პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ გაიმეტეს ბავშვი მოსაკლავად თავის ლოგინში?!" - რას ყვება მარიამ კუბლაშვილი პანკისში დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილზე, რომელიც მისი ნათესავია
"რატომ გაიმეტეს ბავშვი მოსაკლავად თავის ლოგინში?!" - რას ყვება მარიამ კუბლაშვილი პანკისში დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილზე, რომელიც მისი ნათესავია

პან­კის­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს დაჭ­რი­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა. 19 წლის მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი 26 დე­კემ­ბერს პან­კის­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს თა­ვის არე­ში დაჭ­რეს.

დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტის მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვია, რო­მე­ლიც სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი პან­კი­სე­ლის უფ­ლე­ბებ­საც იცავს. პან­კის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებ­ზე და ქის­ტურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- დე­და­ჩე­მი, მზია მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი და დაჭ­რი­ლი ბი­ჭის მამა ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არი­ან. ბა­ბუ­ა­ჩე­მი, ჟორა მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი, გროზ­ნო­ში გარ­და­იც­ვა­ლა ჩეჩ­ნე­თის ომის დროს და იქ დავ­კრძა­ლეთ. მეც არა­ერ­თხელ ვარ ნამ­ყო­ფი გროზ­ნო­ში. იქ სახ­ლი გვქონ­და. ბა­ბუ­ას დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჰქონ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად ხიდი იყო ქარ­თვე­ლებ­სა და ქის­ტებს შო­რის. მუს­ლი­მა­ნი იყო, მაგ­რამ სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ა­შიც შე­დი­ო­და. როცა გროზ­ნო­ში გა­და­ვი­და, აქ­ტი­ურ მუს­ლი­მად იქცა. ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და ქარ­თვე­ლებს შო­რის.

ახ­მე­ტა­ში რძის ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და 10 წელი. დღე­საც კი ახ­სე­ნე­ბენ მის სა­ხელს. დე­და­ჩე­მის ნა­თე­სა­ვე­ბის ნა­ხე­ვა­რი დღემ­დე პან­კის­ში ცხოვ­რობს. მეც მთე­ლი ბავ­შვო­ბა, პან­კის­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი და დღემ­დე გვაქვს მის­ვლა-მოს­ვლა. დე­და­ჩე­მის დედა ქარ­თვე­ლია - იმე­რე­ლი. რთუ­ლია, როცა მამა მუს­ლი­მი გყავს და დედა - ქრის­ტი­ა­ნი. დე­და­ჩემს ჯერ არ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, რო­მე­ლი რე­ლი­გია აირ­ჩი­ოს. ქის­ტებ­ში ბი­ძაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლიც ძმად ით­ვლე­ბა. ქარ­თვე­ლებ­მა იცი­ან თქმა, ნა­ხე­ვარძმაო, იქ ასეთ რა­მეს ვერ გა­ი­გო­ნებთ, ძმაა და მორ­ჩა. მოგ­ვა­რე­ე­ბი ძმე­ბი არი­ან და ა. შ.

- თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს ახ­ლოს იც­ნობ­დით?

- მის მა­მას ვიც­ნობ კარ­გად. იმ ხე­ო­ბის კო­ლო­რი­ტია ეს კაცი. კულ­ტუ­რუ­ლი ოჯა­ხი აქვთ და ძა­ლი­ან შორს არი­ან ტე­რო­რიზ­მი­სა და მსგავ­სი საქ­მი­ა­ნო­ბის­გან. ის გვა­რის უფ­რო­სია და ყვე­ლა დიდ პა­ტივს სცემს.

ამ ოჯახს, თე­მირ­ლა­ნის გარ­და, ერთი გოგო ჰყავს, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ თა­ნა­მედ­რო­ვეა, ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლია. ოჯა­ხი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი, წყნა­რი და მშვი­დია. თე­მირ­ლა­ნის მამა მშვი­დო­ბის მტრე­დი­ვით იყო ამ ხე­ო­ბა­ში. არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია და სულ ცდი­ლობ­და, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ფი­ლი­ყო ქარ­თვე­ლებ­სა და ქის­ტებს შო­რის. ჩვენ ისე გა­ვი­ზარ­დეთ, რომ მსგავ­სი აგ­რე­სია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს. ათას­ჯერ ყო­ფი­ლა მი­ზე­ზი, ერ­თმა­ნეთს წა­კი­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით გვარ­დე­ბო­და.

თე­მირ­ლანს თვა­ლე­ბი აწუ­ხებ­და და კი­თხვა უჭირ­და. შარ­შან ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს და სწავ­ლაც შეძ­ლო. თბი­ლის­ში წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად, ბი­ნაც უქი­რა­ვეს… დე­და­მი­სი მუ­დამ აკი­თხავ­და. იმ­დე­ნად კარ­გად იცი­ან მის­მა მშობ­ლებ­მა, რო­გორ ცხოვ­რობ­და ეს ბიჭი და რას წარ­მო­ად­გენს, ფიქ­რო­ბენ, სპეც­რაზ­მი შეც­დო­მით შე­ვი­და პან­კის­ში მათ სახ­ლში.

...ზუს­ტად ვიცი, არ­სე­ბი­თად დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ნამ­დვი­ლად რომ არ არი­ან, მაგ­რამ რა შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­დათ ჩა­ტა­ევ­თან თუ სხვებ­თან, ჯერ ზუს­ტად არ ვი­ცით. ახლა ამა­ზე არც არის სა­უ­ბა­რი. ვი­ცით მსოფ­ლი­ოს სა­ში­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, რა უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. ჩვენ ევ­რო­პულ ქვეყ­ნად მოგ­ვაქვს თავი და ამ დროს 19 წლის ბავ­შვს პირ­და­პირ თავ­ში ეს­ვრი­ან, ანუ მო­საკ­ლა­ვად ერ­სო­ლეს. რა­ტომ გა­ი­მე­ტეს ბავ­შვი მო­საკ­ლა­ვად თა­ვის ლო­გინ­ში?! ბა­ლი­შის ქვეშ ბომ­ბი ედო და ისე ეძი­ნა? ეს ხომ აბ­სურ­დია!

...ფაქ­ტია, რომ მწო­ლი­ა­რეს ეს­რო­ლეს. თე­მირ­ლა­ნი თბი­ლის­ში, კო­ლე­ჯში სწავ­ლობ­და. წინა დღე­ებ­ში თბი­ლი­სი­დან ჩა­სუ­ლა წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ. და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და და, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღა­მის 4 სა­ათ­ზე იმ დღის ამ­ბებს ბი­ძაშ­ვილს უზი­ა­რებ­და - ტე­ლე­ფონ­ზე მე­სი­ჯებს სწერ­და. სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ამ დროს შე­ვიდ­ნენ მის სახ­ლში. ანუ ხელ­ყუმ­ბა­რა კი არა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხელ­ში ტე­ლე­ფო­ნი ეჭი­რა, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ხელ­ყუმ­ბა­რა ეგო­ნათ.

ვი­საც მე­სი­ჯებს სწერ­და, ის ბიჭი თბი­ლის­ში, დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და და ამ ამ­ბის მერე სას­წრა­ფოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან. ამ მე­სი­ჯებს ამო­ვი­ღებთ და და­ვა­დას­ტუ­რებთ ყვე­ლა­ფერს.

სა­სა­ცი­ლოა ამ ბავ­შვის დამ­ნა­შა­ვე­ო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ასეც რომ იყოს, ასე უნდა აიყ­ვა­ნო დამ­ნა­შა­ვე?! მა­შინ კა­ნო­ნი შევ­ცვა­ლოთ! ეს არ არის კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა? შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ამ ბი­ჭის მოკ­ვლა აწყობ­დათ ან სუ­ლაც ერთ-ერთი სპეც­რაზ­მე­ლი შეც­და. ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვე­ვა, ია­რა­ღის ნა­სა­ხი არ ყო­ფი­ლა სახ­ლში და მხო­ლოდ ერთი ბომ­ბი ედო ბა­ლი­შის ქვეშ?! სახ­ლში რო­გორ დაწ­ვე­ბო­და ბომბთან ერ­თად, გა­მა­გე­ბი­ნეთ!"

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რატომ გაიმეტეს ბავშვი მოსაკლავად თავის ლოგინში?!" - რას ყვება მარიამ კუბლაშვილი პანკისში დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილზე, რომელიც მისი ნათესავია

"რატომ გაიმეტეს ბავშვი მოსაკლავად თავის ლოგინში?!" - რას ყვება მარიამ კუბლაშვილი პანკისში დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილზე, რომელიც მისი ნათესავია

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 19 წლის მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს.

დაჭრილი ახალგაზრდა ცნობილი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის ნათესავია, რომელიც სპეცოპერაციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პანკისელის უფლებებსაც იცავს. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე და ქისტურ ტრადიციებზე მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- დედაჩემი, მზია მაჩალიკაშვილი და დაჭრილი ბიჭის მამა ბიძაშვილები არიან. ბაბუაჩემი, ჟორა მაჩალიკაშვილი, გროზნოში გარდაიცვალა ჩეჩნეთის ომის დროს და იქ დავკრძალეთ. მეც არაერთხელ ვარ ნამყოფი გროზნოში. იქ სახლი გვქონდა. ბაბუას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და ფაქტობრივად ხიდი იყო ქართველებსა და ქისტებს შორის. მუსლიმანი იყო, მაგრამ სოლიდარობის ნიშნად ქართულ ეკლესიაშიც შედიოდა. როცა გროზნოში გადავიდა, აქტიურ მუსლიმად იქცა. ბევრი მეგობარი ჰყავდა ქართველებს შორის.

ახმეტაში რძის ქარხნის დირექტორად მუშაობდა 10 წელი. დღესაც კი ახსენებენ მის სახელს. დედაჩემის ნათესავების ნახევარი დღემდე პანკისში ცხოვრობს. მეც მთელი ბავშვობა, პანკისში მაქვს გატარებული და დღემდე გვაქვს მისვლა-მოსვლა. დედაჩემის დედა ქართველია - იმერელი. რთულია, როცა მამა მუსლიმი გყავს და დედა - ქრისტიანი. დედაჩემს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელი რელიგია აირჩიოს. ქისტებში ბიძაშვილის ბიძაშვილიც ძმად ითვლება. ქართველებმა იციან თქმა, ნახევარძმაო, იქ ასეთ რამეს ვერ გაიგონებთ, ძმაა და მორჩა. მოგვარეები ძმები არიან და ა. შ.

- თემირლან მაჩალიკაშვილს ახლოს იცნობდით?

- მის მამას ვიცნობ კარგად. იმ ხეობის კოლორიტია ეს კაცი. კულტურული ოჯახი აქვთ და ძალიან შორს არიან ტერორიზმისა და მსგავსი საქმიანობისგან. ის გვარის უფროსია და ყველა დიდ პატივს სცემს.

ამ ოჯახს, თემირლანის გარდა, ერთი გოგო ჰყავს, რომელიც საკმაოდ თანამედროვეა, ძალიან განათლებულია. ოჯახი ცივილიზებული, წყნარი და მშვიდია. თემირლანის მამა მშვიდობის მტრედივით იყო ამ ხეობაში. არავისთვის არაფერი დაუშავებია და სულ ცდილობდა, კარგი ურთიერთობა ყოფილიყო ქართველებსა და ქისტებს შორის. ჩვენ ისე გავიზარდეთ, რომ მსგავსი აგრესია არასოდეს მინახავს. ათასჯერ ყოფილა მიზეზი, ერთმანეთს წაკიდებოდნენ, მაგრამ ყველაფერი ასეთი ადამიანების დახმარებით გვარდებოდა.

თემირლანს თვალები აწუხებდა და კითხვა უჭირდა. შარშან ოპერაცია გაუკეთეს და სწავლაც შეძლო. თბილისში წავიდა სასწავლებლად, ბინაც უქირავეს… დედამისი მუდამ აკითხავდა. იმდენად კარგად იციან მისმა მშობლებმა, როგორ ცხოვრობდა ეს ბიჭი და რას წარმოადგენს, ფიქრობენ, სპეცრაზმი შეცდომით შევიდა პანკისში მათ სახლში.

...ზუსტად ვიცი, არსებითად დამნაშავეები ნამდვილად რომ არ არიან, მაგრამ რა შემხებლობა ჰქონდათ ჩატაევთან თუ სხვებთან, ჯერ ზუსტად არ ვიცით. ახლა ამაზე არც არის საუბარი. ვიცით მსოფლიოს საშიში დამნაშავეების მაგალითები, რა უფლებებით სარგებლობენ. ჩვენ ევროპულ ქვეყნად მოგვაქვს თავი და ამ დროს 19 წლის ბავშვს პირდაპირ თავში ესვრიან, ანუ მოსაკლავად ერსოლეს. რატომ გაიმეტეს ბავშვი მოსაკლავად თავის ლოგინში?! ბალიშის ქვეშ ბომბი ედო და ისე ეძინა? ეს ხომ აბსურდია!

...ფაქტია, რომ მწოლიარეს ესროლეს. თემირლანი თბილისში, კოლეჯში სწავლობდა. წინა დღეებში თბილისიდან ჩასულა წინასაახალწლოდ. დაბადების დღე ჰქონდა და, ჩვენი ინფორმაციით, ღამის 4 საათზე იმ დღის ამბებს ბიძაშვილს უზიარებდა - ტელეფონზე მესიჯებს სწერდა. სპეცრაზმელები ამ დროს შევიდნენ მის სახლში. ანუ ხელყუმბარა კი არა, სავარაუდოდ, ხელში ტელეფონი ეჭირა, რომელიც სამართალდამცავებს ხელყუმბარა ეგონათ.

ვისაც მესიჯებს სწერდა, ის ბიჭი თბილისში, დაცვის სამსახურში მუშაობდა და ამ ამბის მერე სასწრაფოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან. ამ მესიჯებს ამოვიღებთ და დავადასტურებთ ყველაფერს.

სასაცილოა ამ ბავშვის დამნაშავეობაზე ლაპარაკი, მაგრამ ასეც რომ იყოს, ასე უნდა აიყვანო დამნაშავე?! მაშინ კანონი შევცვალოთ! ეს არ არის კანონის დარღვევა? შეიძლება სწორედ ამ ბიჭის მოკვლა აწყობდათ ან სულაც ერთ-ერთი სპეცრაზმელი შეცდა. ყველაფერი მოგვიანებით გაირკვევა, იარაღის ნასახი არ ყოფილა სახლში და მხოლოდ ერთი ბომბი ედო ბალიშის ქვეშ?! სახლში როგორ დაწვებოდა ბომბთან ერთად, გამაგებინეთ!"

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი