პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართვის მოწმობებთან დაკავშირებით შსს-ს მომსახურების სააგენტო მძღოლებს მიმართავს
მართვის მოწმობებთან დაკავშირებით შსს-ს მომსახურების სააგენტო მძღოლებს მიმართავს

მარ­თვის მოწ­მო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო მძღო­ლებს მი­მარ­თავს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო მო­უ­წო­დებს იმ მძღო­ლებს, რომ­ლებ­საც მარ­თვის მოწ­მო­ბა 2006 წლის 1-ელ აპ­რი­ლამ­დე აქვთ აღე­ბუ­ლი, მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბი დრო­უ­ლად შეც­ვა­ლონ.

რო­გორც მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სა­რე­გის­ტრა­ციო და სა­გა­მოც­დო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა იმე­და მა­კა­სა­რაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და, მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბის შეც­ვლის ვა­დის გა­და­წე­ვა გა­ნა­პი­რო­ბა იმან, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ინ­დო­მეს მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბის შეც­ვლა, რა­მაც რი­გე­ბი გა­მო­იწ­ვია და დრო­ში ვერ ეს­წრე­ბო­და.

"2006 წლის 1-ელ აპ­რი­ლამ­დე გა­ცე­მუ­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბის შეც­ვლის პრო­ცე­სი უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო 2018 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე. ჩვენს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რი კამ­პა­ნი­ის მი­უ­ხე­და­ვად, რა­ტომ­ღაც ყვე­ლამ გა­და­წყვი­ტა ბოლო დღემ­დე მო­ე­ტა­ნა ეს პრო­ცე­სი და ბოლო დღეს შე­ეც­ვა­ლა მარ­თვის მოწ­მო­ბა. ამან გა­მო­იწ­ვია დიდი რი­გე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­ში და ამის გამო ვერ მო­ხერ­ხდა ყვე­ლას­თვის მარ­თვის მოწ­მო­ბის შეც­ვლა 1-ელ იან­ვრამ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­ღე­ბუ­ლი, რომ ვადა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო და აღ­ნიშ­ნულ ვა­დად გა­ნი­სა­ზღვრა 2018 წლის 1-ელი აპ­რი­ლი. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, მო­ვიდ­ნენ მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­ში და შეც­ვა­ლონ 2006 წლის 1-ელ აპ­რი­ლამ­დე გა­ცე­მუ­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბი. შეც­ვლის პრო­ცე­დუ­რა მარ­ტი­ვია - წარ­მო­ად­გენთ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მოწ­მო­ბას, მარ­თვის მოწ­მო­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბას და სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის ქვი­თარს. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ისევ ბოლო დღემ­დე არ მივა ეს პრო­ცე­სი. და­ახ­ლო­ე­ბით, ჯერ კი­დევ 80 000 მარ­თვის მოწ­მო­ბაა შე­საც­ვლე­ლი", - გა­ნა­ცხა­და მა­კა­სა­რაშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მართვის მოწმობებთან დაკავშირებით შსს-ს მომსახურების სააგენტო მძღოლებს მიმართავს

მართვის მოწმობებთან დაკავშირებით შსს-ს მომსახურების სააგენტო მძღოლებს მიმართავს

მართვის მოწმობებთან დაკავშირებით შსს-ს მომსახურების სააგენტო მძღოლებს მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოუწოდებს იმ მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1-ელ აპრილამდე აქვთ აღებული, მართვის მოწმობები დროულად შეცვალონ.

როგორც მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო სამსახურის უფროსმა იმედა მაკასარაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, მართვის მოწმობების შეცვლის ვადის გადაწევა განაპირობა იმან, რომ მოქალაქეებმა ბოლო დღეების განმავლობაში მოინდომეს მართვის მოწმობების შეცვლა, რამაც რიგები გამოიწვია და დროში ვერ ესწრებოდა.

"2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების შეცვლის პროცესი უნდა გაგრძელებულიყო 2018 წლის 1-ელ იანვრამდე. ჩვენს მიერ წარმოებული აქტიური კამპანიის მიუხედავად, რატომღაც ყველამ გადაწყვიტა ბოლო დღემდე მოეტანა ეს პროცესი და ბოლო დღეს შეეცვალა მართვის მოწმობა. ამან გამოიწვია დიდი რიგები მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში და ამის გამო ვერ მოხერხდა ყველასთვის მართვის მოწმობის შეცვლა 1-ელ იანვრამდე. შესაბამისად, გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ვადა გაგრძელებულიყო და აღნიშნულ ვადად განისაზღვრა 2018 წლის 1-ელი აპრილი. მოვუწოდებ ყველას, მოვიდნენ მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში და შეცვალონ 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები. შეცვლის პროცედურა მარტივია - წარმოადგენთ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, მართვის მოწმობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას და საფასურის გადახდის ქვითარს. კარგი იქნება თუ ისევ ბოლო დღემდე არ მივა ეს პროცესი. დაახლოებით, ჯერ კიდევ 80 000 მართვის მოწმობაა შესაცვლელი", - განაცხადა მაკასარაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ