პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3-კვირიანი არდადეგები საბავშვო ბაღებში - სად წაიყვანონ ბავშვები მშობლებმა?
3-კვირიანი არდადეგები საბავშვო ბაღებში - სად წაიყვანონ ბავშვები მშობლებმა?

სა­ჯა­რო სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის აღ­საზ­რდე­ლებს წელს ხან­გრძლი­ვი არ­და­დე­გე­ბი აქვთ, შობა-ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი 22 დე­კემ­ბერს შე­წყდა და იან­ვრის შუა რი­ცხვებ­ში გა­ნახ­ლდე­ბა.

ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში ამ­ბო­ბენ, რომ არ­და­დე­გე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­გენ­ტოს ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა, და­ახ­ლო­ე­ბით 4 თვის წინ მი­ი­ღეს.

AMBEBI.GE-ს უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ხან­გრძლი­ვი დას­ვე­ნე­ბის მი­ზე­ზი მათ­თვის უც­ნო­ბია, თუმ­ცა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქმის 20-დღი­ა­ნი არ­და­დე­გე­ბი კვე­ბის ტენ­დერ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა გა­უ­გებ­რო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

გა­სულ წლებ­ში დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი, და­ახ­ლო­ე­ბით, 12 დღით წყდე­ბო­და.

სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის ხან­გრძლივ­მა არ­და­დე­გებ­მა ბევრ და­საქ­მე­ბულ მშო­ბელს შე­უქ­მნა პრობ­ლე­მა. სად წა­იყ­ვა­ნონ ბავ­შვი, ვიდ­რე მათი სა­მუ­შაო დღე დას­რულ­დე­ბა, მშობ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის დი­ლე­მად იქცა.

ერთ-ერთი გა­მო­სა­ვა­ლი ბავ­შვის დრო­ე­ბით კერ­ძო ბაღ­ში გა­დაყ­ვა­ნაა, სა­დაც სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი მხო­ლოდ 2-3 დღით წყდე­ბა. თუმ­ცა, მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლის­თვის კერ­ძო ბაღ­ში თან­ხის გა­დახ­და მარ­ტი­ვი არ არის, ამას­თან, ბევრ ბავ­შვზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს სი­ტუ­ა­ცი­ის ცვლი­ლე­ბაც.

ეკა კა­ცი­ტა­ძე, მშო­ბე­ლი : "4 წლის შვი­ლი მყავს, სა­ჯა­რო ბაგა-ბაღ­ში დამ­ყავს. ვი­ფიქ­რე, არ­და­დე­გე­ბის გამო, დრო­ე­ბით კერ­ძო ბაღ­ში გა­და­ვიყ­ვან­დი, თუმ­ცა ბავ­შვმა კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­აპ­რო­ტეს­ტა, ამი­ტომ, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, მე­პო­ვა ძიძა, რო­მე­ლიც სახ­ლში და­დის და ვიდ­რე მე სამ­სა­ხურ­ში ვარ, ბავ­შვს უვ­ლის."

ლიკა სი­ხა­რუ­ლი­ძე, მშო­ბე­ლი : "ორი შვი­ლი მყავს და ძა­ლი­ან ძნე­ლია, კერ­ძო ბაღ­ში გა­და­ვიყ­ვა­ნო ორი­ვე, სა­ა­ხალ­წლოდ ისე­დაც დი­დია ხარ­ჯი ყვე­ლა ოჯახ­ში. ჩემ­მა მე­უღ­ლემ შვე­ბუ­ლე­ბა აიღო, რომ სამი კვი­რის მან­ძილ­ზე ბავ­შვებს მი­ხე­დოს. მე, სამ­წუ­ხა­როდ, სამ­სა­ხურ­ში შვე­ბუ­ლე­ბა­ზე უარი მი­თხრეს".

მა­რი­ამ სუ­ლუ­ხია, მშო­ბე­ლი : "ვერც კერ­ძო ბაღ­ში მიმ­ყავს, არც დამ­ხმა­რე მყავს ოჯახ­ში, ამი­ტომ ბავ­შვი და მე ერ­თად დავ­დი­ვართ სამ­სა­ხურ­ში, სა­ნამ ბაღ­ში არ­და­დე­გე­ბია".

ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი სა­ჯა­რო ბა­ღებ­ში 14 იან­ვარს გაგ­რძელ­დე­ბა.

თი­ნა­თინ კა­კი­აშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

3-კვირიანი არდადეგები საბავშვო ბაღებში - სად წაიყვანონ ბავშვები მშობლებმა?

3-კვირიანი არდადეგები საბავშვო ბაღებში - სად წაიყვანონ ბავშვები მშობლებმა?

საჯარო საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს წელს ხანგრძლივი არდადეგები აქვთ, შობა-ახალი წლის პერიოდთან დაკავშირებით სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 22 დეკემბერს შეწყდა და იანვრის შუა რიცხვებში განახლდება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ არდადეგების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელებმა, დაახლოებით 4 თვის წინ მიიღეს.

AMBEBI.GE-ს უწყებაში განუცხადეს, რომ ხანგრძლივი დასვენების მიზეზი მათთვის უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქმის 20-დღიანი არდადეგები კვების ტენდერთან დაკავშირებულმა გაუგებრობამ განაპირობა, სიმართლეს არ შეესაბამება.

გასულ წლებში დეკემბერ-იანვარში სააღმზრდელო პროცესი, დაახლოებით, 12 დღით წყდებოდა.

საბავშვო ბაღების ხანგრძლივმა არდადეგებმა ბევრ დასაქმებულ მშობელს შეუქმნა პრობლემა. სად წაიყვანონ ბავშვი, ვიდრე მათი სამუშაო დღე დასრულდება, მშობლების დიდი ნაწილისთვის დილემად იქცა.

ერთ-ერთი გამოსავალი ბავშვის დროებით კერძო ბაღში გადაყვანაა, სადაც სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ 2-3 დღით წყდება. თუმცა, მშობლების ნაწილისთვის კერძო ბაღში თანხის გადახდა მარტივი არ არის, ამასთან, ბევრ ბავშვზე უარყოფითად მოქმედებს სიტუაციის ცვლილებაც.

ეკა კაციტაძე, მშობელი : "4 წლის შვილი მყავს, საჯარო ბაგა-ბაღში დამყავს. ვიფიქრე, არდადეგების გამო, დროებით კერძო ბაღში გადავიყვანდი, თუმცა ბავშვმა კატეგორიულად გააპროტესტა, ამიტომ, იძულებული გავხდი, მეპოვა ძიძა, რომელიც სახლში დადის და ვიდრე მე სამსახურში ვარ, ბავშვს უვლის."

ლიკა სიხარულიძე, მშობელი : "ორი შვილი მყავს და ძალიან ძნელია, კერძო ბაღში გადავიყვანო ორივე, საახალწლოდ ისედაც დიდია ხარჯი ყველა ოჯახში. ჩემმა მეუღლემ შვებულება აიღო, რომ სამი კვირის მანძილზე ბავშვებს მიხედოს. მე, სამწუხაროდ, სამსახურში შვებულებაზე უარი მითხრეს".

მარიამ სულუხია, მშობელი : "ვერც კერძო ბაღში მიმყავს, არც დამხმარე მყავს ოჯახში, ამიტომ ბავშვი და მე ერთად დავდივართ სამსახურში, სანამ ბაღში არდადეგებია".

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი საჯარო ბაღებში 14 იანვარს გაგრძელდება.

თინათინ კაკიაშვილი

AMBEBI.GE 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი