სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - ვერსიებია, რომ მაჩალიკაშვილის გადაყვანა განხორციელდეს გერმანიის, ისრაელის ან თურქეთის კლინიკაში
ადვოკატი - ვერსიებია, რომ მაჩალიკაშვილის გადაყვანა განხორციელდეს გერმანიის, ისრაელის ან თურქეთის კლინიკაში

არის ვერ­სი­ე­ბი, რომ თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა გან­ხორ­ცი­ელ­დეს გერ­მა­ნი­ის, ის­რა­ე­ლის ან თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში, თუმ­ცა ჯერ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის, - ამის შე­სა­ხებ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა კონ­სი­ლი­უ­მის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. კონ­სი­ლი­უმს თა­ვად მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლიც ეს­წრე­ბო­და, რომ­ლის გან­მარ­ტე­ბი­თაც შეხ­ვედ­რა­ზე მოს­კო­ვი­დან მოწ­ვე­ულ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტმა გან­მე­ო­რე­ბით ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­იჩ­ნია, ხოლო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით წარ­მარ­თვის რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა.

მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გა­მოთ­ქვა.

"დღის ბო­ლოს კონ­სი­ლი­უ­მი გა­ი­მარ­თე­ბა და ექი­მე­ბი მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ტრან­სპორ­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით - რამ­დე­ნად სა­რის­კო იქ­ნე­ბა, აი­ღებს თუ არა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უშუ­ა­ლოდ ის კლი­ნი­კა, რო­მე­ლიც მო­ახ­დენს ტრან­სპორ­ტი­რე­ბას, ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი ექი­მე­ბი ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ აი­ღე­ბენ. მოწ­ვე­უ­ლია სპე­ცი­ა­ლის­ტი მოს­კო­ვის ბურ­დენ­კოს სა­ხე­ლო­ბის ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ის ცენ­ტრი­დან, რო­მელ­მაც თა­ვი­სი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა, რომ ამ­ჯე­რად გან­მე­ო­რე­ბით ოპე­რა­ცია მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის და უბ­რა­ლოდ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი უნდა იყოს რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა.

მან მოწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

იხი­ლეთ ვი­დეო: გა­და­იყ­ვა­ნენ თუ არა მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს უცხო­ეთ­ში? - მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი

შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­საც­ნო­ბად ცოტა ხნის წინ წმინ­და მი­ქა­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვი­და.

რო­გორც სერ­გე­ენ­კომ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დღის ბო­ლოს კი­დევ ერთი კონ­სი­ლი­უ­მი ჩა­ტარ­დე­ბა და გა­და­წყდე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა ად­გილ­ზე, თუ პა­ცი­ენტს გა­და­იყ­ვა­ნენ სხვა კლი­ნი­კა­ში ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში.

და­ვით სერ­გე­ენ­კოს შე­ფა­სე­ბით, მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

"დღეს ჩა­ტარ­და მო­რი­გი კონ­სი­ლი­უ­მი და კონ­სულ­ტა­ცია მოწ­ვე­ულ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტმა ჩა­ა­ტა­რა. სა­კუთ­რივ ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის დროს რაც უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო ცალ­სა­ხად, გა­კე­თე­ბუ­ლია, თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და მთე­ლი აქ­ცენ­ტი ახლა არის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ მოვ­ლა­ზე, რომ პო­ტენ­ცი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი იყოს თა­ვი­დან აცი­ლე­ბუ­ლი.

შუ­ა­დღეს კი­დევ ერთი კონ­სი­ლი­უ­მი იქ­ნე­ბა, რო­მელ­შიც რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ვფიქ­რობ, დღის ბო­ლომ­დე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ვიქ­ნე­ბით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ მკურ­ნა­ლო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა ად­გილ­ზე, თუ პა­ცი­ენტს გა­და­ვიყ­ვანთ სხვა კლი­ნი­კა­ში ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ჩარ­თუ­ლო­ბას პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ში, და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, მკურ­ნა­ლო­ბა სა­მი­ნის­ტროს პატ­რო­ნა­ჟით ტარ­დე­ბა და და­ფი­ნან­სე­ბაც სა­ხელ­მწი­ფოს სახ­სრე­ბით ხდე­ბა.

"პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან იყო ჩარ­თუ­ლი. კონ­სი­ლი­უ­მის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­წყდა თე­ლა­ვის კლი­ნი­კი­დან თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნა. ამის შემ­დეგ ჩვე­ნი სრუ­ლი პატ­რო­ნა­ჟი მი­დის. სა­მი­ნის­ტროს მო­ვა­ლე­ო­ბაა ჩარ­თუ­ლი იყოს, რად­გან ასე­თი სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტის მარ­თვა მო­ი­თხოვს სხვა­დას­ხვა უწყე­ბებს შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

ადვოკატი - ვერსიებია, რომ მაჩალიკაშვილის გადაყვანა განხორციელდეს გერმანიის, ისრაელის ან თურქეთის კლინიკაში

ადვოკატი - ვერსიებია, რომ მაჩალიკაშვილის გადაყვანა განხორციელდეს გერმანიის, ისრაელის ან თურქეთის კლინიკაში

არის ვერსიები, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანა განხორციელდეს გერმანიის, ისრაელის ან თურქეთის კლინიკაში, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - ამის შესახებ მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა კონსილიუმის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კონსილიუმს თავად მარიამ კუბლაშვილიც ესწრებოდა, რომლის განმარტებითაც შეხვედრაზე მოსკოვიდან მოწვეულმა სპეციალისტმა განმეორებით ოპერაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, ხოლო რეაბილიტაციის კურსის მაღალი ხარისხით წარმართვის რეკომენდაცია გასცა.

მისივე თქმით, პაციენტის მკურნალობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სრული მხარდაჭერა გამოთქვა.

"დღის ბოლოს კონსილიუმი გაიმართება და ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით - რამდენად სარისკო იქნება, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას უშუალოდ ის კლინიკა, რომელიც მოახდენს ტრანსპორტირებას, ვინაიდან ჩვენი ექიმები ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ. მოწვეულია სპეციალისტი მოსკოვის ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ცენტრიდან, რომელმაც თავისი პოზიცია დააფიქსირა, რომ ამჯერად განმეორებით ოპერაცია მიზანშეწონილი არ არის და უბრალოდ რეაბილიტაციის პერიოდი უნდა იყოს რაც შეიძლება მაღალი ხარისხის", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მან მოწვეული სპეციალისტის ვინაობის გამხელა არ ისურვა.

იხილეთ ვიდეო: გადაიყვანენ თუ არა მაჩალიკაშვილს უცხოეთში? - მარიამ კუბლაშვილის კომენტარი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გასაცნობად ცოტა ხნის წინ წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოში მივიდა.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, დღის ბოლოს კიდევ ერთი კონსილიუმი ჩატარდება და გადაწყდება, მკურნალობა გაგრძელდება ადგილზე, თუ პაციენტს გადაიყვანენ სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში.

დავით სერგეენკოს შეფასებით, მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"დღეს ჩატარდა მორიგი კონსილიუმი და კონსულტაცია მოწვეულმა სპეციალისტმა ჩაატარა. საკუთრივ ნეიროქირურგიული ჩარევის დროს რაც უნდა გაკეთებულიყო ცალსახად, გაკეთებულია, თუმცა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მთელი აქცენტი ახლა არის რეანიმაციულ მოვლაზე, რომ პოტენციური გართულებები იყოს თავიდან აცილებული.

შუადღეს კიდევ ერთი კონსილიუმი იქნება, რომელშიც რეანიმატოლოგები მიიღებენ მონაწილეობას და ვფიქრობ, დღის ბოლომდე საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვიქნებით ჩამოყალიბებული. საბოლოო გადაწყვეტილება გამოიხატება იმაში, რომ მკურნალობა გაგრძელდება ადგილზე, თუ პაციენტს გადავიყვანთ სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობას პაციენტის მკურნალობაში, დავით სერგეენკოს განცხადებით, მკურნალობა სამინისტროს პატრონაჟით ტარდება და დაფინანსებაც სახელმწიფოს სახსრებით ხდება.

"პაციენტის მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო პირველივე წუთებიდან იყო ჩართული. კონსილიუმის საფუძველზე გადაწყდა თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოყვანა. ამის შემდეგ ჩვენი სრული პატრონაჟი მიდის. სამინისტროს მოვალეობაა ჩართული იყოს, რადგან ასეთი სიმძიმის პაციენტის მართვა მოითხოვს სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი