პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერიკომ დაუკრა საქართველოს სახელით, მაშინ, როცა თურქეთი აფინანსებდა" - გაიცანით საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი
"ვერიკომ დაუკრა საქართველოს სახელით, მაშინ, როცა თურქეთი აფინანსებდა" - გაიცანით საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი

ამ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი მუ­სი­კას ემ­სა­ხუ­რე­ბა: და­ვი­თი ჰო­ბო­ის­ტია, ლილი მე­ვი­ო­ლი­ნე, ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი - ვე­რი­კო და სო­ფი­კო ასე­ვე მე­ვი­ო­ლი­ნე­ე­ბი. ისი­ნი წლე­ბია ცხოვ­რო­ბენ და მოღ­ვა­წე­ო­ბენ თურ­ქეთ­ში, თუმ­ცა სამ­შობ­ლოს­თან კონ­ტაქ­ტი არა­სო­დეს გა­უ­წყვე­ტი­ათ და მათი წარ­მა­ტე­ბე­ბი არა მარ­ტო თურ­ქეთს, სა­ქარ­თვე­ლო­საც ეკუთ­ვნის. 21 წლის ვე­რი­კო ჭუმ­ბუ­რი­ძემ რამ­დე­ნი­მე წე­ლია, მსოფ­ლიო მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. იგი, რო­გორც სო­ლის­ტი, კონ­ცერ­ტებს მარ­თავს და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წამ­ყვან ორ­კესტრთან უკ­რავს. მუ­სი­კო­სე­ბის ოჯახს ქალ­ბა­ტო­ნი ლილი ჭუმ­ბუ­რი­ძე გაგ­ვაც­ნობს.

- მე და ჩემი მე­უღ­ლე თურ­ქე­თის ქა­ლაქ მერ­სი­ნის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პე­და­გო­გე­ბი ვართ, და­ვი­თი დო­ცენ­ტია. უფ­როს ქა­ლიშ­ვილ­ზე 4 თვის ფეხ­მძი­მე ვი­ყა­ვი, რო­დე­საც აქ ჩა­მო­ვე­დით. ჩვენ მა­შინ გერ­მა­ნი­ა­ში ვა­პი­რებ­დით წას­ვლას. მერე ისე მოხ­და, რომ და­ვი­თი ია­პო­ნი­ა­ში მი­იწ­ვი­ეს, თუმ­ცა ჩემ გა­რე­შე. თურ­ქეთ­ში იცოდ­ნენ, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თუ­ლი, ჩა­სა­ბერ საკ­რავ­თა კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იყო და რად­გან კარგ ჰო­ბო­ისტს ეძებ­დნენ, აქ შეს­თა­ვა­ზეს ჩა­მოს­ვლა. სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩე­ვა­ნი თურ­ქეთ­ზე შე­ვა­ჩე­რეთ.

ვფიქ­რობ­დით ექ­ვსი თვე გვე­მუ­შა­ვა, მაგ­რამ თვე­ე­ბი გა­ი­წე­ლა და უკვე 22 წე­ლია, ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა (იცი­ნის). სა­ქარ­თვე­ლოს­თან კონ­ტაქ­ტი არა­სო­დეს დაგ­ვი­კარ­გავს. როცა ვე­რი­კო წა­მო­ი­ზარ­და, ძა­ლი­ან მინ­დო­და ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში ეს­წავ­ლა კონ­სტან­ტი­ნე ვარ­დელ­თან, რო­მე­ლიც მომ­წონ­და, რო­გორც მუ­სი­კო­სი. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პე­და­გოგს, ბა­ტონ ნო­დარ ჟვა­ნი­ას (მე მას­წავ­ლი­და) ვთხო­ვე და ვე­რი­კო ათწლედ­ში გა­ვა­ფორ­მეთ. სირ­თუ­ლე­ე­ბი გვქონ­და, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­უ­ლი დრო­ით ჩა­მოვ­დი­ო­დით, მერე ვე­რი­კო გა­მოც­დებს ექ­სტერ­ნად აბა­რებ­და, შემ­დეგ ისევ უკან ვბრუნ­დე­ბო­დით. ასე წინ და უკან გვი­წევ­და სი­ა­რუ­ლი.

- ქა­ლიშ­ვი­ლებ­მა თქვე­ნი ზე­გავ­ლე­ნით აირ­ჩი­ეს ვი­ო­ლი­ნო?

- როცა ვე­რი­კო ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, ბა­ლე­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და, ცეკ­ვა­ში ღა­მე­ებს ათე­ნებ­და. ერთხელ, 2 წლის ბავ­შვი, 40 გრა­დუ­სი სი­ცხით მაღ­ვი­ძებს და მე­უბ­ნე­ბა, მე ვერ ვცეკ­ვავ და შენ იცეკ­ვეო... ზედ­მე­ტად ემო­ცი­უ­რი იყო. ჩვენს ქა­ლაქ­ში ცნო­ბი­ლი წყვი­ლია მე­დეა და ნუკ­რი მა­ღა­ლაშ­ვი­ლე­ბი (ბა­ლე­რი­ნა და ბა­ლე­რო­ნი), მათ ვე­რი­კო შე­ა­მოწ­მეს და მი­თხრეს: ბავ­შვს მსხვი­ლი ძვა­ლი აქვს. თუ ბა­ლე­რი­ნა გახ­დე­ბა, მუ­დამ პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბა, ამი­ტომ გირ­ჩევთ, სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე იფიქ­რო­თო.

სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი კლა­სის კონ­ცერ­ტი მქონ­და და ვე­რი­კოც წა­ვიყ­ვა­ნე. ბავ­შვმა თქვა, ვი­ო­ლი­ნოც მინ­დაო - ასე და­ი­წყო მისი მუ­სი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. უმ­ცრო­სი გო­გო­ნა, სო­ფი­კო ჯერ კი­დევ პა­ტა­რა იყო, როცა გა­ვა­სინ­ჯე. ერთ-ერ­თმა პე­და­გოგ­მა მი­თხრა, რომ კარ­გი დი­ა­პა­ზო­ნი და მო­ნა­ცე­მე­ბი აქ­ვსო. თუმ­ცა გა­დავ­წყვი­ტეთ, მა­საც ვი­ო­ლი­ნოს გან­ხრით ეს­წავ­ლა. იმ­დე­ნად მოს­წონ­და ეს ინ­სტრუ­მენ­ტი, სულ - მას­წავ­ლე, მას­წავ­ლეს გა­ი­ძა­ხო­და. ახლა სო­ფი­კო 17 წლი­საა, ჯერ სწავ­ლობს, მერე გერ­მა­ნი­ა­ში წავა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ვერიკომ დაუკრა საქართველოს სახელით, მაშინ, როცა თურქეთი აფინანსებდა" - გაიცანით საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი

"ვერიკომ დაუკრა საქართველოს სახელით, მაშინ, როცა თურქეთი აფინანსებდა" - გაიცანით საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი

ამ ოჯახის ყველა წევრი მუსიკას ემსახურება: დავითი ჰობოისტია, ლილი მევიოლინე, ქალიშვილები - ვერიკო და სოფიკო ასევე მევიოლინეები. ისინი წლებია ცხოვრობენ და მოღვაწეობენ თურქეთში, თუმცა სამშობლოსთან კონტაქტი არასოდეს გაუწყვეტიათ და მათი წარმატებები არა მარტო თურქეთს, საქართველოსაც ეკუთვნის. 21 წლის ვერიკო ჭუმბურიძემ რამდენიმე წელია, მსოფლიო მუსიკალური საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. იგი, როგორც სოლისტი, კონცერტებს მართავს და მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ორკესტრთან უკრავს. მუსიკოსების ოჯახს ქალბატონი ლილი ჭუმბურიძე გაგვაცნობს.

- მე და ჩემი მეუღლე თურქეთის ქალაქ მერსინის კონსერვატორიის პედაგოგები ვართ, დავითი დოცენტია. უფროს ქალიშვილზე 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც აქ ჩამოვედით. ჩვენ მაშინ გერმანიაში ვაპირებდით წასვლას. მერე ისე მოხდა, რომ დავითი იაპონიაში მიიწვიეს, თუმცა ჩემ გარეშე. თურქეთში იცოდნენ, რომ ის საქართველოში გამართული, ჩასაბერ საკრავთა კონკურსის გამარჯვებული იყო და რადგან კარგ ჰობოისტს ეძებდნენ, აქ შესთავაზეს ჩამოსვლა. საბოლოოდ არჩევანი თურქეთზე შევაჩერეთ.

ვფიქრობდით ექვსი თვე გვემუშავა, მაგრამ თვეები გაიწელა და უკვე 22 წელია, ეს პროცესი გრძელდება (იცინის). საქართველოსთან კონტაქტი არასოდეს დაგვიკარგავს. როცა ვერიკო წამოიზარდა, ძალიან მინდოდა ნიჭიერთა ათწლედში ესწავლა კონსტანტინე ვარდელთან, რომელიც მომწონდა, როგორც მუსიკოსი. კონსერვატორიის პედაგოგს, ბატონ ნოდარ ჟვანიას (მე მასწავლიდა) ვთხოვე და ვერიკო ათწლედში გავაფორმეთ. სირთულეები გვქონდა, რადგან საქართველოში გარკვეული დროით ჩამოვდიოდით, მერე ვერიკო გამოცდებს ექსტერნად აბარებდა, შემდეგ ისევ უკან ვბრუნდებოდით. ასე წინ და უკან გვიწევდა სიარული.

- ქალიშვილებმა თქვენი ზეგავლენით აირჩიეს ვიოლინო?

- როცა ვერიკო ძალიან პატარა იყო, ბალეტი განსაკუთრებულად უყვარდა, ცეკვაში ღამეებს ათენებდა. ერთხელ, 2 წლის ბავშვი, 40 გრადუსი სიცხით მაღვიძებს და მეუბნება, მე ვერ ვცეკვავ და შენ იცეკვეო... ზედმეტად ემოციური იყო. ჩვენს ქალაქში ცნობილი წყვილია მედეა და ნუკრი მაღალაშვილები (ბალერინა და ბალერონი), მათ ვერიკო შეამოწმეს და მითხრეს: ბავშვს მსხვილი ძვალი აქვს. თუ ბალერინა გახდება, მუდამ პრობლემები ექნება, ამიტომ გირჩევთ, სხვა სპეციალობაზე იფიქროთო.

სწორედ იმ პერიოდში ჩემი კლასის კონცერტი მქონდა და ვერიკოც წავიყვანე. ბავშვმა თქვა, ვიოლინოც მინდაო - ასე დაიწყო მისი მუსიკასთან ურთიერთობა. უმცროსი გოგონა, სოფიკო ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა გავასინჯე. ერთ-ერთმა პედაგოგმა მითხრა, რომ კარგი დიაპაზონი და მონაცემები აქვსო. თუმცა გადავწყვიტეთ, მასაც ვიოლინოს განხრით ესწავლა. იმდენად მოსწონდა ეს ინსტრუმენტი, სულ - მასწავლე, მასწავლეს გაიძახოდა. ახლა სოფიკო 17 წლისაა, ჯერ სწავლობს, მერე გერმანიაში წავა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი