ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, გლდანისა და სამგორის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის II მიკრორაიონის, სარაჯიშვილის, ჭედიას, კაჭარავას, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ერისთავი-ჯორჯაძის, კრუპსკაიას, რიონის, ფოცხიშვილის, ზაჰესის და სკოლის ქუჩების მცხოვრებლებს.
დღესვე, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 VI, VIII, IX მიკრორაიონების, კახეთის გზატკეცილის, სამშენებლო დასახლების, შუამთის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 11:45-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 171 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში დულუზაურები, ქვემო არტანი, კვერნაულა და მიმდებარე სოფლებში.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.