სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მახარაძე თურქეთში გამოკვლევას იტარებს - რას ყვება მსახიობის მდგომარეობაზე ნათესავი
გიორგი მახარაძე თურქეთში გამოკვლევას იტარებს - რას ყვება მსახიობის მდგომარეობაზე ნათესავი

მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ობს სამი კვი­რის წინ ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. გი­ორ­გიმ ერთი ოპე­რა­ცია უკვე გა­ი­კე­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გუ­შინ კი გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. ამის შე­სა­ხებ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა: "მე­გობ­რე­ბო, ჩა­ვე­დი სტამ­ბულ­ში და უკვე კლი­ნი­კა­ში ვარ, ექიმ­თან ვი­ზი­ტის შემ­დეგ რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მექ­ნე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­გა­გე­ბი­ნებთ... მიყ­ვარ­ხართ".

AMBEBI.GE გი­ორ­გის დე­ი­დაშ­ვილს მა­რი­ამ ქა­ცა­რა­ვას და­უ­კავ­შირ­და.

- გი­ორ­გი გუ­შინ ღა­მით გა­ემ­გზავ­რა თურ­ქეთ­ში დე­დას­თან და მა­მას­თან ერ­თად. ის "აჩი­ბა­დე­მის" კლი­ნი­კა­ში იტა­რებს გა­მოკ­ვლე­ვებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი კვლე­ვა ჩა­ტარ­და და ორმა კლი­ნი­კამ სხვა­დას­ხვა პა­სუ­ხი უთხრა, რა­მაც თურ­ქი ექი­მე­ბის გა­ო­ცე­ბა გა­მო­იწ­ვია. ფაქ­ტი­უ­რად ნუ­ლი­დან იწყე­ბა გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, ახლა უჯრე­დო­ვა­ნი გა­მოკ­ვლე­ვა უტარ­დე­ბა და ზუს­ტი პა­სუ­ხი ხვალ გვექ­ნე­ბა.

- რას ამ­ბო­ბენ თურ­ქი ექი­მე­ბი?

- მდგო­მა­რე­ო­ბა კარ­გი ნამ­დვი­ლად არ არის. სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს თურ­ქმა ექი­მებ­მაც. თუმ­ცა რო­მე­ლი სტა­დი­აა, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის რამ­დენ კურსს და­უ­ნიშ­ნა­ვენ, ეს ხვალ გვე­ცო­დი­ნე­ბა. ჯერ იქ გა­აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას.

- თან­ხა სრუ­ლად შეგ­როვ­და?

- პირ­ველ ეტაპ­ზე რა თან­ხა­საც ვვა­რა­უ­დობ­დით, ის თან­ხა შეგ­როვ­და. ამე­რი­კა­ში შე­აგ­რო­ვეს, თბი­ლის­შიც შეგ­როვ­და. გი­ორ­გის დე­დამ მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს იქ ყვე­ლა­ფე­რი, თითო გა­მოკ­ვლე­ვას რამ­დე­ნი­მე ათა­სი დო­ლა­რი სჭირ­დე­ბა. თან­ხის ნაკ­ლე­ბო­ბას ჯო­ბია ზედ­მე­ტი გვქონ­დეს, ამი­ტომ ისევ ვაგ­რძე­ლებთ თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას. რო­გორც გი­ორ­გი ამ­ბობს, ზედ­მე­ტი თან­ხა თუ დარ­ჩე­ბა, ამ ფულს გა­ჭირ­ვე­ბულ ბავ­შვებს გა­დას­ცემს.

გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძის დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ თან­ხა გა­და­რი­ცხონ "თი­ბი­სი" ბან­კის ან­გა­რიშ­ზე: GE16TB7747845061100065

მიმ­ღე­ბი: თე­ო­ნა ჩი­ვა­ძე (დედა)

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ: "მე მამ­შვი­დებს, მე­უბ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო..." - მსა­ხი­ობ გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძის დედა შვი­ლის მძი­მე დი­აგ­ნოზ­ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გიორგი მახარაძე თურქეთში გამოკვლევას იტარებს - რას ყვება მსახიობის მდგომარეობაზე ნათესავი

გიორგი მახარაძე თურქეთში გამოკვლევას იტარებს - რას ყვება მსახიობის მდგომარეობაზე ნათესავი

მსახიობი გიორგი მახარაძე გამოკვლევებზე თურქეთში გაემგზავრა. "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს სამი კვირის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გიორგიმ ერთი ოპერაცია უკვე გაიკეთა საქართველოში, გუშინ კი გამოკვლევებზე თურქეთში გაემგზავრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა: "მეგობრებო, ჩავედი სტამბულში და უკვე კლინიკაში ვარ, ექიმთან ვიზიტის შემდეგ რა ინფორმაციაც მექნება ყველაფერს გაგაგებინებთ... მიყვარხართ".

AMBEBI.GE გიორგის დეიდაშვილს მარიამ ქაცარავას დაუკავშირდა.

- გიორგი გუშინ ღამით გაემგზავრა თურქეთში დედასთან და მამასთან ერთად. ის "აჩიბადემის" კლინიკაში იტარებს გამოკვლევებს. საქართველოში ორი კვლევა ჩატარდა და ორმა კლინიკამ სხვადასხვა პასუხი უთხრა, რამაც თურქი ექიმების გაოცება გამოიწვია. ფაქტიურად ნულიდან იწყება გამოკვლევები, ახლა უჯრედოვანი გამოკვლევა უტარდება და ზუსტი პასუხი ხვალ გვექნება.

- რას ამბობენ თურქი ექიმები?

- მდგომარეობა კარგი ნამდვილად არ არის. სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს თურქმა ექიმებმაც. თუმცა რომელი სტადიაა, ქიმიოთერაპიის რამდენ კურსს დაუნიშნავენ, ეს ხვალ გვეცოდინება. ჯერ იქ გააგრძელებს მკურნალობას.

- თანხა სრულად შეგროვდა?

- პირველ ეტაპზე რა თანხასაც ვვარაუდობდით, ის თანხა შეგროვდა. ამერიკაში შეაგროვეს, თბილისშიც შეგროვდა. გიორგის დედამ მითხრა, რომ ძალიან ძვირი ღირს იქ ყველაფერი, თითო გამოკვლევას რამდენიმე ათასი დოლარი სჭირდება. თანხის ნაკლებობას ჯობია ზედმეტი გვქონდეს, ამიტომ ისევ ვაგრძელებთ თანხის შეგროვებას. როგორც გიორგი ამბობს, ზედმეტი თანხა თუ დარჩება, ამ ფულს გაჭირვებულ ბავშვებს გადასცემს.

გიორგი მახარაძის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი" ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065

მიმღები: თეონა ჩივაძე (დედა)

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "მე მამშვიდებს, მეუბნება ყველაფერი კარგად იქნებაო..." - მსახიობ გიორგი მახარაძის დედა შვილის მძიმე დიაგნოზზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი