ვიზალიბერალიზაცია, კანიბალიზმი, მკველობები, ალმოკიდებული ტყეები, სასამართლო პროცესები, სპეცოპერაციები, არჩევნები, ვალუტის გაუფასურება - 2017 წელმა, ქვეყანას თავი ხმაურიანი მოვლენებით დაამახსოვრა.
რამ შეაშფოთათ, რამ გაახარათ, რა ახსოვთ და როგორია დახლებიდან დანახული განვლილი ერთი წელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყველაზე უკეთ "საკუთარ ტყავზე" გრძნობენ, რა ხდება სოფლად და ქალაქად....
...ერთი ინდაური საბარგულზე კიდია. მეორე კი, მყიდველს საბარგულში ელოდება. ლამისყანიდან დილით ადრე ჩამოვიდა. საკუთარი ხელით გაზრდილმა ფრინველმა, საახალწლო სუფრა უნდა გააშლევინოს. ნავაჭრით ისევ ივაჭრებს. სახლში ინდაურის მაგივრად ტკბილეულითა და პროდუქტებით დაბრუნდება.
"ორი ჭუკი გავზარდე და ახლა ეგ ჩამოვიყვანე გასაყიდად. ეგეთია ჩვენი მდგომარეობა. ჭუკებს ვზრდი და ვყიდი იმისთვის, რომ პური ვჭამო. გლეხები ძალიან გაჭირვებულები ვართ. ბენზინი ლამისაა სამი ლარი გახდა. რამდენად გავყიდო ეს ჩემი საცოდავი ჭუკი, რამე რომ დამრჩეს? ჩვენთან სოფელში არც მკვლელობებია და არც ტერორისტული აქტები. მშვიდად ვართ, უბრალოდ საშინელი გაჭირვებაა..."
- რა დაგამახსოვრდათ 2017 წელს მომხდარი მოვლენებიდან ყველაზე მეტად?
- გაჭირვება. ყველაფერი და არაფერი. გლეხი წვალობს და არანაირი დაფასება არ არის...
ნახეთ მეტი PALITRAVIDEO.GE-ს სპეცპროექტში: ადამიანების 2017 წელი