ყველა ერისთვის, ამიტომ წიგნების ეს სერია ძალიან საინტერესო იქნება ყველა ასაკის მკითხველისთვის. ჩვენი გამომცემლობა ხელს უწყობს ახალგაზრდებში ისტორიის სიყვარულსა და პატივისცემას. ყველა წიგნი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე იქნება დაბეჭდილი და უხვად ილუსტრირებული. განსაკუთრებული ნიუანსია წიგნში ნუსხური დამწერლობის გამოყენება. ამ გზით შევეცადეთ, ხაზი გაგვესვა ანბანის - ჩვენი ერის უდიდესი კულტურული მონაპოვრის მნიშვნელობისა და მისი ცოდნის აუცილებლობისთვის. იმედია, ჩვენი ახალი სერია ქვეყნის წარსულითა და, კერძოდ, ქართველ მეფეთა ისტორიით დაინტერესებული მკითხველის მოლოდინს გაამართლებს.

შეგახსენებთ რომ ტომეულის პირველი წიგნი 29 იანვრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება და მისი ფასი 7 ლარი იქნება.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა